სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები

თავდაპირველად - კვების შესახებ. რაციონში უნდა შედიოდეს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები. ბავშვი და მოზარდი დღეში აუცილებლად 3-4-ჯერ უნდა იკვებებოდნენ. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს უმი ხილითა და ბოსტნეულით. სიმაღლეში ზრდისათვის ამ უკანასკნელის ოდენობა დღეში დაახლოებით 1,5 კგ-ს უნდა შეადგენდეს. ზრდის კარგი სტიმულატორია მარცვლეული. სასარგებლოა რუხი და ქატოს პური, ფაფები, კერძოდ - შვრიისა, ბრინჯისა, ხორბლისა (და არა მანანისა). მოზარდი ორგანიზმისათვის აუცილებელია კალციუმი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კალციუმი ძვლებში ე. წ. ცილოვან მატრიცაზე ლაგდება. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი სრულფასოვანი იყოს, ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ხორცი, თევზი, ხიზილალა. ბავშვებისა და მოზარდების კვების რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს კალციუმით მდიდარი საკვები - ხაჭო, ყველი, რძე.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლეში ზრდისათვის. ბევრი ცილა და ზრდის ვიტამინი A მოიპოვება ყვითელი და წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში - სტაფილოში, გოგრაში, პომიდორში, ბულგარულ წიწაკაში, მაყვალში, მოცვსა და მოცხარში. პერიოდულად რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების ამა თუ იმ კომპლექსის მიღებაც. რაც შეეხება ცხიმის უხვად შემცველ და ტკბილ საკვებს, მისი  ჭარბი მიღება აფერხებს სომატოტროპინის (ზრდის ჰორმონის) გამომუშავებას და სიმაღლეში ზრდას. რაციონალური კვებით შესაძლებელია, სიმაღლის 10%-ით მატებას რეალურად და საკმაოდ სწრაფად მივაღწიოთ. ახლა კი - იმის შესახებ, რა აფერხებს სიმაღლეში ზრდას ანუ რას უნდა ერიდოს მოზარდი:

1) ალკოჰოლსა და თამბაქოს;

2) ტკბილ გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის მავნებელ ნატრიუმის გლუკონატს;

3) ჩიპსებს, ორცხობილებსა და საღებავების შემცველ სხვადასხვა სასუსნავს, რომლებიც აუარესებენ ღვიძლის მუშაობას და ხელს უშლიან მობილიზებაში ორგანიზმის სხვა სისტემებს.

ძილის რეჟიმი

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ სიმაღლეში ინტენსიური ზრდა სწორედ ღამით, ძილის დროს მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ღამით, როდესაც ადამიანს სძინავს და მისი ბადურა სინათლით არ ღიზიანდება, ჰიპოფიზი (იგივე ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის ერთ-ერთი ჯირკვალი) განსაკუთრებულად აქტიურდება. გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი ასტიმულირებს სხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციას, მისი წინა ნაწილი,  ადენოჰიპოფიზი,  ინტესიურად გამოყოფს სომატოტროპულ ჰორმონს, რომელიც სხეულის ზრდაზე მოქმედებს. ამიტომაც სიმაღლეში ზრდისთვის მეტად მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - დროულად დაწოლა და მინიმუმ 8 საათი ძილი დღე-ღამის განმავლობაში.

ფიზიკური აქტიურობა

ფიზიკური დატვირთვისა და აქტიურობის გარეშე ყველაზე დაბალანსებული და რაციონალური კვებაც კი ვერ გაზრდის ადამიანს. ეს არაერთი დაკვირვებითა თუ ფაქტითაა დადასტურებული. ფიზიკური აქტიურობა და სპორტი ასაკობრივი ნორმების ფარგლებში რაციონალური დატვირთვით ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას. ფიზიკური დატვირთვის წყალობით ორგანიზმში აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, რაც, თავის მხრივ, ზრდის პროცესის პარალელურად ძვლოვანი სისტემის გამაგრება-განმტკიცებასაც განაპირობებს. ძვლების განვითარებაზე განსაკუთრებით კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დინამიკური და პულსური ხასიათის დატვირთვა, როგორიც მიიღება, მაგალითად, ხტომისა და ცურვის დროს.

ცურვა როგორც ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი

ყველამ იცის, რომ ცურვა აუმჯობესებს სუნთქვას, აფართოებს გულმკერდს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. ცურვის დროს სხეულის ყველა კუნთი მეტ-ნაკლებად გააქტიურებულია, იჭიმება და განიტვირთება ხერხემალი. რეგულარული ცურვა ორგანიზმს ზრდაშიც ეხმარება. სიმაღლეში ზრდისათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია ბრასი - ცურვის სტილი, რომლის დროსაც ზედა და ქვედა კიდურები მაქსიმალურად იჭიმება. საყურადღებოა, რომ სხეულის გაკაჟებისა და სიმაღლეში მატებისათვის ბრასის დეტალების ნატიფად შესრულებას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ამ სტილით ცურვისას მაქსიმალურად გაჭიმოთ ხელ-ფეხი და შემდეგ მთელი სხეული მოადუნოთ, თუნდაც იტივტივოთ. ამოსუნთქვისას უნდა გაიჭიმოთ, ხოლო ჩასუნთქვისას დაისვენოთ. იმისათვის, რომ რეალური შედეგი მიიღოთ, კვირაში სამჯერ თითო საათი მაინც უნდა იცუროთ.