პირსინგი და საფრთხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირსინგი და საფრთხე

ყველაფერი ამის გაკეთებას გარკვეული საფრთხე ახლავს თან, რამაც შესაძლოა ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი.

ალერგია "ჭრიჭინაზე"

გადაწყვიტეთ,  რომ "ჭრიჭინა" ჭიპზე თქვენთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს და უნდა წახვიდეთ პირსინგის გასაკეთებლად? ამისათვის შესაფერისი დრო მაინც შეარჩიეთ. მენსტრუაციის წინა ან შუა პერიოდში ამის გაკეთება სახიფათოა. ასევე არ უნდა გქონდეთ ალერგია ლითონებზე. დააკვირდით, ხომ არ შეიმჩნევა შეწითლებები იმ ადგილებში, სადაც გეხებათ ელვა შესაკრავი ან ლითონის ღილები. თუ ასეთი უსიამოვნება არსებობს, მაშინ პირსინგის გასაკეთებლად გადადებული ფულით უმჯობესია ლამაზი კაბა შეიძინოთ. სულ ერთია, გახვრეტის ადგილი მუდმივად გაღიზიანებული გექნებათ. არის მეორე ვარიანტიც - ატარეთ მოსართავები, რომლებიც დამზადებულია ტიტანის შენადნობის, ვერცხლის ან მაღალი სინჯის ოქროსგან.

არსებობს ფარული საფრთხე ჯანმრთელობისთვის

ნებისმიერი ნახვრეტის გაკეთების წინ გაიარეთ კონსულტაცია რეფლექსო თერაპევტთან, რომელიც რეზონანსული ტესტი-რების შემდეგ დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, რომელი ლითონია უფრო შესაფერისი და უსაფრთხო თქვენთვის. თუ ამას არ გაითვალისწინებთ, შეიძლება დიდ უსიამოვნებას შეხვდეთ. ლითონის საგანმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა,  ან-თება,  ჰიპერტონია. უკუნაჩვენებია პირსინგი ბრონქული ასთმის, გულის მანკის დროს. თირკმლის უკმარისობის დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რომელიც გავლენას ახდენს ქსოვილთა შეხორცებაზე პროცედურების შემდეგ.

გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ჰაიმორიტი, კანისა და სისტემური დაავადებანი - თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე ამ ჩამონათვალიდან, პირსინგი თქვენთვის სახიფათოა. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ნახვრეტის გაკეთება საკუთარი ხელით! სახესა და ყურებზე განლაგებულია ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, სისხლძარღვები, ნერვული დაბოლოებები - უეცრად შეიძლება რომელიმე დააზიანოთ.

მაქსიმალური სტერილურობა

თუ გთავაზობენ ჭიპის გახვრეტას ყურის გასახვრეტი პისტოლეტით, უმჯობესია უარი თქვათ: ამ ხელსაწყოების სტერილურობა შეუძლებელია. გინდათ, ჰეპატიტით ან შიდსით დაავადდეთ? თუ მაინც გაიკეთეთ პირსინგი, დააზუსტეთ, როგორ უნდა მოუაროთ მას. როგორც წესი, მოვლა სტანდარტულია - დღეში 2-ჯერ უნდა დაიმუშაოთ ქლოჰექსინის ხსნარით. თუ არის ინფექციის მოხვედრის საშიშროება, ჭრილობას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუ ინფექციის შეჭრა მაინც მოხდა ჭრილობაში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან სპეციალისტს, ვინც პირსინგი გაგიკეთათ.

პირსინგს ეროგენულ ზონებშიც იკეთებენ - სასქესო ორგანოზე და ძუძუზე. ასეთი ნახვრეტის მოშუშებას ერთი თვე მაინც სჭირდება. ძუძუზე კი უფრო დიდხანს (3-5 თვე). თუ დედობას აპირებთ, დაიმახსოვრეთ, რომ ძუძუს პირსინგმა შეიძლება ლაქტაციაზე იმოქმედოს, ხოლო ჭიპზე გაკეთებულმა პირსინგმა შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ ორსულობის პერიოდში!

ხუთი არგუმენტი პირსინგისა და ტატუს წინააღმდეგ

  • 1. ტატუირებისას გამოყენებული საღებავის ან მელნის ნაწილაკებმა, რომლებიც აღწევენ ლიმფურ ძარღვებში, იქიდან კი - ლიმფოკვანძებში, შეიძლება საგრძნობლად დააქვეითონ თქვენი იმუნიტეტი. ყველაზე საშიში ზონები ტატუირებისთვის არის შუბლის ზემოთ, წელზე, ბარძაყის შიდა ზედაპირზე;
  • 2. სანატრელი ტატუს გაკეთების შემდეგ შეიძლება ალერგიულებისა და ასთმიანების რიგები შეავსოთ;
  • 3. ორსულობისას ხანდახან ჭიპის პირსინგის ადგილას ქსოვილების დაცილება ხდება და ყალიბდება თიაქარი, მუცლის ზრდის პროცესში კი საოპერაციო ჩარევა შეუძლებელია.
  • 4. მრავალრიცხოვანმა საყურეებმა ყურებში აცივების პერიოდში შეიძლება დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს.
  • 5. წარბების გახვრეტა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, იწვევს სისხლჩაქცევას და ჰემატომის წარმოქმნას. ხოლო თვალების წინ მუდმივად ჩამოკიდებული და მოძრავი საყურე სიელმეს იწვევს.