ორგანოთა გაწმენდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანოთა გაწმენდა

  • ნახევარ ჭიქა ძალიან თბილ (მაგრამ არა ცხელ) წყალში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი;
  • 1 ჩაის ჭიქა ყურძნის ან ტკბილი ვაშლის შემთბარი წვენი;
  •  3 სადილის კოვზი ბოლოკის (უმჯობესია, შავის) წვენი და 1 ჩაის კოვზი მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი;
  •  3-5 სადილის კოვზი მცენარეული (უმჯობესია, ზეითუნის) ზეთი.

"საუზმე" 1 ჩაის ჭიქა ტკბილი ჩაით ან ნაღველმდენი ბალახების ნახარშით დაასრულეთ. შემდეგ დაწექით მარცხენა გვერდზე, მარჯვენაზე, ღვიძლთან, თბილი სათბურა დაიდეთ, სითბოს შესანარჩუნებლად საბანი ან ორად მოკეცილი ხაოიანი პირსახოცი გადაიფარეთ და ასე იწექით 1-1,5 საათს. შემდეგ წამოდექით, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ჩაიბუქნეთ. პროცედურა დამთავრებულია, შეგიძლიათ ისაუზმოთ.

ტიუბაჟი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩაიტარეთ. სრული კურსი 10-15 პროცედურას მოიცავს. ნუ შეშინდებით, თუ პროცედურის შემდეგ ფეკალური მასები გაგითხელდებათ. ნურც ტკივილები შეგაშფოთებთ - სუსტი ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში ნორმად არის მიჩნეული და იმის მაუწყებელია, რომ ნაღვლის ბუშტი ინტენსიურად იკუმშება და იცლება, თუმცა ასეთ შემთხვევაში მეორე პროცედურის ჩატარებამდე ექიმს მაინც სთხოვეთ რჩევა და რომელიმე სპაზმოლიზური საშუალება მიიღეთ.

გაითვალისწინეთ: ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ნაღვლის ბუშტის ასეთი ხერხით გაწმენდა საშიშია - ნაღვლის გაძლიერებული დენისას შესაძლოა კენჭი დაიძრას და სადინარში ჩაიჭედოს, რაც მხოლოდ ტკივილს კი არ გააძლიერებს, სხვა უსიამოვნებებსაც შეგიქმნით. ასე რომ, ტიუბაჟის კურსის დაწყებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა და კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ.

 

თირკმლის გაწმენდა

1. თირკმლის გასაწმენდად კრაზანას, სალბის, ბარამბოს, ჭვავის რქის ნაკრებს იყენებენ. აიღეთ 50-50 გრამი ყველა ჩამოთვლილი მცენარე, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. ამ ნაკრების თაფლნარევი ნაყენი სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 100-150 მლ. მეშვიდე დღიდან ყოველ ულუფას დალევის წინ 5 წვეთი სოჭის ზეთი დაამატეთ და კარგად მოურიეთ. კარგი იქნება, თუ ნაყენს კბილების დაზოგვის მიზნით კოქტეილის ჩხირით (საწრუპით) დალევთ. ნაყენის მიღებისას რაციონიდან ერთი კვირით ამოიღეთ ცხოველური პროდუქტები.

2. თირკმელებიდან ქვიშის გამოძევება ასკილის ნაყენითაც შეგიძლიათ. ამისთვის ასკილის ნაყოფიც გამოგადგებათ და ფესვიც. 2-3 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და მთელი ღამით გააჩერეთ, შემდეგ 15 წუთით წამოადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და 10 დღის განმავლობაში სვით დღე-ღამეში 5-ჯერ, თითოეულ ჯერზე - 1/3 ჭიქა.

 

 

სისხლძარღვთა  გაწმენდა

1) 1 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით თერმოსში გააჩერეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღე-ღამეში 5-7-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2) სახეხზე ჩახეხეთ ერთი ლიმონი და ერთი თავი ნიორი, დაასხით 1,5 ლ ადუღებული და გაცივებული წყალი, 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და სვით უზმოზე 50-50 გრამი.

3) აიღეთ 300 გრამი ნიგოზი, გარგარის ჩირი, ჩამიჩი და 2 ლიმონი. გაატარეთ ხორცსაკეპში და შეურიეთ 300 გ თაფლი. მიირთვით 2 ჩაის კოვზი დღის ნებისმიერ დროს, ვიდრე მასა არ გათავდება. ნარევი მაცივარში უნდა ინახებოდეს.

სისხლძარღვთა გასაწმენდად განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი, რომელსაც ამავე დროს ძლიერი ანტისეპტიკური, დეზინტოქსიკაციური (ტოქსინებისგან გამწმენდი) და სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) მოქმედებაც აქვს. ყველაზე მოხერხებულია ამ პროცედურის ჩატარება აგარაკზე. ამისათვის საკმარისია, კვირაში ერთხელ (უკეთესია ორჯერ) უზმოზე პურისა და მარილის გარეშე მიირთვათ ახალმოკრეფილი მწვანილი - ოხრახუში, კამა, ნიახური, ნიორი და სალათის მწვანე ფურცლები. თუ ყველა მწვანილს ვერ მოიძიებთ, არ იდარდოთ, მთავარია ოხრახუში გქონდეთ. დანარჩენი მწვანილი მხოლოდ აუმჯობესებს მის გამწმენდ მოქმედებას და გემოვნებით თვისებებს.

 


 

 

ლიმფური ძარღვების გაწმენდა

1) ლიმფური ძარღვების გაწმენდა შეიძლება გოგრის თესლით. თესლი კარგად უნდა გარეცხოთ და კანიანად გაატაროთ ხორცსაკეპში, შემდეგ აიღოთ 150-200 გრამი გატარებული მასა, დაასხათ 0,5 ლიტრი არაყი და გააჩეროთ 2 დღე. ნაყენი უნდა მიირთვათ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე თითო სადილის კოვზი, თან 50 მლ წყალი მიაყოლოთ. გამწმენდი კურსი ერთი თვის შემდეგ უნდა გაიმეოროთ.

 

2) ლიმფური ძარღვების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ კამა. აიღეთ ერთი ჭიქა კამა, 2 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჭიქა თაფლი, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და თერმოსში 24 საათს გააჩერეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

 

სახსრების მარილებისგან გაწმენდა

გირჩევთ, ამ პროცედურების დაწყებამდე ნაწლავები და ღვიძლი გაიწმინდოთ, ვინაიდან საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კერძოდ, "გაუწმენდავი" ნაწლავები დაფნის ფოთლების ნახარშზე ზოგჯერ ალერგიულ რეაქციას ავლენს.

აიღეთ 5 გ დაფნის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და უმალვე გადაასხით თერმოსში (ფოთლებიც ჩააყოლეთ). 4 საათის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და 12 საათის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად სვით (ერთბაშად დალევა არ შეიძლება, შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს. საერთოდ, თუ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია, ქოლეცისტიტი ან პანკრეატიტი გაწუხებთ, დაფნის ფოთლების ნაყენის მიღება თქვენთვის რეკომენდებული არ არის. უკიდურეს შემთხვევაში, ნაყენი შეგიძლიათ ცივი, ჭამიდან 10-15 წუთის შემდეგ მიიღოთ). ამ ხერხით სახსრების გაწმენდისას აუცილებელია წყლის კონტრასტული პროცედურების ჩატარება და ჰაერის აბაზანების მიღება. კურსი სამდღიანია. შემდეგ ერთი კვირით უნდა შეისვენოთ (ამ ხნის განმავლობაში წყლისა და ჰაერის აბაზანებს ნუ შეწყვეტთ) და კიდევ ერთი კურსი ჩაიტაროთ.  პირველ წელიწადს სახსრები 3 თვეში ერთხელ გაიწმინდეთ, მომდევნო წელს კი ერთი ან ორი პროცედურაც საკმარისია.

სახსრების გასაწმენდად მეტად ეფექტურია შავი ბოლოკის წვენი. კარგად გარეცხილი, გაუფცქვნელი შავი ბოლოკი 20-30 წუთით ჩაუშვით კალიუმის პერმანგანატის ხსნარში, შემდეგ კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, ჩახეხეთ და გამოწურეთ. წვენი მაცივარში თავდახურული ჭურჭლით უნდა შეინახოთ და დღეში 3-ჯერ (ნებისმიერ დროს) მიიღოთ 30-30 გრამი. ულუფის გაზრდა დაუშვებელია, ვინაიდან შესაძლოა ორგანიზმში არასასურველი ძვრები გამოიწვიოს. ერთ კურსზე 10 კგ ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ. ამ პერიოდში რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი და საფუვრიანი საკვები, კვერცხი, ხორცი, სახამებელი. კვება მაქსიმალურად ნატურალური უნდა იყოს.

ხალხური მედიცინა სახსრების გასაწმენდად უძველესი დროიდან იყენებს ბრინჯს. ერთ ჭიქა ბრინჯს სამი დღე-ღამე ალბობენ წყალში, შემდეგ წყალს გადაასხამენ, ბრინჯს ასხამენ 2 ლიტრ ახალ წყალს და ხარშავენ, ვიდრე წყალი მთლიანად არ ამოშრება. ფაფას 4 თანაბარ ულუფად ყოფენ და თითოეულს დროის თანაბარი ინტერვალებით 20 წუთში მიირთმევენ, ოღონდ აუცილებლად ნახევარი ჭიქა წყლის მიღების შემდეგ. პირველ დღეს სასურველია 1 ჭიქა ასკილის ნაყენის მიღება, მეორე დღეს - 500 გ ჭარხლისა და ამდენივე ვაშლისა. 3-4 დღის შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ. განაგრძეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

აღნიშნული კურსის შემდეგ სახსრები გაცილებით მოძრავი და ელასტიკური ხდება, ხრჭიალი და უსიამოვნო შეგრძნებები ქრება.

 

 

ლორწოვანი გარსების გაწმენდა

პირშუშხა მაქსიმალურად დააქუცმაცეთ, 150 გრამს დაასხით 2-3 ლიმონის გამონაწური, დაამატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი. ნარევი უნდა მიიღოთ ყოველ დილით, უზმოზე, ნახევარი ჩაის კოვზი, 3-4 დღის შემდეგ კი ყველა ჯერზე მიაყოლოთ თითო ჭიქა სტაფილოს წვენი, რომელიც ლორწოს ორგანიზმიდან გამოძევებას გააადვილებს.

გახსოვდეთ, ორგანოთა ცალკეული სისტემების გაწმენდით სტიმულირდება მათი ფუნქცია, იკურნება მათში ფარულად თუ აშკარად მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, ამავე დროს მაღლდება ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი და უმჯობესდება თვითშეგრძნება. ასე რომ, ნუ დაიზარებთ, ორგანოთა ის სისტემა მაინც გაიწმინდეთ, რომელიც განსაკუთრებით გაწუხებთ.