ადამიანის სისხლი და საიდუმლოებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის სისხლი და საიდუმლოებები

“ტკბილი” განსხვავება

გასული საუკუნის შუა ხანებში გაირკვა, რომ ყოველ ადამიანს აქვს სხვადასხვა მოხაზულობის სისხლის უჯრედები - ერითროციტები, რაც მხოლოდ ელექტრომიკროსკოპით ჩანს. სპეციფიკურ მოხაზულობას მათ “ტკბილი” მოლეკულები  - პოლისაქარიდები აძლევენ. სწორედ ისინი ყოფენ ადამიანებს ოთხ დიდ ჯგუფად, განურჩევლად რასისა, სქესისა და ასაკისა. ამ ჯგუფების ფარგლებში ერითროციტების მოხაზულობა თუმცაღა განსხვავებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ ხელი შეუშალოს ერთი ადამიანისგან მეორისთვის სისხლის გადასხმას. სისხლის გადასხმა კი ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფისთვის ყოველთვის შესაძლებელი როდია. დონორის არასწორი შერჩევისას შესაძლოა მოხდეს ერითროციტების შეწებება (რაც შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს) და სისხლის რეციპიენტი დაიღუპოს.

რომელი სისხლი უფრო დემოკრატიულია

ადამიანს სისხლი პირველად ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს ბლანდელმა გადაუსხა. ეს დაახლოებით ორი საუკუნის წინ, 1818 წლის 25 სექტემბერს მოხდა. პროცედურა მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ შემთხვევის წყალობით მოხდა - მაშინ არავინ იცოდა, რომ თითოეული ადამიანისთვის მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფის სისხლის გადასხმა შეიძლებოდა. ახლა კი ავსტრიელი მეცნიერის კარლ ლანდშტაინერის წყალობით ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის, რომ პირველი (0) ჯგუფის სისხლი ყველაზე “დემოკრატიულია”, ის შეიძლება გადაესხას ყველას; მეორე (A) ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას მხოლოდ მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს, მესამე (B) ჯგუფისა - მხოლოდ მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლის პატრონებს, ხოლო მეოთხე (AB) ჯგუფისა მხოლოდ და მხოლოდ ამავე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს გადაესხმება.

ყველაფერს თავისი დრო აქვს

მიიჩნევა, რომ სისხლის ჯგუფები სხვადასხვა დროს ჩამოყალიბდა. პირველად მოხდა პირველი ჯგუფის სისხლის ფორმირება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30-20 ათასი წლის წინათ, ხოლო ბოლოს - მეოთხე ჯგუფის სისხლისა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლის წინ. მეცნიერთა აზრით, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე თანამედროვე ადამიანები არიან შორეული ნათესავები ადამიანებისა, რომლებიც ჩვ. წ. აღ-მდე 30-20 ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ აფრიკაში, მერე კი მიგრაციის შედეგად ევროპასა და აზიაში გავრცელდნენ. სწორედ მათგან მიიღეს მემკვიდრეობით ხორცის ჭამის ჩვევა და ისეთი თვისებები, როგორებიცაა სიმამაცე, გამბედაობა, სიმტკიცე და ოპტიმიზმი. ასეთ ადამიანებს, როგორც ხანგრძლივმა გამოკვლევებმა ცხადყო, მტკიცე და ძლიერი ფსიქიკა აქვთ. მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებსაც საკმაოდ ძველი წინაპრები ჰყავთ. თავდაპირველად ისინი აზიაში ცხოვრობდნენ და მხოლოდ ჩვ. წ. აღ-მდე 25-15 ათასი წლის წინათ დამკვიდრდნენ ევროპაში, თავი მიანებეს ნადირობასა და საქონლის მოშენებას და ხელი მიჰყვეს მიწის დამუშავებას. აღსანიშნავია, რომ ევროპელთა უმრავლესობას სწორედ მეორე ჯგუფის სისხლი აქვს. მესამე ჯგუფის სისხლის წარმოშობა საცხოვრებელი სივრცეების ძიებას უკავშირდება. 15-10 ათასი წლის წინათ ადამიანები ტოვებდნენ აზიის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს და ჰიმალაის უდაბური მთებისკენ მიემართებოდნენ. ამ მკაცრი, მთიანი კლიმატის პირობებში სახლდებოდნენ მიწათმოქმედნი და მომთაბარენი (ისინი მეომრებიც იყვნენ). სწორედ აქ ჩამოყალიბდა სისხლის მესამე ჯგუფი. ყველაზე ახალგაზრდა (და იშვიათი) მეოთხე ჯგუფის სისხლია. ის ჩვ. წ. აღ-მდე 500 წლის წინათ გაჩნდა, როცა აღმოსავლელი დამპყრობლები (მესამე ჯგუფი) ევროპელებს დაუახლოვდნენ და დაუნათესავდნენ. ამრიგად, სისხლის ოთხი ჯგუფიდან თითოეული ინახავს ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ იკვებებოდნენ და რით ავადმყოფობდნენ ჩვენი წინაპრები ევოლუციის სხვადასხვა საფეხურზე. გვაძლევს თუ არა რაიმეს ეს ინფორმაცია? დიახ, გვაძლევს.

1. სისხლის ჯგუფი განსაზღვრავს ვირუსული ინფექციების მიმღებლობის საფრთხის ხარისხს. მეცნიერები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ არსებობს კავშირი სისხლის ჯგუფსა და ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარს შორის. ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტების მონაცემების მიხედვით, მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს თითქმის არ ემართებათ დიფტერია, პირველი ჯგუფის სისხლის მქონენი კი, მიუხედავად იმუნური სისტემის მაღალი აქტივობისა, ვირუსებს ვერ უმკლავდებიან. მაგალითად, ისინი პირველნი იღუპებოდნენ შავი ჭირის ეპიდემიის დროს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონეთა წინაპრები ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც ვირუსებს არაფერი ესაქმებოდათ, ამიტომ მათი ორგანიზმი ინფექციებთან ბრძოლისთვის არ იყო მომართული (აკი გადასცეს კიდეც შთამომავლებს მემკვიდრეობით ავადმყოფობისადმი უმწეობა). მეორე ჯგუფის სისხლის წარმომადგენელთა იმუნური სისტემა ნაკლებად მგრძობიარეა. ის ყოველთვის როდი გრძნობს და შეიცნობს ორგანიზმში სახეცვლილი უჯრედების გაჩენას. ასეთი ადამიანები უნდა უფრთხოდნენ სიმსივნურ დაავადებებს. მესამე ჯგუფის სისხლის პატრონების სუსტი მხარეა ნევროლოგიური დარღვევებისადმი მიდრეკილება. მათ ხშირად აწუხებთ ნევროზი, შიშები, შფოთვა, დეპრესია. სისხლის მეოთხე ჯგუფი ყველაზე რთული  და, როგორც ჩანს, ყველაზე უიღბლოა. ამ ჯგუფის სისხლის პატრონები უნდა უფრთხოდნენ ყველა დაავადებას, რომლებიც დამახასიათებელია მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის.

სისხლი და პიროვნული თვისებები

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სისხლის ჯგუფი ადამანის პიროვნებასა და მის ფსიქიკაზეც პოვებს ასახვას. სხვადასხვა ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები სხვადასხვა პიროვნულ თვისებებს, ხასიათსა და ქცევას ამჟღავნებენ. პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები, რომელთა წინაპრები მამონტებზე ნადირობდნენ და პირს უმი ხორცით იტკბარუნებდნენ, გამოირჩევიან საზრიანობით, სიმამაცით, სიმტკიცით. ეს გამოუსწორებელი ოპტიმისტები შეუპოვარნი და მიზანდასახულნი არიან. გარდა ამისა, მათ შესანიშნავი ინტუიცია და გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. მეორე ჯგუფის სისხლის მატარებელთა პიროვნების ფორმირებაც მათ წინაპართა ყოფის შესატყვისად მოხდა. მათ ჰქონდათ ურთიერთობის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და სტრესის დაძლევის სასიცოცხლო აუცილებლობა. ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგოთ სხარტი გონება, საზრიანობა, სწრაფი რეაქცია, ანალიტიკური აზროვნება, გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის დამახასითებელია გამომგონებლობა, ჭკუა-გონება, სიდინჯე, ნებისყოფა, გაწონასწორებული ხასიათი და ქცევა, წარმოსახვის უნარი. ისინი იოლად ეგუებიან გარემოს და აქვთ არაჩვეულებრივი უნარი, შეეთვისონ ნებისმიერ საზოგადოებას. მათთვის დამახასიათებელია სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობები. მეოთხე ჯგუფი მეორესა და მესამეს ჰიბრიდია. ასეთი სისხლის მატარებელ ადამიანებში მეორე ჯგუფისთვის დამახასიათებელი მგრძნობიარობა და რეაქციის სისწრაფე მესამე ჯგუფისთვის დამახასიათებელ სიმტკიცესთან, გამძლეობასა და მიმტევებლობასთან არის შერწყმული. ისინი მრავალმხრივი და მომხიბვლელი პიროვნებები არიან. იშვიათად უღრმავდებიან დეტალებს, თუმცა არც ზედაპირულნი არიან.

სისხლის ჯგუფი და გემოვნება

არსებობს აზრი, - და არცთუ უსაფუძვლო, რომ სისხლის ჯგუფი გასტრონომიულ მიდრეკილებებსაც განსაზღვრავს.  მაგალითად, პირველი ჯგუფის ადამიანებს ხორცის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ. მათგან განსხვავებით, მეორე ჯგუფი საქონლის ხორცისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენს. ისინი თევზსა და ფრინველის ხორცს ანიჭებენ უპირატესობას. მეოთხე ჯგუფს ყველაზე მეტად ზღვის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული უყვარს. ზოგჯერ რძის ნაწარმსაც სწყალობს. ასე რომ, ცნობილი გამოთქმა “მითხარი, ვისთან მეგობრობ და გეტყვი, ვინ ხარ!” შეიძლება ამგვარად გადავასხვაფეროთ: “მითხარი, რომელი ჯგუფის სისხლი გაქვს და გეტყვი, ვინ ხარ, როგორი გემოვნება გაქვს და რას მიირთმევ!”