რატომ გვაქვს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვაქვს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება

ავიტამინოზი და არასწორი კვება;

- ზოგიერთი სამკურნალწამლო პრეპარატების მიღება (მაგალითად ალერგიის საწინააღმდეგო);

- პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს როგორც მწვავე (გაციებაც კი), ასევე ფარული ფორმით. როცა მხოლოდ ერთი მიზეზია, ხანგრძლივად შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი, მაგრამ რამოდენიმე მიზეზმა კომპლექსურად შეიძლება ცხოვრება მძიმე ტვირთად გადააქციოს. არცთუ იშვიათად ყველა პრობლემის საფუძველს წარმოადგენს ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა:

- ენდოკრინული დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელიზედა ჯირკვლების დაავადებები);

- გულსისხლძარღვთა და სისხლის დაავადებები (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული და ჰიპოტონიური დაავადებები, ანემიები);

- ინფექციური დაავადებები (ტუბეკულოზი, ქლამიდიოზი, ქრონიკული ვირუსული დაავადებები), ჭიებით ინვაზია;

- ტვინის სიმსივნური დაავადებები;

- ნერვული სისტემის დაავადებები და სხვადასხვა ფუნქციური აშლილობები (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ნევროზები, დეპრესიები);

- სიმსუქნე.

მაგრამ უფრო ხშირად საქმე გვაქვს არა რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან, არამედ ფუნქციურ აშლილობასთან. ბიოქიმიური პროცესების შედეგად გროვდება უჯრედების ცხოველქმედების პროდუქტები, ტოქსინები, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტები, სამუხრუჭე ნეირომედიატორები, რომლებიც ანელებენ ტვინში და პირუკუ ნერვული იმპულსების გასვლის სიჩქარეს. შედეგი არის მეხსიერების გაუარესება, აღქმის დაქვეითება, მოთენთილობა, შენელებულობა. ამ დარღვევების შედეგად ქვეითდება იმუნიტეტიც: თავს იჩენს ქრონიკული სისუსტე, ხშირი გაციება და სხვ.

სანამ დაგეგმავთ ვიზიტს სპეციალისტთან, სცადეთ რაიმეს შეცვლა თქვენივე ძალებით. შესაძლებელია, თქვენი შემთხვევა არც ისე მძიმეა და მედიკამენტოზურ ჩარევას და სპეციალურ გამოკვლევას არც საჭიროებს.

1. დღის რეჟიმი - რაც არ უნდა დაძაბული იყოს თქვენი გრაფიკი, მკაცრად განსაზღვრეთ ადგომის, დაწოლისა და საკვების მიღების დრო. თუნდაც თქვენს განრიგში ცოტა იყოს ძილისათვის დრო, სტაბილური განრიგი ორგანიზმს საშუალებას აძლევს ადვილად მოახდინოს ადაპტირება დატვირთვაზე და გამოუძინებლობაზე.

2. გრილი შხაპი საუკეთესო საშუალება საუზმემდე. წყლის პროცედურები ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. თუ თქვენ სახლში მუშაობთ, არაფერი ისე არ გაფხიზლებთ, როგორც შხაპი დღის განმავლობაში. ძილი და დაღლილობა მომენტალურად იხსნება.

3. ფიზკულტურა - 10-15 წუთიანი ვარჯიში დღის დასაწყისში შეგმატებთ ძალებს, თუ იქნება რეგულარული. თუნდაც ძნელი იყოს, მაგრამ ვარჯიშის საშუალებით თქვენ აუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, სისხლძარღვების ტონუსს, საბოლოოდ იღვიძებთ და იმუხტებით დადებითი ემოციებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხერხემლის კისრის ნაწილს. კისრის ოსტეოქონდროზი იწვევს თავის ტვინის მკვებავი ძირითადი სისხლძარღვების თანდათანობით მიჭყლეტას. მისი პროფილაქტიკისთვის შეასრულეთ თავის ბრუნვები მარჯვნივ და მარცხნივ, წაიგრძელეთ რა კისერი ზემოთ და მთელი ძალით აწიეთ თავი, ხოლო შემდეგ ჩარგეთ იგი მხრებში, ნიკაპი მიიწვდინეთ მკერდამდე, ხოლო შემდეგ თავი ფრთხილად გადახარეთ უკან. დრო არა გაქვთ - უბრალოთ გაიზმორეთ, როგორც საჭიროა, ღრმად ჩაისუნთქეთ, ჩამოეკიდეთ ტურნიკზე, გააკეთეთ რამდენიმე გადახრა.

