უსიამოვნო შენაძენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსიამოვნო შენაძენი

გაითვალისწინეთ: თუ ტერფებზე კოჟრები გიჩნდებათ რეგულარულად, მუდმივი და მძიმე სამუშაოს გარეშეც, კანზე მუდმივი ზრუნვისა და ყურადღების გარდა, აუცილებლად დაგჭირდებათ დერმატოლოგის კონსულტაცია. ექიმი სათანადო გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და პროფილაქტიკის საშუალებებსაც მიგითითებთ.

დროა ვიმოქმედოთ!

კანის დაზარალებულ ადგილებს დაეხმარება ჭინჭრის ცხელი აბაზანა: 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი, ეს ნაყენი შესანიშნავი აბაზანაა! პროცედურის შემდეგ (ეს შეიძლება 10-15 წუთი გაგრძელდეს) ფეხებსა და ხელებზე გადაივლეთ ცივი წყალი. გადაისვით ცხიმიანი საცხი და გაიკეთეთ მასაჟი, ჩაიცვით რბილი ბამბის ქსოვილისგან დამზადებული წინდები ან ხელთათმანები და ყველაზე თვისუფალი კომფორტული ფეხსაცმელი. თბილი აბაზანის შემდეგ კანში შეიძლება შეიზილოთ შემდეგი ნარევი: სახამებელი, გლიცერინი და სუფთა კუპრი (ის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა). ნარევი მზადდება შემდეგი თანაფარდობით 3:3:1; თუ კოჟრი ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, მაშინ დაგეხმარებათ თბილი აბაზანა, რომელიც დამზაბული იქნება კალიუმპერმანგანატის ოდნავ ვარდისფერი ხსნარით, რომელსაც უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. ამ აბაზანაში ფეხები 15-20 წუთი გააჩერეთ, არ შეიმშრალოთ, ისე შეიშრეთ. ტკივილი სწრაფად გაგივლით. თუ უსიამოვნო შეგრძნებები გზაში გაგიჩნდებათ, სახლში დაბრუნებისთანავე ტრავმირებულ ადგილებზე გადაივლეთ ცივი საპნიანი წყალი, შემდეგ შეიზილეთ საცხი, რომელიც შეიცავს თუთიას, გლიცერინს, ტალკს, შემდეგ დაიწებეთ ბაქტერიციდული პლასტირი.

ბუშტივით გასკდა

თუ კოჟრს ყურადღებას არ მიაქცევთ და არანაირ ზომებს არ მიმართავთ, შემდგომში კანზე გაჩნდება სეროზული სითხე და ბუშტი. "ტენიანი" კოჟრი აუცილებლად უნდა გაიხსნას სპირტით წინასწარი დამუშავების შემდეგ (სპირტით უნდა დამუშავდეს ნემსიც), ასეთი "ოპერაციის" შემდეგ ჩაიტარეთ კანის დეზინფიცირება კალიუმპერმანგანატის ხსნარით, ბრილიანტის მწვანეს ხსნარით ან ფურაცილინით, შემდეგ აუცილებლად დაიკარით ბაქტერიოციდული პლასტირი. არ დაგავიწყდეთ: კოჟრი - ეს ღია კარია ინფექციებისთვის, რომელთაც შეუძლიათ კანის დაავადებები გამოიწვიონ. სახლში გახსენით 2 ლიტრ წყალში 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 სუფრის კოვზი საპონი და 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი. თუ კოჟრის გარშემო კანზე ანთებითი პროცესი განვითარდა, დაუმატეთ წყალს გვირილის მუქი ნაყენი ან მრავალძარღვას ნაყენი. ასეთი აბაზანების გაკეთება აუცილებელია ყოველდღიურად. დაიორთქლეთ ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ გაიხეხეთ კოჟრი პემზით და წაისვით ცხიმიანი საცხი. როგორც წესი, კოჟრის მოსაშუშებლად საკმარისია 6-8 პროცედურა.

დაგეხმარებათ ვიტამინები

ყველაზე ხშირად კოჟრები ტერფებზე ჩნდება. თუ ეს მუდმივად ერთსა და იმავე ადგილზე ხდება, აუცილებლად აჩვენეთ თქვენი ფეხები ექიმ-ორთოპედს. ექიმი გამოიკვლევს და ახსნის კანის დეფორმაციის ზუსტ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ეს სწორედ აღნიშნულ ადგილებში და შეარჩევს სპეციალურ ორთოპედიულ ფეხსაცმელს ან ორთოპედიულ ჩასაფენებს ან ჩასადგმელს. თუ კოჟრები ტერფებზე ხშირად ჩნდება, შეგიძლიათ ჩაიტაროთ A ვიტამინით მკურნალობის კურსი (ის კარგად არბილებს კანს). ძალიან სასარგებლოა დაიზილოთ კანი პომიდვრის პატარა ნაჭრით ან პომიდვრის საწებელით. გაუფრთხილდით საკუთარ ფეხებს: საგანგებოდ შეარჩიეთ ფეხსაცმელი. შეიძლება ის იყოს მოდური, ლამაზი, ექსტრავაგანტული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს მორგებული, მოხერხებული და არ უნდა შეგიქმნათ დისკომფორტი, არ უნდა იყოს მჭიდრო და მოჭერილი. ის ხელს უშლის კიდურებში სისხლის მიმოქცევას, ირღვევა კვება და სწორედ ეს ხდება მიზეზი კანზე გაჩენილი სხვადასხვა დეფორმაციისა და სხვა სერიოზული დაავადებებისა. დაიმახსოვრეთ: არ ატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მუდმივად, უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ ფეხსაცმელს, რომელიც ნატურალური ტყავისგან იქნება დამზადებული, უნდა შეარჩიოთ ზუსტი ზომა და არამც და არამც ოდნავ დიდი ან ოდნავ პატარა! ამას სავალალო შედეგი მოჰყვება.

კოჟრის მოცილებაში ლაზერი დაგეხმარებათ

* კოჟრებს ეფექტურად აცილებენ პედიკიურის აპარატის საშუალებით კოსმეტიკურ სალონებში;

* მშრალი დაბერებული კოჟრების მოცილება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ამიტომ უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

* ტერფებზე არსებული კოჟრების ლაზერით მოშორება კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით და აქრობს მათ კანის ზედაპირიდან.