რჩევები საახალწლოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები საახალწლოდ

 

ნაძვის  ხის  ქვეშ

რა უნდა ეწყოს ნაძვის ხის ქვეშ? რა თქმა უნდა, ქათქათა ბამბა, სათამაშო თოვლის ბაბუა და ნაირფერად შეფუთული საჩუქრები, რათა ყველაფერი ზღაპარს დაემსგავსოს... სჯობს, საჩუქრები ხის ქვეშ ადრევე დააწყოთ, რათა საღამოს იდუმალება შეემატოს - ახალ წელს ხომ ყველაფერი ნაძვის ხის გარშემო ხდება, ნაირფერად შეფუთული კოლოფები კი სასწაულის მოლოდინს ამძაფრებს.

ნაძვის ხის ქვეშ შეგიძლიათ დააწყოთ ყველაფერი, რაც გსურთ. მთავარია, საჩუქარი იყოს ორიგინალური, მაგრამ ამავე დროს სასარგებლო და სასიამოვნო.

როგორ  მოვრთოთ  საახალწლოდ  სახლი

საახალწლოდ საჭიროა სახლის მორთვაც. არ არის აუცილებელი კედლების გადაღებვა ან მოხატვა, ჭერზე ვარსკვლავების მიწებება. საკმარისია, შეიძინოთ გირლანდები, ნათურები, ზანზალაკები, ფერადი ბუშტები და და კედლებზე მიამაგროთ.

თუ სახლში პალმა გაქვთ, შეგიძლიათ, ნაძვის ხის მაგივრად ის მორთოთ. ლამაზიც იქნება და თბილ დღეებსაც გაგახსენებთ.

მანდარინი - საახალწლო ხილი

მანდარინი უბრალო ხილი როდია - ის არის საახალწლო ხილი ნომერი ერთი. მანდარინის სურნელი ისე ერწყმის ნაძვის წიწვების არომატს, რომ ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.

გარდა საახალწლო განწყობისა, რა მოაქვს უჩვეულო მანდარინს? მიღებულია, რომ მისი ფერი ქვეცნობიერად იწვევს სიხარულს, აღფრთოვანებას, ამაღლებულ განწყობას. იაპონელების აზრით, მანდარინი ოჯახის დღეგრძელობის სიმბოლოა. ასე რომ, მიირთვით. დაე, წინ უამრავი საოცარი დღესასწაული გელოდეთ.

სუფრა

ზოგი ფიქრობს, რომ საახალწლო სუფრას სადღესასწაულო მორთულობა არ სჭირდება, მაგრამ ასე არ არის. ლამაზად გაწყობილი სუფრა საზეიმო განწყობას ქმნის, ამიტომ ახალი წლის სამზადისში ეს დეტალი მხედველობიდან არ გამოგრჩეთ. სუფრის გასაწყობად გამოიყენეთ ლამაზი თეფშები, რომლებიც ყოველ ოჯახში აქვთ `განსაკუთრებული შემთხვევებისთვის~, მაღალი ფუჟერები შამპანურისთვის, ლამაზი ჭიქები წვენისთვის. თეფშებთან დააწყვეთ მოხატული ხელსახოცები, მაგიდის შუაგულში დადგით ნაძვის ტოტებისგან, გირჩებისგან, ლენტებისა და ბაფთებისაგან შეკრული კომპოზიცია. არ დაგავიწყდეთ ლამაზ შანდლებში ჩადგმული სანთლები - ისინი იდუმალ ატმოსფეროს ქმნიან და სადღესასწაულო განწყობას აძლიერებენ.

შამპანური  სუფრაზე!

ყველაზე საახალწლო სასმელი, რასაკვირველია, შამპანურია. 12 საათამდე ერთი წუთით ადრე ასიათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ხმაურით ხსნის შამპანურის ბოთლს და ოქროსფერ შუშხუნა სითხეს მაღალ ფუჟერებში ასხამს, რათა ახალი წლის სადღეგრძელო წარმოთქვას. ამ ტრადიციამ ჩვენშიც ისე მოიკიდა ფეხი, რომ ახალი წელი შუშხუნა ღვინის გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია.

როგორ  გადავიტანოთ  სადღესასწაულო დღეები  ნაკლები  დანაკარგით

  • 31 დეკემბერს ეცადეთ, არ მიიღოთ მძიმე საკვები. მიირთვით მხოლოდ ხილი და ცოცხალი ბოსტნეულის სალათი.
  • სადღესასწაულო სუფრაზე უხვად არის შემწვარი და მოხრაკული, ნიგვზიანი კერძი. გირჩევთ, ოლივიე მაიონეზის მაგივრად ზეთით შეკაზმოთ და ტრადიციულ კერძებს დააყოლოთ.
  • კარგი იქნება, სუფრაზე ცოცხალი ხილი და ბოსტნეულიც ეწყოს. ამ შემთხვევაში თქვენი კუჭი ადვილად გაუმკლავდება ნაყროვანებას.
  • რაც შეეხება ტკბილეულს, გირჩევთ ტორტს ან ნამცხვარს პიტნის, მწვანე ან ბალახეული ჩაი დააყოლოთ. მისი დახმარებით ორგანიზმი ჭარბ კალორიებს უფრო ადვილად გადაამუშავებს.