გამოგონილი ექიმების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამოგონილი ექიმების ტოპ-10

ცინიკურ და ნიჭიერ ექიმს, ბრწყინვალე დიაგნოსტიკოსს, რომელიც უპირატესობას იშვიათ და ურთულეს შემთხვევებს ანიჭებს, ძალუძს, ერთი შეხედვით დასვას უშეცდომო დიაგნოზი, - აი, ასეთია დოქტორი ჰაუსი. მან მოახერხა, სწრაფად დაეპყრო მსოფლიოს კინომოყვარულთა გულები, მისი ფრაზა “ყველა იტყუება” კი უკვე დიდი ხანია ფრთიან გამოთქმად იქცა (არა მარტო ეს ფრაზა - უამრავი სხვაც), ხოლო დაავადება მგლურა და პრეპარატი ვიკოდინი ბევრმა სწორედ სერიალის წყალობით გაიცნო.

2. ანდრეი ბიკოვი, “ინტერნები”

ზოგიერთი მოყვარული ამ პერსონაჟს ექიმ ჰაუსს ადარებს და არცთუ ისე ცოტა განსხვავებას პოულობს, მაგრამ ამით დოქტორი ბიკოვი საკუთარ კოლორიტს არ კარგავს. ანდრეი ევგენის ძემ, საუკეთესო ექიმმა, რამდენიმე ინტერნის მოძღვარმა, რომელთაც ის გამუდმებით დასცინის, თავისი არაორდინარული ხასიათის წყალობით სწრაფად მოიპოვა რუსულენოვანი აუდიტორიის სიყვარული. მისი იუმორის გრძნობა და მოსწრებული ხუმრობები (ზოგჯერ ცინიკურიც კი) გულგრილს ვერავის ტოვებს. ინტერნების “მფარველის” როლი ივან ოხლობისტინმა ითამაშა.

3. დოქტორი ჯონ უოტსონი (ვიტალი სოლომინის შესრულებით), “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”

თავად ინგლისელებმაც აღიარეს, რომ “შერლოკ ჰოლმსის” რუსული ვარიანტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მაყურებლებისთვის არანაკლებ საყვარელი და პოპულარულია ამ ფილმის პერსონაჟი ექიმი უოტსონი, რომელიც ცნობილი გამომძიებლის ჰოლმსის დამხმარე და კონსულტანტია სამედიცინო სფეროში. ამასთან, ჰოლმსის ბიოგრაფობასაც ითავსებს. უოტსონი მონაწილეობდა ომში, დაიჭრა, მოგვიანებით შეხვდა შერლოკ ჰოლმსს და ისინი დამეგობრდნენ. მართალია, დოქტორი უოტსონი ისეთი დაკვირვებული არ არის, როგორიც მისი მეგობარი, მაგრამ არცთუ იშვიათად მეტად სასარგებლო რჩევებს აძლევს და ეხმარება მას. “შერლოკ ჰოლმსის” საბჭოთა ვერსიაში ექიმ უოტსონის როლი ვიტალი სოლომინმა შეასრულა.

4. ჯონ მაიკლ დორიანი, “კლინიკა”

ცნობილი კინოგმირი ჯონ მაიკლ დორიანი, იგივე ჯეი დი, სერიალ “კლინიკის” თითქმის ყველა ეპიზოდში მონაწილეობს. თავიდან ის კლინიკის ინტერნატურაშია, მაგრამ თანდათანობით ექიმობამდე “მაღლდება”. ის ყველაზე მძიმე ხასიათის პაციენტებთანაც კი ადვილად ამყარებს ურთიერთობას. ჯეი დის უახლოესი მეგობარიც ჰყავს, თიორკი, რომელიც უსიტყვოდ უგებს მას. ორივე ექიმი ხშირად ხვდება უცნაურ სიტუაციაში.

5. ჯულიუს ჰიბერტი, “სიმპსონები”

მულტსერიალ “სიმპსონების” გმირმა აფროამერიკელმა ექიმმა ბევრს დამახასიათებელი სიცილით დაამახსოვრა თავი. თუმცა დოქტორი ჰიბერტი მარტო ამით არ არის საინტერესო: მას მეტად საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ერთ-ერთ სერიაში მოგვითხრობენ, თუ როგორ მუშაობდა ის სტრიპტიზიორად იმისთვის, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა დაესრულებინა. მაგრამ, მიუხედავად მისი “უცნაურობებისა”, ის მაინც კარგი ექიმი გახლდათ, რისი დასტურიც მის მიერ პაციენტებისთვის მიცებული ობიექტური და საქმიანი რჩევებია.

6. ჯეკ შეპარდი, სერიალი “დაკარგულები”

ავიაკატასტროფაში გადარჩენილი ერთ-ერთი პერსონაჟი, შეპარდი, ექიმია, რომლის დახმარებითაც სერიალის სხვა გმირები ადვილად უმკლავდებიან მათ წინაშე არსებულ პრობლემებს. კარგმა სპეციალისტმა და ძლიერმა ადამიანმა ჯეკ შეპარდმა რამდენიმე სეზონის განმავლობაში უამრავი ხალხი გადაარჩინა. ექიმის როლი მსახიობმა მეთიუ ფოქსმა შეასრულა.

7. ჰანიბალ ლექტერი, “კრავთა დუმილი”

დოქტორი ლექტერი უნიჭიერესი ფსიქიატრია: ერთი შეხედვით ხვდება ადამიანების კომპლექსებსა და ხასიათის ფარულ თვისებებს. ეს პერსონაჟი თითქოს რენტგენივით აშუქებს ყველა ადამიანს (გაიხსენეთ მისი თვალის დაუხამხამებელი გამოხედვა!), თუმცა ერთი “პატარა ცოდვა” მაინც არის მის კისერზე: დოქტორი ლექტერი უპირატესობას ანიჭებს ადამიანს ხორცს, რომელსაც თავად მოიპოვებს. სწორედ ამიტომ ამ გმირს კანონთან უთანხმოება აქვს. ჰანიბალ ლექტერი ბრწყინვალედ განასახიერა ენტონი ჰოპკინსმა.

8. ფილიპ ფილიპის ძე პრეობრაჟენსკი, “ძაღლის გული”

მიხეილ ბულგაკოვმა მოთხრობა “ძაღლის გულში” შექმნა არაჩვეულებრივი ქირურგის სახე, რომელიც ეკრანზე ევგენი ევსტიგნეევმა გააცოცხლა. ფილიპ ფილიპის ძე თამამად აკრიტიკებს საბჭოთა რეჟიმს და არანაკლებ თამამ ექსპერიმენტს ატარებს: ძაღლს ადამიანის ჰიპოფიზს გადაუნერგავს. ექსპერიმენტი ბრწყინვალე შედეგით მთავრდება და ძაღლი ადამიანად, შარიკოვად იქცევა, თუმცა იმდენად ამაზრზენ ადამიანად, რომ ქირურგი ისევ ატარებს ურთულეს ოპერაციას და ისევ წარმატებით - ადამიანი ისევ ძაღლად იქცევა.

9. ლეონარდ მაკკოი, “ვარსკვლავეთის გზა”

ლეონარდ  მაკკოი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სერიალის პერსონაჟია. ეს გახლავთ ოცდამესამე-ოცდამეოთხე საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ექიმი და მკვლევარი. ის მედიცინისა და ფსიქოლოგიის მრავალ სფეროში კარგად გარკვეული პიროვნებაა. თავისი ნიჭის წყალობით ლეონარდი ადმირალის საპატიო წოდებასაც იღებს. მისი როლი სერიალში კელი დეფორესტმა  შეასრულა.

10. მერედიტ გრეი, “ვნების ანატომია”

სერიალის მთავარი გმირი, მერედიტი, შთამომავლობითი ექიმია - ის ქირურგის ქალიშვილია. თავდაპირველად ქალიშვილი ინტერნად ხვდება კლინიკაში და აი, აქ იწყება მისი თავგადასავლები. მერიდიტი ძირითადად საკუთარ პრობლემებს აგვარებს სასიყვარულო ფრონტზე, თუმცა სერიალში ნელ-ნელა ისიც იკვეთება, რომ მაყურებლის წინაშე უკვე არა ახალბედა ინტერნი, არამედ ჩამოყალიბებული ექიმია. დოქტორ გრეის როლი ელენ პომპეომ შეასრულა.