5 მცდარი შეხედულება უსიამოვნო სუნის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 მცდარი შეხედულება უსიამოვნო სუნის შესახებ

.

  • მითი პირველი

თუ პირში სუნი გაგიჩნდა, ადვილად შეამჩნევ

სამწუხაროდ, ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, აქვს თუ არა პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, რადგან საკუთარ სუნს ეჩვევა. გარდა ამისა, სუნი საუბრის დაწყებამდე არ შეიგრძნობა - ის ენის ძირში წარმოიშობა და წინ მხოლოდ მას შემდეგ გადმოინაცვლებს, რაც საუბარს დავიწყებთ. მაშ როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა სუნი პირში?

საუკეთესო გზაა, ვკითხოთ მეგობარს, რომელიც სიმართლეს არ დაგვიმალავს. თუ ეს ხერხი ხელს არ გაძლევთ, აიღეთ ბამბის (ან დოლბანდის) ბურთულა, გაიწმინდეთ ენის ძირი (ოღონდ ისე, რომ ღები-ნების რეფლექსი არ გამოიწვიოთ) და ბურთულა დაყნოსეთ. თუ უსიამოვნო სუნი იგრძენით, დაიწყეთ ენის სახეხის გამოყენება. ეს მარტივი მოწყობილობა მხოლოდ უსიამოვნო სუნს კი არ გააქრობს, არამედ ჯანმრთელობასაც გაგიუმჯობესებთ და გემოვნებით შეგრძნებებსაც დაგიბრუნებთ. უსიამოვნო სუნის შეფასებისთვის შეგვიძლია დანტისტს მივმართოთ. სტომატოლოგიური კაბინეტები აღჭურვილია ჰალიმეტრით, რომლის მოქმედების პრინციპი მარტივია: პაციენტი ჩაბერავს მილში, რომელიც ჰალიმეტრს უერთდება, მოწყობილობა კი ამონასუნთქ ჰაერში გოგირდის შენაერთების ოდენობას განსაზღვრავს - ამონასუნთქს სწორედ ისინი აძლევენ უსიამოვნო სუნს.

  • მითი მეორე

უსიამოვნო სუნი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების შედეგია

ასეთი რამ შესაძლებელია, თუმცა იშვიათი. უსიამოვნო სუნი პირის ღრუში უმეტესად ჭუჭყიანი ენის ბრალია.

  • მითი მესამე

პირის ღრუს ჰიგიენა უსიამოვნო სუნს იოლად გააქრობს

ფაქტობრივად, ასეც არის, მაგრამ უმრავლესობა კბილების ხეხვას მეტისმეტად ცოტა ხანს - სულ 30-40 წამს უთმობს. შედეგად კბილების ზედაპირის დაახლოებით 40% გაუწმენდავი რჩება, მასზე მობინადრე ბაქტერიები ცხოველქმედებას განაგრძობენ და გოგირდოვან ნივთიერებებს გამოყოფენ. პროცედურას აზრი რომ ჰქონდეს, კბილები 2-3 წუთს მაინც უნდა ვიხეხოთ. მხოლოდ ჯაგრისით წმენდა არ კმარა - სტომატოლოგები გვირჩევენ, აქტიურად გამოვიყენოთ კბილის ძაფი ფლოსი. შეიძინეთ ისეთი ძაფი, რომელიც კბილებს შორის სრიალებს და არ იჭედება. დაბოლოს, აუცილებლად გაიწმინდეთ ენა, ვინაიდან ბაქტერიები მისი ლორწოვანი შრის ქვეშაც იმალებიან.

  • მითი მეოთხე

სავლები უსიამოვნო სუნისგან გვიხსნის

სამწუხაროდ, სავლები საშუალებების უმეტესობა სუნს მხოლოდ 1-2 საათით ახშობს. ის კი არა, სტანდარტულმა სავლებმა შესაძლოა თვითონვე შეუწყოს ხელი სუნის წარმოქმნას პირში. საქმე ის არის, რომ ასეთი საშუალებები მდიდარია სპირტით, რომელიც პირის ღრუს აშრობს, ბაქტერიები კი მშრალ გარემოში შესანიშნავად გრძნობენ თავს. ასე რომ, გირჩევთ, გამოიყენოთ ახალი თაობის სავლებები, რომლებიც ქლორის დიოქსიდზეა დამზადებული.

  • მითი მეხუთე

უსიამოვნო სუნი საკვების ბრალია, ამიტომ რაციონი გულისყურით უნდა შევარჩიოთ

ზოგჯერ მართლაც ასეა. მაგალითად, თუ გოგირდის შემცველ პროდუქტებს - ხახვს, კომბოსტოს, ნიორს - მიირთმევთ, გოგირდი სისხლში გადავა და მთელ ორგანიზმში მიმოიფანტება, ცხადია, ფილტვებშიც მოხვდება, ამიტომ ამოსუნთქვისას პირიდან უსიამოვნო სუნს შევიგრძნობთ. მაგრამ თუ სუნი გამუ-დმებით იგრძნობა, ამას საკვებს ვერ დავაბრალებთ - მისი მიზეზი გახლავთ პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები, რომლებიც საჭმლის ნარჩენებით იკვებებიან. ამ შემთხვევაში რაციონის შეცვლა კი არა, კბილებისა და ენის რეგულარული ხეხვაა საჭირო.