სუნელები და სანელებლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნელები და სანელებლები

საკმარისია, საჭირო სანელებლები მოიმარაგოთ. მათი შეძენა შეიძლება როგორც ბაზარში, ისე ჩვეულებ-რივ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში. ოღონდ ნუ გიღალატებთ ზომიერება. ყველა სანელებელი შეიცავს არომატულ ცხიმებს, რომლებიც არც ისე უვნებელია - მათი სიჭარბე თავისებურ გავლენას ახდენს სხვადა-სხვა ორგანოსა და მათ ფუნქციებზე.

ილი

ილის ფესვი ოდითგანვე ითვლებოდა გამათბობელ, გამწმენდ და ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებად, ამი-ტომ შეამჩნევთ თუ არა გაციების ნიშნებს, დალიეთ ილიანი ჩაი. გარდა ამისა, სურნელოვანი ჩაი არაჩვეუ-ლებრივი ენერგეტიკის მქონე სასმელია. ის აფხიზლებს, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, ხსნის გონებას. განსაკუთრებით სასარგებლოა შუადღისით, დაღლილობისას. იდეალურად ერწყმის თაფლს. განსაკუთრებულ გემოს აძლევს ნამცხვრებს და წვნიანებს, განსაკუთრებით - ქათმის ბულიონს.

მიხაკი

მიხაკის თბილი, ცხიმოვანი და ოდნავ მწკლარტე არომატი დეპრესიას აქრობს და თვითდაჯერებას გვმა-ტებს. ჩინელი მკურნალები ხალხს ურჩევდნენ, კარგი განწყობის შესანარჩუნებლად, ასევე - ვირუსული დაავადებების საპროფილაქტიკოდ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მიხაკი ეღეჭათ. განსაკუთრებით ეფე-ქტურია მიხაკის ღეჭვა კბილის ტკივილის დროს - მასში შემავალ ცხიმს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. მიხაკის არომატი საოცრად უხდება ხორციან კერძებს. რაც შეეხება სასმელებს, მიხაკი გლინტვეინის უცვლელი ინგრედიენტია.

დარიჩინი

მრავალი ჩვენგანისთვის დარიჩინი დღესასწაულთან ასოცირდება. მისი მსუბუქი, ტკბილი არომატი გვახა-ლისებს, გვათბობს და მყუდროების განცდას გვგვრის. იდეალურად ერწყმის ცხარე, მწკლარტე და შაქრიან კერძებს. თუ თურქული ყავა გიყვართ, დროდადრო ცოტაოდენი დარიჩინი დაუმატეთ. ყავის გამამხნე-ვებელი არომატი, შერწყმული დარიჩინის მსუბუქ გემოსთან, უდავოდ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ჯავზი

ჯავზის მათრობელა არომატს სწრაფად მოვყავართ გონს კოფლიქტის შემდეგ. გარდა ამისა, ის შესანიშნავი წამალია ბრონქების ანთებითი დაავადების დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ჯავზის არომატული ზეთი. სპეციალისტთა აზრით, ის უფრო დამზოგველად მოქმედებს ორგანიზმზე, ვიდრე დაფქული ჯავზი. იდეალურად ერწყმის ტკბილ კერძებს, მაგალითად, ღუმელში შემწვარ ვაშლს, ვაშლის ღვეზელს. გარდა ამისა, ამატებენ ცხელ ღვინოში.

კარდამონი

ევკალიპტისა და ქაფურის მკვეთრი არომატის გამო ბევრი კარდამონს წამლად მიიჩნევს. სინამდვილეში ამ სანელებელს სამკურნალო თვისებები არ გააჩნია, თუმცა კარდამონის თესლს სუნთქვის გამაუმჯობესებელ საშუალებად იყენებენ (საკმარისია, დაღეჭოთ 1-2 მარცვალი). იდეალურად ერწყმის ალკოჰოლურ სასმე-ლებს, ხორციან კერძებს (განსაკუთრებით - ღორის ხორცს) და ფუნთუშეულს.

ანისული

ანისულის გამახალისებელი არომატი უებარი წამალია დეპრესიისა და სტრესის დროს. ემოციებმა რომ არ გძლიოთ, მიიღეთ ანისულის ეთერზეთის აბაზანა - რძეს დაუმატეთ 4-7 წვეთი ანისულის ზეთი და ჩაა-სხით წყლით სავსე აბაზანაში, დროდადრო აანთეთ ანისულისარომატიანი სანთლები, შეაზავეთ ანისუ-ლით თევზის კერძები. იდეალურად ერწყმის დაფნის ფოთოლს. ძალიან უხდება ალკოჰოლურ სასმელებს და საკონდიტრო ნაწარმს.