ორნი ახალ წელს - 7 იდეა რომანტიკოსებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორნი ახალ წელს - 7 იდეა რომანტიკოსებისთვის

ღამის ქალაქში

თოვლის ფიფქები, ცალ ხელში - მისი ხელი, მეორეში - შამპანურის ბოთლი და ორი ბოკალი, თავს ზემოთ - ფეიერვერკი... ხომ ზღაპრულია? გაისეირნეთ ღამის ქალაქში, დაესწარით ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტს - ვერც კი იგრძნობთ, როგორ გაირბენს დრო და საათი თორმეტს ჩამოჰკრავს. სწორედ დროა, საყვარელ ადამიანს სასმისი მიუჭახუნოთ და სურვილი ჩაიფიქროთ...

ზღვაზე

მას კი, ვისაც გაუმართლა და ახალ წელს თბილ ქვეყნებში ხვდება, შეუძლია, ღამით პლაჟს მიაშუროს. თუნდაც ცივი ქარი ქროდეს - მთავარი ვარსკვლავები, ტალღების ხმაური და საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა. შეიძლება, ნავმისადგომთან განმარტოვდეთ და, ჩახუტებულები, პალმების შრიალში შეხვდეთ 2015-ს, რომ რომანტიკა დაიბედოთ და მთელი წელი ასევე გაატაროთ.

პლედი, კინო და გლინტვეინი

ზოგიერთ წყვილს ხმაურიანი საღამოები გულზე არ ეხატება. თუ ერთი მათგანი ხართ, თქვენთვის ზედგამოჭრილი იქნება შინაური გარემო, ცოტაოდენი მაგარი სასმელი, კარგი ფილმი და ჩახუტება. ამ ყველაფერს რამე რომანტიკული დესერტიც მოუხდება, მაგალითად, შოკოლადის ფონდიუ, რომელშიც ჩანგალზე წამოცმულ ხენდროს ამოავლებთ და საყვარელ ადამიანს გაუმასპინძლდებით.

აბსოლუტური ფუფუნება

თუ დაჯავშნას მოასწრებთ, ახალი წლის ღამე შეიძლება სასტუმროს ძვირად ღირებულ ნომერში გაატაროთ. შეიძლება, თავს უფლება მისცეთ და შეუკვეთოთ ძვირფასი შამპანური და ხიზილალა, დატკბეთ ერთმანეთით აბრეშუმის ზეწარზე ან ჯერ ჰოლში ჩახვიდეთ, სადაც სტუმრებისთვის საახალწლო მეჯლისს მართავენ. ამ საღამოს მამაკაცი თავის საუკეთესო კოსტიუმს ჩაიცვამს, ქალი - საღამოს კაბას, იცეკვებთ ცოცხალი მუსიკის თანხლებით და შემდეგ საკუთარ ნომერს დაუბრუნდებით...

ზამთრის სტილში

დაიქირავეთ სახლი დათოვლილ სოფელში, სადაც ჰაერში ხისა და ნაძვის გირჩების სურნელი დგას. თუნდაც ეს მიყრუებული ადგილი იყოს, ცივილიზაციისგან შორს და ბუნებასთან ახლოს. შეიძლება, მასპინძლებმა ტრადიციულ სუფრაზეც მიგიწვიონ.

სხვა ქალაქში

წადით თქვენი ქვეყნის რომელიმე სხვა, ლამაზ ქალაქში, რათა უცხო ადგილას შეხვდეთ ახალ წელს. დასალევი და ფოიერვერკი იქაც იქნება, სამაგიეროდ, ახლოს გაეცნობით იქაურ ტრადიციებს და სიამოვნებას მიიღებთ ადგილობრივი საახალწლო ზეიმის ნახვით.

სრული ექსტრიმი

თუ საველე პირობებისა არ გეშინიათ, შეიძლება, ახალ წელს კარვის პირას დანთებულ კოცონთან შეხვდეთ. წადით ტყეში. არ დაივიწყოთ თბილი ტანსაცმელი, ბევრი პლედი და გამოსაცვლელი ფეხსაცმელები. გააჩაღეთ კოცონი, მასზე მოამზადეთ საჭმელი და ღამის თორმეტ საათზე ცეცხლის ალის ციმციმზე ერთმანეთს უთხარით მთავარი სიტყვები. ეს დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება. დაბოლოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ რომანტიკული დღესასწაულის რამდენიმე წესი:

  • ჰკითხეთ თქვენს პარტნიორს, ნამდვილად მოსწონს თუ არა თქვენი იდეა. თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ის აღტაცებული დარჩება, გაუთვალისწინებელი სიურპრიზების მოწყობას არ გირჩევთ. კარავში ღამის გატარება, დიდი ხარჯი თუ საცობები გზებზე ყველას როდი აღაფრთოვანებს.
  • წინასწარ შეათანხმეთ ყველა დეტალი. ყველაფერი მართლაც რომანტიკული რომ გამოვიდეს, ბევრი რამის გათვალისწინებაა აუცილებელი, მათ შორის - კომფორტისა თუ თავისუფალი ადგილების/ნომრების საკითხებისაც.
  • გახსოვდეთ კომპრომისი. თუ თქვენს პარტნიორს მეგობრების წრეში ან მშობლებთან ერთად სურს დღესასწაულის შეხვედრა, რომანტიკული საღამო შეიძლება რამდენიმე დღით გადაიტანოთ, ამით ნამდვილად არაფერი დაშავდება.
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით!