რა უყვართ ძვლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უყვართ ძვლებს

ბორი ხელს უშლის კალციუმისა (Ca) და მაგნიუმის გამორეცხვას შარდთან ერთად. ამ ელემენტით მდიდარია პომიდორი, ვაშლი, მსხალი, წითელი ღვინო, ქიშმიში, სოიის პროდუქტები, შავი ქლიავი, არაქისი, ფინიკი, თაფლი და ზღვის პროდუქტები.

მაგნიუმი ხელს უშლის კალციუმის გახსნას. იგი ყველაზე მეტია ხორბალში, გარგარსა და კომბოსტოში.

ურიგო არ იქნება, თუ ძვლებს დროდადრო ლიმონის წვენისა და კვერცხის ნაჭუჭის კოქტეილით გაუმასპინძლდებით: მაგრად მოხარშეთ კვერცხი (სასურველია, თეთრი), გაფცქვენით, ნაჭუჭს მოაცილეთ თეთრი აპკი, კარგად გამოაშრეთ და დაფქვით ან ძალიან წმინდად დანაყეთ. 1 სუფრის კოვზ ფხვნილს დაუმატეთ 1 ჭიქა ახალგამოწურული ლიმონის წვენი და შვიდი დღით დააყენეთ. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ.

 

მშვიდობით, ძილო!..

რა არის ხვრინვა

ხვრინვა ხმოვანი ფენომენია, რომელიც შევიწროებულ სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის გავლისას წარმოიქმნება.

ხვრინვას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი, რომელთა 60% 60 წელს გადაცილებულია.

ხვრინვა გარშემო მყოფებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე მათ, ვინც ხვრინავს, მაგრამ მხვრინავის ოთახიდან გაძევება გამოსავალი არ არის, ვინაიდან ხვრინვა შესაძლოა საშიში დაავადების - ძილის დროს სუნთქვის შეჩერების (ძილის აპნოეს სინდრომის) წინამორბედი იყოს.

სათავეები

ხვრინვას იწვევს ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირის ან ხახის ჰაერგამტარი გზების თანდაყოლილი შევიწროება, ცხვირში არსებული პოლიპები, სასის ნაქის დაგრძელება, ქვედა ყბის უკან წანაცვლება (თანკბილვის დარღვევა), ნუშურა ჯირკვლების გადიდება, სიმსუქნე, აგრეთვე - გამოუძინებლობა, დაღლილობა, ალკოჰოლისა და საძილე პრეპარატების რეგულარული მიღება, თამბაქოს წევა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, მანოპაუზა, დაბერება, ერთი სიტყვით, ყველა ის ფუნქციონალური ფაქტორი თუ დაავადება, რომელსაც ხახის კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებამდე და სასუნთქი გზების შევიწროებამდე მივყავართ.

ხვრინვის ერთ-ერთი სიმპტომია ძილიანობა. საქმე ის არის, რომ ხვრინვა დროდადრო `აღვიძებს~ თავის ტვინს. ორგანიზმი, რომელიც ღამით კარგად დასვენებას ვერ ახერხებს, ცდილობს, აღიდგინოს დანაკლისი და დღისით მაინც გამოიძინოს.

მკურნალობა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავი იჩინა ძილის აპნოეს სინდრომის ნიშნებმა: მოუსვენარმა, ზედაპირულმა ძილმა, ოფლიანობამ, ღამით - შარდვის გახშირებამ, დილაობით - თავის ტკივილმა და მოწყვეტილობის შეგრძნებამ, დღისით - ძილიანობამ, გაღიზიანებადობამ, მეხსიერებისა და ყურადღების შესუსტებამ.

მან, ვინც ხვრინვას უჩივის, უნდა მიმართოს ოტორინოლარინგოლოგს (ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს) და ნევროლოგს. თვით ხვრინვის დიაგნოზის დასმას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება - ამისთვის შინაურების გამოკითხვაც საკმარისია, მაგრამ ძილის აპნოეს სინდრომის დასადგენად აუცილებელია ინსტრუმენტული პოლისომნოგრაფიული გამოკვლევა - გარკვევა იმისა, თუ როგორ მუშაობს სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემები ძილის დროს.

მკურნალობა გულისხმობს ხვრინვის მიზეზის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას. ექიმი, უწინარეს ყოვლისა, მოწევისა და სმისთვის თავის დანებებას მოითხოვს. არსებობს ასევე მკურნალობის მედიკამენტური მეთოდები, სპეციალური ვარჯიშები. შესაძლებელია ხვრინვის ქირურგიული კორექციაც. ოპერაციების კომპლექსი აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას, ზრდის ხახის სანათურს, ამცირებს რბილი სასისა და ხახის ლიმფოიდურ ქსოვილს. ეს ოპერაციები ტარდება როგორც მექანიკური, ასევე ლაზერული და ულტრაბგერითი სკალპელითაც.