მეტეოდამოკიდებულება ანუ რატომ ვრეაგირებთ ამინდზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტეოდამოკიდებულება ანუ რატომ ვრეაგირებთ ამინდზე

 ასე, მაგალითად, ამინდის შესაბამისად იცვლება არტერიული წნევა, სუნთქვისა და პულსის სიხშირე, უჯრედთა მემბრანების განვლადობა, ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირება, სისხლის ქიმიური შემადგენლობა - მასში შაქრის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და ფოსფატების შემცველობა. ქიმიური შემადგენლობის ცვლილებებიდან გამომდინარე, იცვლება სისხლის თვისობრიობაც, მაგალითად, შედედებისა თუ ფიბრინოლიზის (ფერმენტული რეაქციების შედეგად ფიბრინის კოლტის გახსნის) პროცესები. აღნიშნული ბიოლოგიური მაჩვენებლები მთლიანობაში განსაზღვრავენ ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ კომფორტსა თუ დისკომფორტს, ამის კვალობაზე კი - განწყობასაც.

წვიმისა და თოვის წინ ბევრს ძვლებში ამტვრევს. დღეს აღარავის უკვირს, რომ ზოგს ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით ჰიდრომეტეო¬რო¬ლოგიური პროცესების წინასწარმ¬ეტყვე¬ლებაც კი შეუძლია. არტერიული წნევის მაჩვენებელთა ცვლილების, თავისა და სახსრების ტკივილის მიხედვით მოსალოდნელი წვიმისა თუ ქარის პროგნოზირება უბრალო დამთხვევა კი არ არის, არამედ მგრძნობიარე ორგანიზმის ნატიფი რეაგირებაა კლიმატური პირობების ცვალებადობასა და ბუნებრივ ფაქტორებზე.

გასაგებია, რომ უცაბედი აცივება ადამიანს მაინცდამაინც სასიამოვნო ემოციებს არ აღუძრავს, მაგრამ უგუნებობა ერთია, ავადმყოფობა კი - მეორე. ზოგიერთის ჯანმრთელობაზე ტემპერატურის უეცარი დაცემა ძალზე უარყოფითად აისახება. მეტეოდამოკიდებულების ანუ ამინდისადმი ორგანიზმის მგრძნობელობის ფენომენს უძველესი დროიდანვე აკვირდებიან და იკვლევენ მეცნიერები. სტატისტიკური მონაცემებით დადგენილია, რომ ეს ფენომენი მსოფლიოს მოსახლეობის 35%-ს აღენიშნება. მეტეოდამოკიდებულების სიმპტომებს შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია შაკიკი და თავის სხვადასხვა სახის ტკივილი. ეს უკანასკნელი ამინდის უმნიშვნელო ცვლილების დროსაც კი ვლინდება. კლიმატური პირობების შედარებით ძლიერი მერყეობისას ანუ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისას ან მომატებისას შეტევები უმეტესად მათ უვითარდებათ, ვისაც თირკმლისა და ფილტვის დაავადებები აწუხებს. თბილი ჰაერის მასების მოძრაობისას ადამიანს ცუდად სძინავს, უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევის მქონე პირებს, აგრეთვე - სტენოკარდიით დაავადებულებსა და ინფარქტგადატანი¬ლებს, ჰაერის დაბალი ტემპერატურა და წვიმა სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამინდის ცვალებადობას გან¬საკ¬უთრე¬ბულად შეიგრძ¬ნობენ რევმატი¬ზმით დაავადებულები. ასეთი ადამიანები თავისებური ბა¬რომეტრები არიან - საკუთარი შეგრძნებების საფუძველზე ნებისმიერ ჰიდრომეტცენტრზე უკ¬ეთ წინასწარმ¬ეტყვ¬ელებენ მოსალოდნელ ამინდს.

ამინდზე პასუხისმგებელი

რომელი ორგანო აგებს პასუხს გარესამყაროში მიმდინარე ცვლილებისადმი ორგანიზმის რეაქციაზე? რით არის განპირობებული ჩვენი რეაქცია ამინდის ცვალებადობაზე? სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საძილე არტერიების კედლებზე განთავსებულია `საგანგებო ანძები~. თუ სისხლძარღვებში წნევა დაეცა, ვითარდება რეფლექსი, რომელიც ორგანიზმს კოლაფსისგან (მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობისგან) იცავს. ამის შესახებ ინფორმაცია ზურგის ტვინიდან დიდი ჰემისფეროების ქერქს გადაეცემა. ერთი მხრივ, ეს პროცესი იცავს ორგანიზმს სისხლის მიმოქცევის სერიოზული დარღვევებისაგან, მეორე მხრივ კი შესამჩნევად აისახება ადამიანის ზოგად მდგომარეობასა და თვითშეგრძნებაზე. აღნიშნული პროცესები მოსალოდნელია როგორც უცაბედი დათბობის, ასევე მკვეთრი აცივების შემთხვევაშიც.

არსებობს სხვა მოსაზრებაც იმის თაობაზე, თუ რატომ რეაგირებს ამინდზე ჩვენი ორგანიზმი. მეცნიერთა აზრით, მეტეოდამოკიდებულება ორგანიზმის ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანის თვითშეგრძნებაზე არსებით გავლენას ძირითადად ატმოსფერული წნევის მერყეობა ახდენს. ბუნებრივია, იბადება კითხვა, როგორ აისახება ეს გავლენა ადამიანის თვითშეგრძნებაზე. საქმე ის არის, რომ ატმოსფერული წნევის მერყეობა ძლიერ მოქმედებს უჯრედთა მემბრანაზე. ამის გამო აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი პროდუქტი, განსაკუთრებით - ჰომოტოქსინები. ყოველივე ეს ორგანიზმში სერიოზულ ძვრებს იწვევს და საბოლოო ჯამში დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს. შეიძლება თუ არა ამასთან ბრძოლა? `შეიძლება!~ - მიაჩნიათ ამ თეორიის მომხრეებს. მეტეოდამოკიდებულების თერაპია, უპირველეს ყოვლისა, იმუნიტეტის განმტკიცება-გაძლიერებას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ეფუძნება. ლოგიკა მარტივია: რაც უფრო ნაკლებად არის დაბინძურებული ორგანიზმი, მით უფრო ძლიერია ის და მით უფრო ნაკლებად ემორჩილება ატმოსფერული წნევის მერყეობის გავლენას.

***

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი საუკეთესო საადაპტაციო მექანიზმებს ფლობს და ამინდის ცვლილება მასზე პრაქტიკულად არ მოქმედებს. ის დინამიკურ წონასწორობაშია გარემო პირობებთან. ამ უკანასკნელთა ცვლილება არათუ უარყოფითად არ აისახება ორგანიზმზე, პირიქით, ორგანოთა ცალკეული სისტემების გააქტიურებას და მათი ფუნქციის ერთგვარ ტრენირებასაც კი იწვევს. ამინდის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ქრონიკული ავადმყოფები. ჰაერის ტემპერატურულ მაჩვენებელსა და ტენიანობის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ძვალსახსროვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის. ჰაერის ამ ორი მაჩვენებლის ერთდროული ზრდა არასასურველ გავლენას ახდენს ჰუმორულ რეგულაციაზე, ადამიანს ეცვლება გულის ელექტრული აქტივობა, უქვეითდება შრომისუნარიანობა, უუარესდება თვითშეგრძნება და განწყობა. თბილი ამინდების შემდეგ მკვეთრი აცივება, მით უფრო - ქარითა და მაღალი ტენიანობით როგორც დაბალი, ასევე მაღალი ატმოსფერული წნევის პირობებში ზრდის პერიფერიულ სისხლძარღვთა ტონუსს და უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებზე. აცივებისას მათ განსაკუთრებით მკაცრად უნდა დაიცვან მკურნალობის რეჟიმი და შეასრულონ ექიმის დანიშნულება. ისინი, ვისაც სასუნთქი სისტემის (ბრონქებისა და ფილტვების) და სახსრების დაავადება აქვს, უნდა ერიდონ გაციებას, მოუკლონ სეირნობას და მოძრაობით აქტიურობას.


ზამთრის უამინდობა

განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაავადებულ ორგანიზმზე ყინვა, ჰაერის მაღალი ტენიანობა და ძლიერი ქარი. თუ ეს ფაქტორები შეუღლებულია მაღალ ატმოსფერულ წნევასთან, ადამიანს სისხლძარღვებისა და ბრონქების სპაზმი უვითარდება და მდგომარეობა საგრძნობლად უმძიმდება. ასეთ ამინდში ქრონიკულმა ავადმყოფებმა თავი უნდა არიდონ ფიზიკურ დატვირთვას, აღელვებას, ემოციებს, უმჯობესია, საერთოდ არ გავიდნენ შინიდან. აუცილებელია საცხოვრებელი თუ სამუშაო ოთახის რეგულარული განიავება (მაგრამ ერიდეთ ორპირს!). დილაობით, მიუხედავად ცუდი თვითშეგრძნებისა (მოდუნება, მტვრევის შეგრძნება), სასურველია ვარჯიში. ზამთარში იდეალურ ამინდად ითვლება მშრალი ყინვა არა უმეტეს 20 °C ტემპერატურის ფონზე, როდესაც ატმოსფერული წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 750-760 მმ-ს შეადგენს.

ამინდი და განწყობილება

ქარსა და წვიმაში უმრავლესობას სევდა, უგუნებობა ეუფლება, თუმცა ეს მხოლოდ ატმოსფერული ეფექტების ვიზუალური აღქმის შედეგი როდია. მართალია, ადამიანის ორგანიზმს არ გააჩნია ელექტრომაგნიტური ველის ცვალებადობის აღმქმელი მაღალმგრძნობიარე წარმონაქმნები, მაგრამ ატმოსფეროს გეომაგნიტური ველის ცალკეულ მაჩვენებლთა მერყეობას ორგანოთა სისტემები სხვადასხვა ძვრით პასუხობენ. იცვლება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ნეირონთა განმუხტვის სიხშირე, ტვინისა და გულის ბიოდენების მაჩვენებლები.

ამინდი ფსიქიკური დაავადების უშუალო მიზეზი არ არის. ის დამატებითი სტრესფაქტორია, განსაკუთრებით - მათთვის, ვინც ფაქიზად რეაგირებს ამინდის ცვალებადობაზე. ზოგიერთ ქვეყანაში დადგენილია პირდაპირი კავშირი თბილ მშრალ ქარსა და ფსიქიკურ დარღვევათა გამწვავებას შორის.

რა უნდა გაითვალისწინოთ

1) ტემპერატურის 8-10 °C-ით დაცემისას და უეცარი აცივებისას ხდება უჯრედებიდან ჰისტამინის განთავისუფლება და ალერგიულ რეაქციათა პროვოცირება. ასთმით დაავადებულები ამ დროს განსაკუთრებული რისკის ჯგუფს ქმნიან. მათ თბილი შენობიდან გასვლისას შესაძლოა შეტევა დაეწყოთ. ვურჩევთ, ასეთ ამინდში ნაკლები ჭამონ, მაქსიმალურად ერიდონ შემწვარ-მოხრაკულს, ცხარეს, შოკოლადს, ციტრუსებს, ალკოჰოლსა და ტკბილეულს. უარი თქვით მოწევაზე და რაც მთავარია, მოერიდეთ თამბაქოს კვამლით დაბინძურებულ გარემოში ყოფნას, შენობა, რომელშიც იმყოფებით, სველი წესით დაალაგეთ და გაანიავეთ. გარგებთ ასეთი ნაყენი: აიღეთ ორ-ორი ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი, ბურბუშელას ფესვი, კვლიავის ნაყოფი და ფარსმანდუკის ბალახი, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20-25 წუთით, გადაწურეთ და დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიირთვით 3 სადილის კოვზი.

2) ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობისას (ადამიანის ორგანიზმისათვის კომფორტულია 750-760 მმ. ვწყ. სვ.) ანუ დღე-ღამეში 7-8 მმ. ვწყ. სვ-ით ვარდნისას მცირდება ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა, რის გამოც განსაკუთრებული დატვირთვა ადგება სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს. სუსტ და ავადმყოფ ადამიანებს ჟანგბადოვანი შიმშილი - სისუსტე, ქოშინი, ჰაერის უკმარისობისა და სულხუთვის შეგრძნება ეუფლებათ. ასეთ დღეებში, მით უფრო - ჰაერის ტენიანობის მომატებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნუ გადაიტვირთებით და გადაიღლებით, შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიშები, დღეში რამდენიმეჯერ მსუბუქად ივარჯიშეთ, მიირთვით უფრო მეტად კალიუმის შემცველი პროდუქტები - ბანანი, კანიანად მოხარშული კარტოფილი, გარგარის ჩირი, ჩამიჩი. იზრუნეთ სისხლძარღვების მდგომარეობაზე - მიიღეთ 2-3 კაფსულა E ვიტამინი. რამდენიმე დღის განმავლობაში სვით ცაცხვის, კრაზანას, ვირისტერფას ან გვირილის ნაყენი.

3) იცხოვრეთ ჯანსაღი წესით და  გაიკაჟეთ ორგანიზმი. ამისთვის ბევრი იარეთ ფეხით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, ირბინეთ, თუ არა და რეგულარულად ისეირნეთ, ყოველდღე ივარჯიშეთ (დღეში ორჯერ 10-15 წუთი საკმარისია). ზაფხულიდან შეეჩვიეთ კონტრასტულ შხაპსა და ტანის დაზელას (თუ სიცივისა არ გეშინიათ, შეგიძლიათ, ეს პროცედურები შემოდგომაზეც დაიწყოთ). ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს და დროს ნუ დაინანებთ დასვენებისთვის.

გახსოვდეთ, ამინდზე რეაქცია

სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ეცადეთ, სულით არ დაეცეთ, ივარჯიშოთ, გაკაჟდეთ, რადგან ძლიერ ორგანიზმს უარყოფით ფაქტორთა გავლენა ვერაფერს აკლებს.