/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

პროდუქტის გარეგნული სახე

პროდუქტის გარეგნული სახე
პროდუქტის შეძენის დროს საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რათა მერე არ ვინანოთ უაზროდ გადაყრილი თანხისა და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო. პროდუქტები უნდა შევისწავლოთ. მაღაზიასა თუ სუპერმარკეტში შესვლისთანავე თვალები აქეთ-იქით გაგვირბის: თაროები დახუნძლულია მადის აღმძვრელი კოლოფებით, ქილებითა თუ კონტეინერებით. თითოეული მათგანი თითქოს გვეუბნება: "დამაგემოვნე, მიმირთვი!" - და ჩვენც ხელი გაგვირბის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვათავსოთ ჩანთაში. მაგრამ რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტები?

მოდი, ვცადოთ გზის გაკვლევა იმ მრავალფეროვან ინფორმაციაში, რომელიც პროდუქტის შეფუთვაზეა მოყვანილი. ყურადღებით დაათვალიერეთ პროდუქტი და გაიხსენეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ხარისხიანი საქონელი.

ყველი: ზედაპირზე არ უნდა ჰქონდეს ობი, ნახეთქები და ნასვრეტები (განსაკუთრებული სახეობების გარდა). თუ ყველი დახეთქილი და ალაგ-ალაგ გამუქებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე გამომშრალია.

არაჟანი: არ უნდა ჰქონდეს კოშტები და არ იყოს წებოვანი, არ უნდა იწელებოდეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მოხარშული ძეხვი: ხარისხიან პროდუქტს აქვს ზომიერად ნოტიო თანაბარი ანათალი ღრმულების გარეშე. თუ ძეხვი მკვეთრი წითელი ფერისაა, ეს ნიშნავს, რომ მას დამატებული აქვს ჯანმრთელობისთვის მავნე ნატრიუმის ნიტრატი, რომელიც ხორცს ფერს უნარჩუნებს.

გაყინული ხორცი: ზამბარასავითაა და მოსინჯვისას მაშინვე აღიდგენს ფორმას. თუ დაიგვიანა, ეს ნიშნავს, რომ ის დიდი ხნისაა და ბევრი სითხე აქვს დაკარგული.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

თევზი: მაგარი ქერცლი, გამჭვირვალე თვალები და წითელი ლაყუჩები - იდეალური ნიშნებია ცოცხალი თევზისთვის, გაყინულს კი არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ყინული. დამარილებულ თევზს არ უნდა ჰქონდეს შიგნეული და სასიამოვნო სურნელით უნდა გამოირჩეოდეს.

ხილი და ბოსტნეული: კარგია მხოლოდ საღი, მკვრივი, უნაოჭო ნაყოფი ლაქებისა და დაბეჟილი ადგილების გარეშე. თუ გაყინულ ხილს ან ბოსტნეულს ყიდულობთ, შეეხეთ შესაფუთ მასალას - მასში არ უნდა იყოს გაყინული ნაწილაკები. მათი არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტი გადნა და ხელახლა გაყინეს.

დაფასოებული პროდუქტებისთვის მართებულია ერთი წესი: შესაფუთი მასალა მთლიანი უნდა იყოს. მცირედმა დაზიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტის გაფუჭება - მასში ადვილად შეაღწევს ათასგვარი მიკრობი.

რა არის შიგნით?

შესაფუთ მასალაზე არსებულმა წარწერამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას პროდუქტის შესახებ.

1. აუცილებლად შეამოწმეთ ვადა. არა მხოლოდ მალფუჭებადი რძის ნაწარმისა, არამედ ბურღულეულისა და მშრალი ნამცხვრებისაც. რამდენიმე წლის განმავლობაში თაროზე ნადებ წიწიბურასა თუ ბრინჯს არასასიამოვნო სუნი და გემო აქვს ხოლმე.

2. შეამოწმეთ კალორიები და, სურვილისამებრ, აარჩიეთ უფრო მსუბუქი საკვები.

3. წაიკითხეთ პროდუქტის შემადგენლობა. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რამდენ ცხიმს, შაქარსა და მარილს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ამასთან, ხორცის ნაწარმში, ნახევარფაბრიკატებში, ასევე - ჩიფსებსა და საწებლებში ბევრია ფარული მარილიც.

ეტიკეტებზე სხვა მონაცემებიც არის დატანილი. მაგალითად, თევზის კონსერვის ქილაზე მითითებულია: "თევზი, მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა". ეს ნიშნავს, რომ აქ ყველაზე მეტია თევზი და ზეთი. ხოლო თუ სოსისის ეტიკეტზე წერია: "მცენარეული ცილა, ხორცი, მარილი", - იცოდეთ, რომ სოსისი დამზადებულია სოიის დანამატისგან, ხორცი იქ ცოტაა. ყოველივე ამასთან ერთად, ეტიკეტზე შეამჩნევთ დანამატების ჩამონათვალს და E ასოთი აღნიშნულ ციფრების კომბინაციას.

რას გვამცნობს ასო E

ამ ასოთი საკვები დანამატები აღინიშნება, ანუ ის, რაც ბუნებრივად არ მოიპოვება მოცემული პროდუქტის შემადგენლობაში და დამატებული აქვს გემოს გასაუმჯობესებლად. ასეთი დანამატი ბევრია. ზოგიერთი მათგანი განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. ეს იმიტომ, რომ ისინი არცთუ უვნებელია. მაგალითად, ე 250-ს - ნატრიუმის ნიტრიტს, რომელიც ხორცის პროდუქტებში გვხვდება, შეუძლია არტერიული წნევის მოშლა. E 621 - ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც ამატებენ ატრიას, სანელებლებს, ჩიფსებს - იწვევს ასთმას, გულის მუშაობის დარღვევას, თავის ტკივილს. ზოგიერთი E კი საკმაოდ სასარგებლო ან ნეიტრალურია: ე-300 -C ვიტამინი, E-330 - ლიმონის მჟავა, E-160 - კაროტინი. ოღონდ ჭარბად ნურც ამათ მიიღებთ - საშიშია. საზოგადოდ კი, თუ პროდუქტების თვეობით შენახვას არ აპირებთ, უმჯობესია მალფუჭებადი საკვები შეიძინოთ და მალევე გამოიყენოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პროდუქტის გარეგნული სახე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები