როგორი უნდა იყოს სურსათის ეტიკეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს სურსათის ეტიკეტი

  • პროდუქციის დასახელება და სახეობა;
  • პროდუქციის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქცია;
  • ვარგისობის ვადა - საქონლის ექსპლუატაციის უკანასკნელი თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა;
  • წონა ან/და მოცულობა;
  • იმ ტექნიკური რეგლამენტის ან/და სტანდარტის დასახელება, რომლის მოთხოვნებსაც შეესაბამება პროდუქცია;

პროდუქციის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა, ასევე:

  • კალორიულობა;
  • ვიტამინიზებულობა;
  • ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებათა შემცველობისას მათი შესაძლო უკუჩვენებების მითითება ცალკეული დაავადების დროს გამოყენების შემთხვევაში;
  • გამოყენებული საკვებდანამატების სია;
  • პროდუქციის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები.

თუკი ეტიკეტზე მთელი ამ ინფორმაციის განთავსება შეუძლებელია (მაგალითად, ეტიკეტის მცირე ზომის გამო), იგი უნდა განთავსდეს პროდუქციის ყოველ ერთეულზე თანდართულ ფურცელზე ან წარმოებაში მიღებული ნებისმიერი სხვა ფორმით. აკრძალულია სურსათის ისეთი ეტიკეტირება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის ძირითად მახასიათებლებთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • სურსათის თვისებების, განსაკუთრებით - მისი ბუნების, იდენტურობის, შემადგენლობის, მოცულობის, ვარგისობის ვადისა და წარმოებისა თუ მომზადების მეთოდის არასწორი დახასიათება;
  • სურსათისთვის იმ ეფექტისა თუ თვისებების მიწერა, რომლებიც სინამდვილეში მას არ გააჩნია;
  • მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ სასურსათო პროდუქტს აქვს განსაკუთრებული თვისებები, მაშინ როდესაც იგივე თვისებები აქვს სხვა მსგავს სურსათსაც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია სურსათის ეტიკეტთან დაკავშირებულ დებულებათა ამონაკრები საქართველოს კანონმდებლობიდან, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება სურსათის ეტიკეტირების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. აქვე მითითებულია, თუ რა დოკუმენტაცია უნდა ახლდეს სავაჭრო ქსელში განთავსებულ სურსათს. დაკონკრეტებულია, რომ კანონის მოთხოვნებთან სურსათის შესაბამისობაზე პასუხს, პირველ რიგში, მისი გამყიდველი მაღაზია (დისტრიბუტორი) აგებს. ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევისთვის საკმაოდ მკაცრი ჯარიმაა გათვალისწინებული: პირველ შემთხვევაზე - 1000 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში - 5000 ლარი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 1543).