ფსიქოთერაპიის 10 უჩვეულო მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოთერაპიის 10 უჩვეულო მეთოდი

1. თერაპია სექსუალური ჩანაცვლებით

თერაპევტს პაციენტის ხელები უჭირავს, თვალებში შეჰყურებს და ვნებიანად ჰკოცნის ტუჩებში. ეს სულაც არ გახლავთ ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის კოდექსის დარღვევა - კოცნა, და ზოგჯერ - არამხოლოდ ის, სექსუალური სუროგატული პრაქტიკის ნაწილია. სექსუალური სუროგატები სწავლული სპეციალისტები არიან, რომლებიც ინტიმურ სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან პაციენტებს. სუროგატული თერაპია პაციენტთან ჩვეულებრივი საუბრების ჩარჩოებში არ ჯდება, ეს უფრო ის მოდელია, რომელიც რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს შეესაბამება. სეანსები შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, საუბრითა და სოციალური კონტაქტებით დაწყებული და ინტიმური ურთიერთობით დამთავრებული.

2. იპოთერაპია

ჯირითი უკვე აღარ მიიჩნევა მდიდრების ფუფუნებად - ცხენი პრობლემური ახალგაზრდების, ნარკომანებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკურნალობის საუკეთესო საშუალებად იქცა. ცხენზე ჯდომისა და მისი მოვლის მეთოდების ათვისებით მრავალი სოციალური ჩვევის განვითარებაა შესაძლებელი, კერძოდ, საკუთარი თავის რწმენისა, მოთმინებისა, სხვა ადამიანებზე ზრუნვისა და სხვა. თითქმის ტონამდე წონის ცხოველის დამორჩილება ადამიანს შიშისა და მრისხანებისგანაც ათავისუფლებს.

3. გაშიშვლებული ფსიქოთერაპია

ამ ტიპის თერაპია თითქმის უკვე მიივიწყეს, მაგრამ მეოცე საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს ფსიქოთერაპევტებთან მეტად პოპულარული გახლდათ არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაშიშვლებაც. ამ მოძრაობის მამამთავარი იყო პოლ ბინდრიმი, არატრადიციული ფსიქოლოგი, რომელსაც მიაჩნდა, რომ სიშიშვლე ადამიანს სოციალური პირობითობისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა და, შესაბამისად, პირადი ემოციების უმრავლესობა წინა პლანზე წამოიწევდა. ბინდრიმი მიიჩნევდა, რომ ნეგატიური აზრებისგან ჭეშმარიტად გათავისუფლება მხოლოდ მაშინ მოხერხდებოდა, თუ ადამიანი სააშკარაოზე გამოიტანდა ყველა ინტიმურ მოტივსა და დეტალს.

4. თერაპია ჭადრაკის დახმარებით

ზოგჯერ გამოჯანმრთელება ჭადრაკის ფიგურების გარემოცვაში უფრო ადვილია. თერაპიის ეს სახეობა იმ პაციენტებთან გამოიყენება, რომლებსაც ადამიანებთან სიტყვიერი ურთიერთობა უჭირთ. სამაგიდო თამაშების გამოყენების იდეა პირველად სპარსმა მეცნიერმა, რაზიმ (ჩვ. წ. 852-932 წლები) წამოაყენა, როცა ბაღდადის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. მას შემდეგ ჭადრაკს რეალური პრობლემების იმიტაციისთვის იყენებენ, რაც ადამიანს კონფლიქტების მოგვარებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების გამომუშავებაში ეხმარება.

5. ველური ბუნებით თერაპია

მას შემდეგ, რაც კარავს გაშლი და ცეცხლს დაანთებ, არავითარი ექიმი აღარ გჭირდება. ველური ბუნებით თერაპია პრობლემური ახალგაზრდობის ფსიქოკორექციის ერთ-ერთი ეფექტური (თუმცა ამ მეთოდის შესახებ საპირისპირო აზრიცაა გავრცელებული სპეციალისტებს შორის) სახეობაა. როდესაც ველურ ბუნებასთან მარტო რჩები, რეკრეაციულ საქმიანობას იწყებ, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა თევზაობა ან ალპინიზმი, და ეს დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას გაჩვევს. ასეთი პროგრამების დახმარებით შესაძლებელია იმ არასრულწლოვანი კანონდამრღვევებისა და მოზარდების ქცევის შეცვლა, რომლებიც დეპრესიით ან მრისხანების შეუკავებლობით იტანჯებიან.

6. ჰიპნოთერაპია

ჰიპნოზი შესაძლოა თაღლითების სატყუარად მოგეჩვენოთ, მაგრამ გვერწმუნეთ, სპეციალისტები მისი მეშვეობით პაციენტებს ქვეცნობიერში შეღწევაში ეხმარებიან, რათა ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზს მიაგნონ. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თვითჰიპნოზის სწავლაც.

7. ქვიშით თერაპია

ქვიშისგან კოშკების აგება არა მარტო სახალისო დროსტარებაა, არამედ თერაპიის ერთ-ერთი სახეობაც. ჭადრაკით თერაპიის მსგავსად, ქვიშით თერაპია გრძნობათა გამოხატვის საშუალებას აძლევს მათ, ვისაც ურთიერთობა უჭირს. ქვიშით თერაპიის მეთოდიკა კარლ იუნგის სწავლებით შთაგონებულმა შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა დორა კალფმა შეიმუშავა. პაციენტებს ქვიშის გროვას და სხვადასხვა საძერწ ფორმას აძლევენ. მიიჩნევა, რომ გამოძერწილი ფიგურების თანმიმდევრობა ადამიანის ცხოვრებაში არსებულ რეალურ პრობლემებს ასახავს. თერაპევტებს საგანგებოდ ასწავლიან ამ სიმბოლოების ინტერპრეტირებას.

8. იმპლოზიური თერაპია

ფობიებს - ექსტრემალურ და ირაციონალურ შიშებს - ცხოვრებაში მრავალი სირთულისა და უსიამოვნების გამოწვევა ძალუძს. სწორედ ფობიების სამკურნალოდ გამოიყენება ფლუდინგი, იგივე იმპლოზიური თერაპია, რომლის დროსაც პაციენტები განზრახ “იძირებიან” იმ მოგონებებსა და სიტუაციებში, რომლებიც მათში შიშს იწვევს. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც ძაღლებისა ეშინია, სპეციალისტების მეთვალყურეობით დიდხანს უყურებს მათ სურათებს. შემდეგ მას სთავაზობენ ძაღლების ყურებას უსაფრთხო ადგილიდან. როდესაც პაციენტი შეძლებს, შიშის გარეშე უყუროს თავისი ფობიის ობიექტს, მას სთავაზობენ ლეკვის მოფერებას. ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი თერაპია ფობიას ზოგჯერ ამძაფრებს კიდეც.

9. თოჯინური თერაპია

სათამაშო ცხოველები ადამიანებს “ასწავლიან”, როგორ გაუმკლავდნენ ბრაზიან უფროსს, გამაღიზიანებელ მეზობელს თუ ჭირვეულ ბავშვს. თოჯინებთან პაციენტები იოლად ამბობენ იმ სიტყვებს და გამოხატავენ იმ ემოციებს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში გაურბიან. თამაშით თერაპია მკურნალობის საუკეთესო გზაა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვისაც.

10. თერაპია მებაღეობით

წარმოიდგინეთ, რამოდენა ცოდნა და მოთმინებაა საჭირო პატარა თესლისგან დიდი ხის გასაზრდელად. იპოთერაპიის მსგავსად, მცენარეებსაც იმისთვის იყენებენ, რომ პაციენტებს განსაზღვრული უნარ-ჩვევები განუვითარონ. მებაღეობით თერაპია განსაკუთრებით სასარგებლოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთათვის. ბუნებასთან ურთიერთობის დროს პაციენტები პოვებენ სიმშვიდეს, რომელიც პირად ცხოვრებაში არ ჰყოფნით.