ნაწლავის ჩხირი ჩვენს საკვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავის ჩხირი ჩვენს საკვებში

კოლიბაქტერიების ერთ-ერთი წარმომადგენელი, Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი), ადამიანის ნაწლავებში სიცოცხლის პირველსავე დღეებში იბუდებს და სამუდამოდ რჩება. მართალია, მისი ოდენობა ნაწლავის საერთო მიკროფლორის 1%-ს არ აღემატება, მაგრამ ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში: შთანთქავს ნაწლავებში არსებულ ჟანგბადს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებზე, გამოიმუშავებს B ჯგუფისა და K ვიტამინებს, მონაწილეობს ქოლესტერინის, ბილირუბინის, ქოლინის, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლაზე, გავლენას ახდენს რკინისა და კალციუმის შეწოვაზე. ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები უმთავრესად ფეკალურ მასებში ბინადრობენ. ახასიათებთ მაღალი გამძლეობა არახელსაყრელი პირობების მიმართ (ყინვა, მჟავა არე), დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას წყალში, ნიადაგში და სხვადასხვა ნივთზე. მრავლდებიან როგორც აერობულ, ასევე ანაერობულ პირობებში. განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებიან 370ჩ-ზე, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს ოთახის ტემპერატურაზეც. მათი განადგურება იოლია: საკმარისია პროდუქტის (წყლის) 15 წუთით 600ჩ-მდე გაცხელება.

როგორ ბინძურდება სურსათი კოლიბაქტერიებით?

სასურსათო პროდუქტები კოლიბაქტერიებით შეიძლება დაბინძურდეს, თუ:

  • უშუალოდ სურსათი (ხორცი, რძე, კვერცხი) შეეხო ცხოველის ფეკალურ მასებს;

    ლ ფეკალური მასებიდან (მაგალითად, საპირფარეშოდან) დაბინძურდა მიწისქვეშა წყლები (ჭა, წყარო), რომლებიც გამოიყენეს სურსათის მოსამზადებლად, ჭურჭლის ან ტარის გასარეცხად;

  • სურსათის მომზადებაში ან დაფასოებაში მონაწილე პერსონალი არ იცავს პირად ჰიგიენას და სურსათი ბინძურდება მათი ხელებიდან;
  • შენახვისას ან გადაზიდვისას სასურსათო პროდუქტი შეეხო სხვა, დაბინძურებულ სურსათს.

ნაწლავის ჩხირის არსებობა სასურსათო პროდუქტებში განიხილება როგორც სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის ყველა რგოლის სანიტარიული მდგომარეობის განმსაზღვრელი უნივერსალური მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ პროდუქტში მისი არსებობა მიუთითებს სანიტარიულ-ჰიგიენურ დარღვევებზე პროდუქტის წარმოების, გადაზიდვის ან რეალიზაციის დროს. საგულისხმოა, რომ კოლიბაქტერიები ინდიკატორები არიან _ პროდუქტში მათი აღმოჩენა სხვა ფეკალური მიკრობების, ვირუსების, პარაზიტების სავარაუდო არსებობაზე მიუთითებს.

რას იწვევს კოლიბაქტერია?

თუ ტემპერატურულმა პირობებმა ხელი შეუწყო, საკვებში მოხვედრილი კოლიბაქტერია ძალიან სწრაფად მრავლდება. მისი ინტენსიური გამრავლებისას პროდუქტის სუნი და გემო მკვეთრად უარესდება. გარდა ამისა, პროდუქტში გროვდება ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც კი შეიძლება მომწამვლელი დარჩეს ადამიანისთვის. კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვებისა და წყლის მოხმარება სხვადასხვა დაავადებას იწვევს: ნაწლავურ ინფექციებს, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანებას, მენინგიტს... შესაბამისად, სიმპტომებიც სხვადასხვანაირია: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის აწევა, სისუსტე ან უმადობა. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლოა განვითარდეს სეფსისიც.

როგორ შეიძლება კოლიბაქტერიებთან ბრძოლა?

სახლის პირობებში კოლიბაქტერიების პროდუქტიდან მოშორება შეიძლება მისი ინტენსიური და საგულდაგულო გარეცხვით (თუ კოლიბაქტერიები პროდუქტის ზედაპირზეა) ან თერმული დამუშავებით (მოხარშვით, შეწვით). თუმცა, ვიმეორებთ, თერმული დამუშავება პროდუქტს ვერ აშორებს კოლიბაქტერიების მიერ გამომუშავებულ ტოქსინებს. ამიტომ, თუ ეჭვი გაქვთ, რომ პროდუქტი არა მხოლოდ დაბინძურდა კოლიბაქტერიებით, არამედ ისინი მასში გამრავლდნენ კიდეც (მაგალითად, თუ დაბინძურებული პროდუქტი დიდხანს იდო სითბოში), ასეთი პროდუქტის გამოყენებას არ გირჩევთ.

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მასალების მიხედვით.