4. ცუდი ჩვევები - მოწევას და ალკოჰოლ აქაც ვერ ავუვლით გვერდს. სიგარეტი და სპირტიანი სასმელები, როგორც ცნობილია, აძლიერებს სისხლძარღვების სპაზმს, ამასთან თავის ტვინისასაც, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. ამიტომ ამ "ზედმეტობებისგან" კატეგორიულად უნდა ვთქვათ უარი.

5. მოახდინეთ რაციონის ოპტიმიზაცია, ზედმეტს ნუ შეჭამთ. გაძღომის შემდეგ ყოველთვის არის ძილის მოთხოვნა - ეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. ყველამ იცის, რომ მაგიდიდან უნდა ადგე ოდნავ მშიერი. მას შემდეგ, რაც მთავრდება ხილის სეზონი და დახლებიდან ქრება ახალი ხილი და ბოსტნეული, გაიმდიდრეთ ორგანიზმი პოლივიტამინებით და მინერალური დანამატებით. დაღლილობასთან საბრძოლველად სასარგებლოა პრეპარატები, რომლებიც შეიცავს თუთიას, სელენას, რკინას, მაგნიუმს, В ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, А და Е ვიტამინებს.

ზოგჯერ ანემიის ერთადერთ გამოვლინებას წარმოადგენს მუდმივი დაღლილობა. პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა საკვებად თეთრი სოკო, ღვიძლი და თირკმელი, ატამი, გარგარი, ოხრახუში, კარტოფილი, კვერცხი, ჭვავის პური, წიწიბურა - პროდუქტები, რომლებიც მდიდარია რკინით. შეეცადეთ შეანაცვლოთ ხორცისა და ზღვის პროდუქტების მიღება, რომლებიც მდიდარია იოდით, სელენით, მაგნიუმით და თუთიით. მრავალი მინერალური ნივთიერების წყაროს წარმოადგენს რძემჟავა პროდუქტები. ბოროტად ნუ ისარგებლებეთ დიეტებით.

6. ყურადღება მიაქციეთ წონას, გასუქებას მოაქვს მრავალი უხერხულობა, უსიამოვნება და კომპლექსი. მაგრამ გარდა ამისა, იგი გავლენას ახდენს ქრონიკული დაღლილობის განვითარებაზე. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა სხვაზე ხშირად უვითარდებათ გულსისხლძარღვთა და ენდოკრინული დაავადებები, რის შედეგადაც ისინი ნაკლებად მდგრადნი არიან დატვირთვის მიმართ. უფრო მალე იღლებიან. სიმსუქნე იწვევს ღამის ხვრინვის სინდრომის ან აპნოეს (ბერძ. "უსუნთქველობა") განვითარებას. ამ მდგომარეობაში ძილის დროს ადამიანს აქვს ეპიზოდები, როცა აჩერებს სუნთქვას, და ტვინი განიცდის ჰიპოქსიას (ჟანგბადის უკმარისობა). ამის შედეგია ცუდი ძილი, დილის დაღლილობა, დღისით ძილიანობა.

7.ფიტოთერაპია - ძალა და სიმხნევე შეიძლება შეგმატოთ ნაყენების, ნახარშისა და სიროფის სახით მიღებამ ზოგიერთი მცენარეებისა: კუნელის ნაყოფი, კრაზანას ბალახი, ფიჭვის, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი, ჟენშენის, ელეუტერაკოკი, ექინაცია. ეს საშუალებები ამაღლებენ სტრესისადმი და დაავადებებისადმი მდგრადობას (ახდენენ იმუნიტეტის სტიმულირებას), ააქტივებენ ნერვულ სისტემას, ამიტომ მათი მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. ღამისთვის სასარგებლოა სხვადასხვა დამაწყნარებელი ნაკრებების, რომლებიც შეიცავენ კატაბალახას, პიტნას, შავბალახა და სხვა ჩაის დალევა. მათ შეუძლიათ ღამის ძილის ნორმალიზება და ათავისუფლებენ შფოთისა და წრიალისგან.