გენერალური სამზადისი ქორწინებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გენერალური სამზადისი ქორწინებისთვის

და ნუ გეგონებათ, რომ თუ ასეთი წინადადებით მიმართავთ პარტნიორს, ამით სიყვარულს შეურაცხყოფთ. შეყვარებულები ხომ ურთიერთობის დასაწყისში შეისწავლიან ერთმანეთის თვისებებს, გატაცებებს, ჩვევებს და ამაში ვერაფერს ხედავენ გასაკიცხს. თუ ქორწინების შემდეგ გაირკვა, რომ რომელიმე მათგანი ავადაა ან ისეთი ფიზიკური ნაკლი აქვს, რაც ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებას ეწინააღმდეგება, მაშინ, სავსებით შესაძლებელია, საქმე განქორწინებით და, ამასთან ერთად, დიდი სულიერი ტრავმით დასრულდეს. არსებობს უამრავი დაავადება, რომელთა არსებობა ახალგაზრდებმა შესაძლოა არც კი იეჭვონ, იმიტომ, რომ ეს პრობლემა გარკვეულ დრომდე არ შეაწუხებთ. ასეთია კარიესი, ანემია, კუჭის, ღვიძლის, თირკმელებისა თუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებები. ისეთი მძიმე დაავადებებიც კი, როგორიცაა სიფილისი და ტუბერკულოზი, შესაძლოა საკმაო ხანს ფარულად მიმდინარეობდეს. გამოკვლევები პარალელურ რეჟიმში უნდა ჩატარდეს. ბოლო დრომდე დამოკიდებულება სხვაგვარი იყო: როგორ შეიძლებოდა, ქართველ კაცს რამე სჭირვებოდა - ის ხომ ყველაზე ძლიერი და ჯანმრთელი იყო! საწყალი ქალები კი მისი ნათესავებისგან რას აღარ იტანდნენ... დღეს ასე აღარ არის, წყვილები ერთად მიდიან ექიმთან და ეს აუცილებელი მოთხოვნაა, რადგან ერთი პარტნიორის გამოკვლევას აზრი არ აქვს. რაც შეეხება პირველად უშვილობას, მისი სრულყოფილი სტატისტიკა, საუბედუროდ, საქართველოში არც არასოდეს არსებობდა, თუმცა ფაქტია, დღეს უშვილო წყვილი საკმაოდ ბევრია. ოცდაათიოდე წლის წინანდელი მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ უშვილობაში მამაკაცის ბრალეულობა 25%-მდე იყო, დაახლოებით 45%-მდე - ქალისა, ორივეს ბრალეულობა პროცენტულად თანაბარი გახლდათ, ხოლო დაახლოებით 10% გაურკვეველი წარმოშობის უშვილობად ჩაითვალა. უკანასკნელი მონაცემი მთელ მსოფლიოში ასეთივეა: წყვილები პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან, მაგრამ შვილი არ უჩნდებათ, რა მიზეზით - გაურკვეველია. ამას უშვილობის იდიოპათიურ ფორმას უწოდებენ. სამაგიეროდ, ბოლოდროინდელი გამოკვლევებით, საკმაოდ მოიმატა უშვილობაში მამაკაცის ბრალეულობამ, ისე რომ, ამ მხრივ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაფარდობა დაახლოებით 50/50-ია. ნათქვამია, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უნდა ჩაატაროს დერმატოვენეროლოგმა და არა უროლოგმა, არა გინეკოლოგმა, არა რეპროდუქტოლოგმა, არა თერაპევტმა, არა ოჯახის ექიმმა, არა ბიოლოგმა. არაპროფესიონალებისა და არასპეციალისტების მიერ ჩატარებულ მკურნალობას შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგი მოჰყვეს. სანამ ანდროლოგთან, გინეკოლოგთან ან დერმატოვენეროლოგთან მივა, პაციენტს ხშირად ყველა სხვა სპეციალობის ექიმის კაბინეტი აქვს მოვლილი. ექიმბაშებთანაც კი დადიან. არასწორი მკურნალობის შედეგად კი ხშირდება პათოლოგიების რეზისტენტული ფორმები, რომელთა დიაგნოსტირება და მკურნალობა ძალიან ძნელია. ახალგაზრდებმა, ვიდრე ოჯახს შექმნიან და პირველ სქესობრივ აქტს ჩაატარებენ, სქესობრივი პარტნიორის უსაფრთხოებისთვის გამოკვლევა და პროფილაქტიკა უნდა ჩაიტარონ, რისთვისაც უნდა მიმართონ დერმატოვენეროლოგს, გინეკოლოგს, სექსოლოგს ან, უკიდურეს შემთხვევაში, თერაპევტს, რომელიც მათ სწორ გზაზე დააყენებს. ყოველი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, არაფხიზელ მდგომარეობაში სქესობრივი კონტაქტის შემდეგ და დამცავი საშუალების დაზიანების შემთხვევაში ასევე საჭიროა ექიმ დერმატოვენეროლოგთან მისვლა. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმი გაჯერებულია სამკურნალო საშუალებებით. მოგეხსენებათ, ჩვენთან ურეცეპტო სისტემა მოქმედებს, რის გამოც აფთიაქში ნებისმიერი ანტიბიოტიკის შეძენა შეიძლება, სამკურნალო საშუალებების უკონტროლოდ მიღების გამო კი დაავადებებმა დაკარგა კლასიკური სახე. აქედან გამომდინარე, საჭიროა, მოსახლეობის ის ფენა, რომელიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, პერიოდულად მიმართავდეს ექიმ დერმატოვენეროლოგს და არა სხვას. ძალიან სასარგებლოა იმის ცოდნა, გაკეთებული აქვს თუ არა ქალს ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ყველა აცრა. ყველა ქალი ორსულობამდე ვაქცინაციით საიმედოდ უნდა იყოს დაცული გადამდები დაავადებებისგან. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი საუკეთესო საშუალებაა როგორც ავადმყოფობისგან თავის დასაცავად, ისე ჯანსაღი სხეულისა და ორგანიზმის ფორმირებისთვის დაბადებიდან მოწიფულობამდე და მოწიფულობიდან სიცოცხლის ბოლომდე. სასურველია ფიზიკური დატვირთვაც, თუნდაც მსუბუქი, რომ ყველა კუნთი მოძრაობდეს, სისხლის მიმოქცევა ნებისმიერ ორგანოში ნორმალური იყოს, ორგანოთა სისტემები ერთმანეთთან შეთანხმებით მუშაობდეს. თავი უნდა არიდოთ ალკოჰოლსა და თამბაქოს. ნარკოტიკებზე აღარაფერს ვამბობთ. უნდა იკვებოთ დოზირებულად, რეჟიმულად, მცირე ულუფებით, დღეში სამ-ოთხჯერ. საკვები რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს გაჯერებული ვიტამინებით, რაციონი მდიდარი უნდა იყოს ხილით, ბოსტნეულით, წვნიანებით. აი, ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელსაც დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში უკვე დიდი ხანია მისდევენ. ალბათ, ამის დრო ჩვენთანაც მოვა - კარგი ხომ გვიან იკიდებს ფეხს...