ადამიანის სისხლი და საიდუმლოებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ადამიანის სისხლი და საიდუმლოებები

ადამიანის სისხლი და საიდუმლოებები

ამბობენ, რომ სისხლში “ჩაწერილია” გარკვეული ინფორმაცია. გთხოვთ გვიპასუხოთ, რა საიდუმლოს ინახავს სისხლი. შეიძლება თუ არა, სისხლის მიხედვით ვიმსჯელოთ ადამიანის, მისი ბუნების, მისი პიროვნული თვისებების შესახებ?


პრაქტიკულად შეუძლებელია მოიძებნოს თითის ანაბეჭდებისა და თვალის ფერადი გარსის მიხედვით ერთმანეთის მსგავსი ორი ადამიანი. კიდევ უფრო ძნელია ისეთი  ორეულების პოვნა (გარდა ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებული ტყუპისა), რომელთაც ერთი და იმავე შემადგენლობის სისხლი ექნებათ.


“ტკბილი” განსხვავება
გასული საუკუნის შუა ხანებში გაირკვა, რომ ყოველ ადამიანს აქვს სხვადასხვა მოხაზულობის სისხლის უჯრედები - ერითროციტები, რაც მხოლოდ ელექტრომიკროსკოპით ჩანს. სპეციფიკურ მოხაზულობას

მათ “ტკბილი” მოლეკულები  - პოლისაქარიდები აძლევენ. სწორედ ისინი ყოფენ ადამიანებს ოთხ დიდ ჯგუფად, განურჩევლად რასისა, სქესისა და ასაკისა. ამ ჯგუფების ფარგლებში ერითროციტების მოხაზულობა თუმცაღა განსხვავებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ ხელი შეუშალოს ერთი ადამიანისგან მეორისთვის სისხლის გადასხმას. სისხლის გადასხმა კი ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფისთვის ყოველთვ­ის შესაძლებელი როდია.
დონორის არასწორი შერჩევისას შესაძლოა მოხდეს ერითროციტების შეწებება (რაც შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს) და სისხლის რეციპიენტი დაიღუპოს.


რომელი სისხლი უფრო დემოკრატიულია
ადამიანს სისხლი პირველად ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს ბლანდელმა გადაუსხა. ეს დაახლოებით ორი საუკუნის წინ, 1818 წლის 25 სექტემბერს მოხდა. პროცედურა მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ შემთხვევის წყალობით მოხდა - მაშინ არავინ იცოდა, რომ თითოეული ადამიანისთვის მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფის სისხლის გადასხმა შეიძლებოდა. ახლა კი ავსტრიელი მეცნიერის კარლ ლანდშტაინერის წყალობით ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის, რომ პირველი (0) ჯგუფის სისხლი ყველაზე “დემოკრატიულია”, ის შეიძლება გადაესხას ყველას; მეორე (A) ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას მხოლოდ მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს, მესამე (B) ჯგუფისა - მხოლოდ მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლის პატრონებს, ხოლო მეოთხე (AB) ჯგუფისა მხოლოდ და მხოლოდ ამავე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს გადაესხმება.


