სურდო და მასთან ბრძოლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სურდო და მასთან ბრძოლა

ბარიერი ირღვევა

სურდოს დროს ვითარდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ცხვირის ლორწოვანი გარსი ის ძირითადი ბარიერი და ფილტრია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. აგრესიის საპასუხოდ იგი ცხვირის სეკრეტის წარმოქმნას იწყებს. ეს სეკრეტი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ბაქტერიებისა და ვირუსების გასანეიტრალებლად არის აუცილებელი. ამ გზით ცდილობს ორგანიზმი ვირუსების შეჩერებას, რათა მათ უფრო ღრმად არ შეაღწიონ ორგანიზმში, ყელსა და ფილტვებში. დაავადების განვითარებას, გარდა ვირუსების შეტევისა, ხელს უწყობს აგრეთვე ორგანიზმის გადაცივება. სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანს ავად გასახდომად ზოგჯერ ცივ იატაკზე გავლა, ფეხის დასველება და ორპირ ქარში მოხვედრაც კი ჰყოფნის. იშვიათად სურდოს მიზეზია ცხვირის ლორწოვანი გარსის ტრავმა, ალერგიული რეაქცია, პროფესიული მავნე ფაქტორების (მტვრის, კვამლის, მძაფრსუნიანი ნივთიერებების) ზემოქმედება.

როგორ მოვიქცეთ, რომ სურდო (რინიტი) თავიდან ავიცილოთ?

სწრაფად უნდა გავთბეთ. თუ სამსახურიდან ან გასეირნებიდან შინ გათოშილი და სველი დაბრუნდით, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გათბეთ.

  • მიიღეთ ფეხების ცხელი აბაზანა. წყლის ტემპერტურა 40-42 გრადუსი უნდა იყოს, პროცდურის ხანგრძლივობა - 10 წუთი.
  • ჩაიცვით თბილი წინდები. შეგიძლიათ, შიგ მშრალი მდოგვი ჩაიყაროთ. ფეხისგულები მდიდარ რეფლექსოგენურ ზონას წარმოადგენს, რომლისკენაც იქნება სწორედ მიმართული მდოგვის გამაღიზიანებელი ზემოქმედება.
  • დალიეთ ცხელი ჩაი ლიმონით ან ჟოლოს მურაბით, ასკილის, ცაცხვის ყვავილის, შავი მოცხარის ნაყენი და მაშინვე ჩაწექით საწოლში. ეს ღონისძიებები შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს სურდოს "დასაფრთხობად". თუ რინიტის სიმპტომებმა მაინც იჩინა თავი, დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა.
  • გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი ან სოდიანი ხსნარით. ეს პროცედურა არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. ლოწოვანი გარსი ამ დროს ტენიანდება და იწმინდება მტვრის, ალერგენების, ზოგიერთი ვირუსისა და ბაქტერიისგან. ხსნარი ასე მზადდება: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი ან საჭმლის სოდა.
  • კარგია ორთქლის ინჰალაცია არომაზეთებით (ევკალიპტი, პიტნა, ლიმონი, ჩაის ხე, ლავანდა) ან სამკურნალო მცენარეებით - სალბით, გვირილით. დაასხით ნედლეულს მდუღარე წყალი და ისუნთქეთ სამკურნალო ორთქლი 5 წუთის განმავლობაში. ორთქლის აბაზანების ეფექტი თვალსაჩინოა. ჯერ ერთი, სამკურნალო საშუალება პირდაპირ "უბედურების ზონაში" ხვდება, მეორე - წამლებისგან განსხვავებით, სხვა ორგანოებზე პრაქტიკულად არ მოქმედებს.
  • ხახვისა და ნივრის წვენი სურდოს საწინააღმდეგო საკმაოდ ძლიერი საშუალებაა, ოღონდ ნესტოებში პირდაპირ არ ჩაიწვეთოთ - შესაძლოა ცხვირის ლორწოვანი გარსი დაიზიანოთ! ნესტოებში ჯერ ვაზელინი ამოისვით, შემდეგ აიღეთ ბამბის ტამპონი, ნივრის ან ხახვის წვენში დაასველეთ, გაწურეთ და ნესტოებში ჩაიდეთ.
  • ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 5-6 წვეთი წითელი ჭარხლის ახალგამოწურული წვენი ან დაასველეთ მასში ბამბის ტამპონები და ნესტოებში ჩაიდეთ.
  • მოხარშეთ ალოეს ყველაზე ხორციანი ფოთოლი და გამოწურეთ სამკურნალო წვენი. გადასწიეთ თავი უკან და ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 3-5 წვეთი. დაიზილეთ  ცხვირი გარედან, დაცემინების შემდეგ ცხვირი გაგითავისუფლდებათ.
  • ნებისმიერი წამლის ჩაწვეთებამდე გამოირეცხეთ ცხვირი ზღვის მარილის სუსტი ხსნარით ან აკვამარინით (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში).