დასვენების შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დასვენების შემდეგ

რა შეცდომა მოგვდის დასვენებისას

დასვენების შემდგომი დისკომფორტი ყველაზე მეტად მათ ემუქრება, ვინც:

  • შვებულება აზიის, აფრიკის ან ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაატარა;
  • მოუწია ხუთზე მეტი საათობრივი სარტყლის შეცვლა;
  • ისვენებდა მთიან რაიონში და ჰქონდა არასტაბილური არტერიული წნევა;
  • რელაქსაციისთვის ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს;
  • თავს იქცევდა უჩვეულო გასართობებით.

უცნაური ნიშნები

ეს ნიშნები სხვადასხვანაირია: ერთნი მუდამ გაღიზიანებულნი არიან, იოლად ფეთქდებიან, მეორენი დათრგუნულობას, სისუსტეს უჩივიან, უმიზეზო სევდა ეუფლებათ, ბევრს აწუხებს თავის ტკივილი, ყელის ჩახეხვის შეგრძნება, ძილის დარღვევა, გაძლიერებული ოფლიანობა და უგუნებობა. ყოველივე ამას განსაკუთრებული სიმწვავით განიცდიან სტრესული პროფესიების წარმომადგენლები: საშუალო და მცირე ბიზნესის მფლობელები, ხელმძღვანელი მუშაკები, ექიმები, მასწავლებლები, ჟურნალისტები და მდივან-თანაშემწეები. კონტრასტი დასვენებასა და სამსახურის დაძაბულ რიტმს შორის მათში მოსალოდნელი პრობლემების გაუცნობიერებელ შიშს ბადებს - არ იციან, გაართმევენ თუ არა თავს სამსახურში დაბრუნებულნი დაგროვილ პრობლემებს. ეს შიში არცთუ უსაფუძვლოა. საქმე ის არის, რომ ოცდღიანი დასვენების შემდეგ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი რამდენიმე ხნით შესამჩნევად ქვეითდება.

რა ხდება?

დასვენების შემდეგ გაჩენილ დაღლილობასა და მოთენთილობას შემდეგი მიზეზები აქვს:

  • ბიოლოგიური რიტმის მოშლა. ყველა ადამიანი განსაზღვრული სადღეღამისო, თვიური და წლიური ბიოლოგიური რიტმით ცხოვრობს. შვებულების დროს ყველაზე მეტად სადღეღამისო ბიორიტმი ირღვევა. საკმარისია, ადამიანი ოდნავ მაინც ამოვარდეს ჩვეული რეჟიმიდან, რომ ორგანიზმი ამაზე უმალვე რეაგირებს. ირთვება მექანიზმები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ დასვენებისას დადებითი ემოციების პიკზე მყოფი ადამიანი ამ სიგნალებს ისე მწვავედ ვერ შეიგრძნობს; ყველაფერი დასვენების შემდეგ იწყება: დღე ღამეში გვერევა, გვაწუხებს თავის ტკივილი, მერყეობს არტერიული წნევა, ირღვევა გულის მუშაობის რიტმი, უარესდება ყურადღება და მეხსიერება.
  • აკლიმატიზაცია. აკლიმატიზაცია ორგანიზმის ახალ კლიმატურ პირობებთან შეგუებაა, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე. მის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, გეოგრაფიული რეგიონის თავისებურებანი და გუნება-განწყობა. განსხვავებული გეოგრაფიული არეალის მცხოვრებნი უჩვეულო ბუნებრივ პირობებს სხვადასხვანაირად ეგუებიან. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკასაც. როდესაც ადამიანის უჩვეულო პირობებში ხვდება, მის ორგანიზმში გარდაქმნები იწყება. მაგალითად, მთის ბინადრებს სისხლში ჰემოგლობინის დონე გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე ბარისას, ჩრდილოელებს ნივთიერებათა ცვლა წელიწადის დროის მიხედვით ეცვლებათ - ზამთარში ყველა სინთეზური რეაქცია რამდენადმე უქვეითდებათ, ხოლო ზაფხულში, პირიქით, უჩქარდებათ. ამრიგად, ყოფითი პირობების მკვეთრი ცვლილება ადამიანის ორგანიზმისთვის სერიოზული სტრესია. იცვლება ჰორმონული ფონი, მწყობრიდან გამოდის თერმოსარეგულაციო მექანიზმები, იმუნური სისტემა, რომელიც მიჩვეულია მშობლიურ არეალში მცხოვრებ მიკროორგანიზმებს, იძულებული ხდება, სასწრაფოდ მოიმართოს სრულიად უცხო ბაქტერიულ ფლორასთან საბრძოლველად. ამას ერთვის მგზავრობა და ნევროზული რეაქციები, რომლებიც ახალ გარემოში მოხვედრისას მეტ-ნაკლებად ყოველთვის იჩენს თავს. რამდენიმე დღეში ადამიანი ამ ყველაფერს ეჩვევა, ისვენებს, მერე კი ორგანიზმს აიძულებს, ხელახლა შეეწყოს უკვე გადაჩვეულ გარემოს. სწორედ ამ დროს იწყება რეაკლიმატიზაცია.
  • რეაკლიმატიზაცია. შინ დაბრუნებისას იწყება ორგანიზმის ხელახალი ადაპტაცია - რეაკლიმატიზაცია, რომელსაც ისეთივე კანონზომიერებები ახასიათებს, როგორიც აკლიმატიზაციას და ზოგჯერ მასზე გაცილებით მძიმედაც კი მიმდინარეობს. ორგანიზმი ამ დროს ძლიერ სტრესს განიცდის: როგორც იქნა, ახალ პირობებს მიეჩვია და უკვე იძულებულია, ძველს დაუბრუნდეს. მას უჭირს ახალ რეჟიმზე ერთბაშად გადაწყობა, მით უმეტეს, დასვენებულს და მოდუნებულს სწრაფად მობილიზების არც სურვილი აქვს და არც საამისო უნარი შესწევს. ადამიანი ვარდება ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური სტრესის მდგომარეობაში, რომელიც შესაძლოა დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს. დადგენილია, რომ რაც უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს დასვენებისას, მით მძიმედ მიმდინარეობს რეაკლიმატიზაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაცილებით კომფორტული კლიმატური და ყოფითი პირობებიდან შედარებით ნაკლებკომფორტულში ვბრუნდებით - კარგ ცხოვრებას ხომ ადამიანი ადილად ეჩვევა. ჰოდა, იწყება კიდეც ორგანიზმში ჯანყი: მწვავდება ქრონიკული დაავადებები, ზედიზედ ვცივდებით, თვალის დახამხამებაში ვიღლებით, გვაწუხებს უძილობა, ნაწლავთა აშლილობა, ზოგიერთს სიცხე უწევს, ზოგიერთს - წნევა... განსაკუთრებით უჭირთ ზღვიდან დაბრუნებულებს - ნამზეური, რომლითაც ასე ვიწონებთ თავს, ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დამწვრობის შედეგია, რომელიც ასევე ასუსტებს იმუნურ სისტემას. ყოველივე ეს 3-დან 7 დღემდე გრძელდება, მერე ნელ-ნელა უკეთესობას იგრძნობთ.
  • დეპრესია. რეაკლიმატიზაციას შესაძლოა დაერთოს დეპრესია, რომელიც ორგვარად მიმდინარეობს - შინაგანი და გარეგანი ფორმით.  შინაგანი დეპრესიის სიმპტომები ნერვულ სისტემაში მიმდინარე ბიოქიმიური ცვლილებების შედეგია. გარეგანი ნიშნები ყალიბდება არახელსაყრელი გარეგანი ფაქტორების გავლენით. ზოგჯერ დეპრესია ფარულად მიმდინარეობს და ქცევაზე არ აისახება, მაგრამ თავს იჩენს საერთო სისუსტით, ხშირი გაციებით, სურდოთი და ალერგიული რეაქციებით, ჭარბი წონისადმი მიდრეკილ პირებში - მადის მომატებით და სხვა.