ქსოვილები და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქსოვილები და ჯანმრთელობა

ტანსაცმელი ჩვენთვის არამხოლოდ მორთულობაა - ის ჩვენი მეორე საფარველი, სხეულსა და გარემოს შორის არსებული ერთგვარი ზღუდეა. დიდი ხანია შემჩნეული და დადასტურებულია, რომ ზოგიერთი ნივთი ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას, ზოგი კი, პირიქით, სულიერ სიმშვიდესა და სიამოვნებას გვანიჭებს და გვეხმარება კიდეც სხვადასხვა უსიამოვნების თავიდან აცილებაში.

მხოლოდ ნატურალური!

სამკურნალო თვისებები არ გააჩნია სინ¬თეტიკურ ქსოვილებს. პირიქით, ხელოვნური მასალისგან დამზადებული ქსოვილები არღვევენ ნივთიერებათა ცვლას. სამაგიეროდ, ნატურალურ მასალას ზოგჯერ შეუძლია, შეცვალოს კიდეც ზოგიერთი პრეპარატი. ძველად სახალხო მკურნალებმა იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ზოგიერთი სნეულების დროს წამლის ნაცვლად ნატურალური ქსოვილი, რომელიც დამზადებული იყო განსაზღვრული ფერის მცენარეული ბოჭკოსაგან. უძველეს სამედიცინო კრებულებში დაცულია ცნობები მათ საოცარ ზემოქმედებაზე. ასე, მაგალითად, სელის ტანსაცმელი სხეულს აგრილებს, ამიტომ მისი ჩაცმა სასარგებლოა ზაფხ¬ულში. თუმცა ძველი მკურნალები მიიჩნევდნენ, რომ სელის სამოსი ყველა სეზონში გამოსადეგია. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ თუ მას სიცხეში ჩაიცვამ, სხვადასხვა დაავადებისგან განიკურნები, ხოლო თუ სიცივეში - წონას დაიკლებ. შეგიძლიათ, შეამოწმოთ.

სელი მნიშვნელოვანი მასალაა არამხოლოდ ფიგურის კორექციისთვის - ის ნევროლოგიური დაავადებების (მაგალითად, მიოზიტის) დროსაც გვეხმარება. ამისთვის ნემსიწვერას რამდენიმე ფოთოლი უნდა მოვათავსოთ სელის ქსოვილზე და შევიხვიოთ მტკივანი ადგილი, ზემოდან კი თბილი ქსოვილი დავიდოთ. სამიოდე საათის შემდეგ ტკივილი ჩაცხრება.

ნატურალური აბრეშუმის ტანსაცმელი ათბობს და აშრობს. ის სასარგებლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. მათთვის, ვისაც ხშირად ეყინება ხელ-ფეხი, უოფლიანდება ხელისგულები და ფეხისგულები, კარგია აბრეშუმის ქსოვილში შეფუთვა.

რაც შეეხება ბამბას, მისგან დამზადებული ქსოვილები მართლაც რომ უნივერსალურია. ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ ბამბა ზამთარში ათბობს, ხოლო ზაფხულში აგრილებს. ბამბის საზამთრო სამოსი საოცრად მსუბუქი და თბილია, საზაფხულოდ კი ბამბის მაისურები შეუცვლელი და, რაც მთავარია, ჯანსაღია.

განსაკუთრებულ შემთხვევებში

ძველი დროის მკურნალები ხალხს გამუდმებით შალის ტანსაცმლის ტარებას არ ურჩევდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ შალი სხეულს ფიტავდა. მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში `გამოუწერდნენ~ ხოლმე. ძალიან სასარგებლოა შალი თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ბატკნის ბეწვი. მათ, ვინც ცხვირიდან სისხლდენებს, კაპილარების სისუსტეს უჩივის, ურჩევენ, კურდღლის ან აქლემის ბეწვის ტანსაცმელს მიანიჭონ უპირატესობა. წელისა და ზურგის არეში ტკივ¬ილების დროს სასარგებლოა ძაღლის ბეწვისგან დამზადებული ქამრის ტარება. წელს ქვევით ჩასაცმელად კი ბამბისა და სელის სამოსი სჯობს.

შალით ძველად ჯიბლიბოსაც კი მკურნალობდნენ: შალის წითელ ძაფს ახვევდნენ ჯიბლიბოს საწინააღმდეგო მხარეს და ერთი დღე-ღამის შემდეგ შესივება უკვალოდ ქრებოდა.

გაციების სამკურნალოდ არსებობს ასეთი რეცეპტი: 2-2 სუფრის კოვზი არყის ფოთლისა და ასკილის ნაყოფის ნარევი 20 წუთით მოათავსეთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ გააგრილეთ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ცოტაოდენი ლიმონმჟავა. ამ ხსნარში დაასველეთ შალის ქსოვილი, გაწურეთ კარგად, მტკივან ადგილას დაიდეთ დოლბანდი, შემდეგ - გაწურული შალის ქსოვილი, კომპრესის ქაღალდი, პირსახოცი და ზემოდან - გადაიხვიეთ თბილად. სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ.