ნერვული ქავილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნერვული ქავილი

აღნიშნული სიმპტომი, საზოგადოდ, დიდ დისკომფორტსა და მოუსვენრობას იწვევს. ნერვულ ნიადაგზე აღმოცენებული ქავილის კლინიკური სურათი ძალზე სხვადასხვაგვარია, ამიტომ სწორი დიაგნოზის დასმა არც ისე ადვილია, მით უმეტეს, სტრესზე რეაქცია შესაძლოა მოგვიანებით გამოვლინდეს, თანაც ყოველ ადამიანთან - ინდივიდუალურად.

მაინც რატომ ვითარდება ე.წ. ნერვული ქავილი?

საქმე ის გახლავთ, რომ მუდმივი მოუსვენრობა, შფოთვა, განგაში და ნერვული გადაძაბვა იმუნურ სისტემას ძლიერ დარტყმას აყენებს. ამ შემთხვევაში იმუნური სისტემის სამიზნედ საკუთარი ორგანიზმის უჯრედები იქცევა, დამცავ და აგრესიულ მექანიზმებს შორის წარმოიშობა დისბალანსი, სადაც აგრესიული, ხშირად დამანგრეველი პროცესები დომინირებს. საერთო ვითარების ფონზე კანის ნერვული დაბოლოებები, სენსორული რეცეპტორები, აქტიურდება და განუწყვეტლივ აწვდის სიგნალს (იმპულსს) ზურგის ტვინს, რომელიც, თავის მხრივ, თავის ტვინს გადასცემს შესაბამის ინფორმაციას. კანის ქავილი ხშირად ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის ერთგვარი ნიშანია, კანის რეცეპტორების ძლიერი გაღიზიანება კი ზოგჯერ ტკივილს იწვევს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: როგორ განვასხვაოთ ნერვული ქავილი კანის პათოლოგიისთვის დამახასიათებელი ქავილისგან - კანის ქავილი ხომ, ფსიქიკურ სტრესთან ერთად, ბევრ პარაზიტულ და კანის მრავალ დაავადებასაც ახასიათებს (მუნს, ჭინჭრის ციებას, დერმატიტს, მიკოზს და სხვა)? ნერვული ქავილის შემთხვევაში დამამშვიდებელი საშუალებები ეფექტს ახდენს და სიმპტომს აცხრობს. თუ ქავილი დამამშვიდებელი საშუალების მიღების შემდეგაც იმავე სიმძაფრით გაგრძელდა, აუცილებელია ექიმთან მისვლა და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. თვითმკურნალობა სედაციური და დეპრესიის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებებით არ შეიძლება - მიჩვევას, ძილიანობას, ტვინში მიმდინარე განსაზღვრული პროცესების შეკავებას იწვევს. ნერვული ქავილის შემთხვევაში თამამად შეგიძლიათ მიიღოთ კატაბალახას, შავბალახას, ბარამბოსა და პიტნის ნაყენები. ნერვულ ქავილთან ბრძოლის ხალხური საშუალებებიდან გირჩევთ გამოიყენოთ ძმარი ან პომიდვრის წვენი. თუ კანის შესაბამის უბნებს ძმრის 9%-იან წყალხსნარში ან პომიდვრის წვენის წყალხსნარში (თანაფარდობით 2:1) დასველებული დოლბანდის ნაჭრით დაიმუშავებთ, შვებას იგრძნობთ. კარგია აგრეთვე სალბის, გვირილის, მუხის ქერქის აბაზანები და გამაგრილებელი ეფექტის მქონე კრემები (ქაფურისა, ევკალიპტისა, პიტნისა). პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გაკაჟება, სტრესისადმი მდგრადობის გამომუშავება, საპასუხო რეაქციათა გაწონასწორება.