ყველაფერს თავისი დრო აქვს
მიიჩნევა, რომ სისხლის ჯგუფები სხვადასხვა დროს ჩამოყალიბდა. პირველად მოხდა პირველი ჯგუფის სისხლის ფორმირება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30-20 ათასი წლის წინათ, ხოლო ბოლოს - მეოთხე ჯგუფის სისხლისა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლის წინ. მეცნიერთა აზრით, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე თანამედროვე ადამიანები არიან შორეული ნათესავები ადამიანებისა, რომლებიც ჩვ. წ. აღ-მდე 30-20 ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ აფრიკაში, მერე კი მიგრაციის შედეგად ევროპასა და აზიაში გავრცელდნენ. სწორედ მათგან მიიღეს მემკვიდრეობით ხორცის ჭამის ჩვევა და ისეთი თვისებები, როგორებიცაა სიმამაცე, გამბედაობა, სიმტკიცე და ოპტიმიზმი. ასეთ ადამიანებს, როგორც ხანგრძლივმა გამოკვლევებმა ცხადყო, მტკიცე და ძლიერი ფსიქიკა აქვთ. მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებსაც საკმაოდ ძველი წინაპრები ჰყავთ. თავდაპირველად ისინი აზიაში ცხოვრობდნენ და მხოლოდ ჩვ. წ. აღ-მდე 25-15 ათასი წლის წინათ დამკვიდრდნენ ევროპაში, თავი მიანებეს ნადირობასა და საქონლის მოშენებას და ხელი მიჰყვეს მიწის დამუშავებას. აღსანიშნავია, რომ ევროპელთა უმრავლესობას სწორედ მეორე ჯგუფის სისხლი აქვს. მესამე ჯგუფის სისხლის წარმოშობა საცხოვრებელი სივრცეების ძიებას უკავშირდება. 15-10 ათასი წლის წინათ ადამიანები ტოვებდნენ აზიის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს და ჰიმალაის უდაბური მთებისკენ მიემართებოდნენ. ამ მკაცრი, მთიანი კლიმატის პირობებში სახლდებოდნენ მიწათმოქმედნი და მომთაბარენი (ისინი მეომრებიც იყვნენ). სწორედ აქ ჩამოყალიბდა სისხლის მესამე ჯგუფი. ყველაზე ახალგაზრდა (და იშვიათი) მეოთხე ჯგუფის სისხლია. ის ჩვ. წ. აღ-მდე 500 წლის წინათ გაჩნდა, როცა აღმოსავლელი დამპყრობლები (მესამე ჯგუფი) ევროპელებს დაუახლოვდნენ და დაუნათესავდნენ. ამრიგად, სისხლის ოთხი ჯგუფიდან თითოეული ინახავს ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ იკვებებოდნენ და რით ავადმყოფობდნენ ჩვენი წინაპრები ევოლუციის სხვადასხვა საფეხურზე. გვაძლევს თუ არა რაიმეს ეს ინფორმაცია? დიახ, გვაძლევს.


1. სისხლის ჯგუფი განსაზღვრავს ვირუსული ინფექციების მიმღებლობის საფრთხის ხარისხს. მეცნიერები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ არსებობს კავშირი სისხლის ჯგუფსა და ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარს შორის. ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტების მონაცემების მიხედვით, მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს თითქმის არ ემართებათ დიფტერია, პირველი ჯგუფის სისხლის მქონენი კი, მიუხედავად იმუნური სისტემის მაღალი აქტივობისა, ვირუსებს ვერ უმკლავდებიან. მაგალითად, ისინი პირველნი იღუპებოდნენ შავი ჭირის ეპიდემიის დროს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონეთა წინაპრები ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც ვირუსებს არაფერი ესაქმებოდათ, ამიტომ მათი ორგანიზმი ინფექციებთან ბრძოლისთვის არ იყო მომართული (აკი გადასცეს კიდეც შთა­მომავლებს მემკვიდრეობით ავადმყოფობისადმი უმწეობა). მეორე ჯგუფის სისხლის წარმომადგენელთა იმუნური სისტემა ნაკლებად მგრძობიარეა. ის ყოველთვის როდი გრძნობს და შეიცნობს ორგანიზმში სახეცვლილი უჯრედების გაჩენას. ასეთი ადამიანები უნდა უფრთხოდნენ სიმსივნურ დაავადებებს. მესამე ჯგუფის სისხლის პატრონების სუსტი მხარეა ნევროლოგიური დარღვევებისადმი მიდრეკილება. მათ ხშირად აწუხებთ ნევროზი, შიშები, შფოთვა, დეპრესია. სისხლის მეოთხე ჯგუფი ყველაზე რთული  და, როგორც ჩანს, ყველაზე უიღბლოა. ამ ჯგუფის სისხლის პატრონები უნდა უფრთხოდნენ ყველა დაავადებას, რომლებიც დამახასიათებელია მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის.


სისხლი და პიროვნული თვისებები
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სისხლის ჯგუფი ადამანის პიროვნებასა და მის ფსიქიკაზეც პოვებს ასახვას. სხვადასხვა ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები სხვადასხვა პიროვნულ თვისებებს, ხასიათსა და ქცევას ამჟღავნებენ. პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები, რომელთა წინაპრები მამონტებზე ნადირობდნენ და პირს უმი ხორცით იტკბარუნებდნენ, გამოირჩევიან საზრიანობით, სიმამაცით, სიმტკიცით. ეს გამოუსწორებელი ოპტიმისტები შეუპოვარნი და მიზანდასახულნი არიან. გარდა ამისა, მათ შესანიშნავი ინტუიცია და გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. მეორე ჯგუფის სისხლის მატარებელთა პიროვნების ფორმირებაც მათ წინაპართა ყოფის შესატყვისად მოხდა. მათ ჰქონდათ ურთიერთობის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და სტრესის დაძლევის სასიცოცხლო აუცილებლობა. ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგოთ სხარტი გონება, საზრიანობა, სწრაფი რეაქცია, ანალიტიკური აზროვნება, გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის დამახასითებელია გამომგონებლობა, ჭკუა-გონება, სიდინჯე, ნებისყოფა, გაწონასწორებული ხასიათი და ქცევა, წარმოსახვის უნარი. ისინი იოლად ეგუებიან გარემოს და აქვთ არაჩვეულებრივი უნარი, შეეთვისონ ნებისმიერ საზოგადოებას. მათთვის დამახასიათებელია სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობები. მეოთხე ჯგუფი მეორესა და მესამეს ჰიბრიდია. ასეთი სისხლის მატარებელ ადამიანებში მეორე ჯგუფისთვის დამახასიათებელი მგრძნობიარობა და რეაქციის სისწრაფე მესამე ჯგუფისთვის დამახასიათებელ სიმტკიცესთან, გამძლეობასა და მიმტევებლობასთან არის შერწყმული. ისინი მრავალმხრივი და მომხიბვლელი პიროვნებები არიან. იშვიათად უღრმავდებიან დეტალებს, თუმცა არც ზედაპირულნი არიან.


სისხლის ჯგუფი და გემოვნება
არსებობს აზრი, - და არცთუ უსაფუძვლო, რომ სისხლის ჯგუფი გასტრონომიულ მიდრეკილებებსაც განსაზღვრავს.  მაგალითად, პირველი ჯგუფის ადამიანებს ხორცის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ. მათგან განსხვავებით, მეორე ჯგუფი საქონლის ხორცისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენს. ისინი თევზსა და ფრინველის ხორცს ანიჭებენ უპირატესობას. მეოთხე ჯგუფს ყველაზე მეტად ზღვის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული უყვარს. ზოგჯერ რძის ნაწარმსაც სწყალობს. ასე რომ, ცნობილი გამოთქმა “მითხარი, ვისთან მეგობრობ და გეტყვი, ვინ ხარ!” შეიძლება ამგვარად გადავასხვაფეროთ: “მითხარი, რომელი ჯგუფის სისხლი გაქვს და გეტყვი, ვინ ხარ, როგორი გემოვნება გაქვს და რას მიირთმევ!”

 

 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 04-09-2016
Dato
Araa ESE , ver dagetanxmebit:)
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით შაქრის მოხმარების დღიური ნორმა შეადგენს 25 გრამს (ეს 6 ჩაის კოვზი შაქარია).
მეცნიერები აცხადებენ, რომ მზის სხივები აძლიერებს ყურადღებას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას, ამიტომაც, მზიანი დღე
თმის­ცვე­ნა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლია. თმის ღე­რებს ვკარ­გავთ შხა­პის მი­ღე­ბი­სას, და­ვარ­ცხნი­სას, სა­ლონ­ში სტუმ­რო­ბი­სას.
გრიპი ერთერთი ყველაზე გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწვევს
ალკოჰოლის ჭარბი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ზომიერმა მოხმარებამ კი საგრძნობი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ადამიანს.
მატონიზირებელი ეფექტის და ძილის რეჟიმის დარღვევის გამო ითვლება, რომ ყავის დალევა დღის მეორე ნახევარში არ ღირს.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად