მკურნალი არაყი და სპირტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკურნალი არაყი და სპირტი

სხვაგვარი არაყი მზადდება შაქრისა და სახამებლის შემცველი ნედლეულის უშუალო გამოხდით. შაქრის შემცველ ნედლეულს ხდიან ალკოჰოლური დადუღების, სახამებლის შემცველს კი ფერმენტული დაშაქრებისა და ალკოჰოლური დადუღების შემდეგ. ასე მიიღება ხილის, ჭაჭის, სანთლის, პურისა და სხვა ნედლეულის არაყი. ამგვარად მიღებული არაყი ინარჩუნებს ნედლეულის გემოსა და არომატს. საქართველოში არყის დამზადებას არყის გამოხდას უწოდებენ. არყის გამოხდის ხალხური ტექნოლოგია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარია, რასაც ნაწილობრივ საარყე მასალის (ხორბლეული, ხილი, ჭაჭა, თაფლიანი ფიჭა, ანწლი) თავისებურება განაპირობებს.

* * *

სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ 96- და 70-პროცენტიან გაწმენდილ ეთილის სპირტს, იმავე ეთანოლს, რომელსაც სამედიცინო სპირტსაც უწოდებენ. რაც შეეხება ტექნიკურ სპირტს, სამკურნალოდ მისი გამოყენება დაუშვებელია. გარეგანმა გამოყენებამ შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს, შეწოვისას კი მოწამვლა ვითარდება. სამედიცინო სპირტის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ არაყი, ოღონდ აუცილებლად ნამდვილი და არავითარ შემთხვევაში - სუროგატი.

რა უნდა ვიცოდეთ

ეთილის სპირტი აძლიერებს მცენარეთა სამკურნალო თვისებებს, ამიტომაც სპირტსა და არაყზე დამზადებული მცენარეთა ნაყენები გაცილებით ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმზე, ვიდრე ნახარშები ან წყალზე დამზადებული ნაყენები. სამკურნალო ნაყენების დასამზადებლად სამედიცინო სპირტის ნაცვლად შეიძლება არყის გამოყენებაც (ამ უკანასკნელში ეთილის სპირტის შემცველობა შედარებით ნაკლებია). სასურველია, ის დაწმენდილი იყოს. რა ნედლეულისგან არის დამზადებული, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთი ნაყენის მიღება თაფლთან ერთადაა რეკომენდებული, ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ ნაყენის დასამზადებლად ფიჭის ან თაფლის არაყს გამოვიყენებთ. რაც უფრო მაღალპროცენტიანია არაყი, ანუ რაც უფრო მეტ ეთილის სპირტს შეიცავს, მით უფრო ეფექტური იქნება ორგანიზმზე სამკურნალო კომპონენტის ზემოქმედება. ზოგიერთი სამკურნალო ნაყენის მომზადების წესი გულისხმობს მცენარეული კომპონენტის ხანგრძლივად (კვირაობით და თვეობით) გაჩერებას სპირტში და მერე გადაწურვას, ზოგიერთ რეცეპტში კი მითითებულია, რომ გადაწურვა არ არის საჭირო, ნედლეული მთელი სამკურნალო კურსის განმავლობაში უნდა დარჩეს სპირტში სასარგებლო თვისებების მაქსიმალური გამოვლენისა და მაღალეფექტური მოქმედებისთვის.

საყურადღებო გაფრთხილება

ეთილის სპირტს გემოთი და სუნით ძლიერ ჰგავს მეთილის სპირტი - მეთანოლი. ეს უკანასკნელი ორგანიზმისთვის ძალზე საშიშია. მისი მიღება საუკეთესო შემთხვევაში სიბრმავეს იწვევს, ხოლო უარეს შემთხვევაში - სიკვდილს. ალკოჰოლის მოყვარულები, რომლებიც ამ ნივთიერებას სამუშაო ადგილებზე და ფალსიფიცირებული სასმელების საწარმოში მოიპოვებენ, ხშირად იწამლებიან. განწირულთა ხსნა მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას შეუძლია. მეთანოლის ერთადერთი ანტიდოტი (შხამსაწინააღმდეგო ნივთიერება) ეთილის სპირტია. მოწამლულს სასწრაფოდ უნდა დავალევინოთ 100 მლ განზავებული (30%-იანი) ეთანოლი, კუჭი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ან სხვა ტუტე ხსნარით ამოვურეცხოთ, მერე კი 1,5-2 საათში ერთხელ ვასვათ 50-50 მლ ეთილის სპირტი, მივცეთ მარილოვანი საფაღარათო საშუალება. გახსოვდეთ, პირველ დახმარებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული! სპირტი და არაყი, როგორც სამკურნალო საშუალება, ყველა ოჯახში უნდა ინახებოდეს და საჭიროებისამებრ გამოიყენებოდეს. სპირტის არადანიშნულებისამებრ ან დიდი ოდენობით გამოყენებამ, ისევე, როგორც შეცდომით მეთილის ან სხვა სახის (მაგალითად, ტექნიკური) სპირტის მოხმარებამ, შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს.