თაფლმა სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს
.
თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა, ამიტომ: ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს; ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.
თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ და არა მდუღარე წყალში და დაელოდეთ. სამწუხაროდ, გოზინაყის მომზადებისას თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს.
თაფლის ყოველდღიური ულუფა მოზრდილთათვის 80-100 გრამია, ეს რაოდენობა შეიძლება მივიღოთ ნაწილ-ნაწილ ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე ან ჭამიდან 3 საათის შემდეგ.
იხილეთ აგრეთვე
თაფლიანი წყალი იმუნიტეტს ამაღლებს
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი