ტანადობისა და მხნეობის ვიტამინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტანადობისა და მხნეობის ვიტამინი

 სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. საქმე ის არის, რომ ბოლო ხანს, განსაკუთრებით - ბოლო ათწლეულში, მას შემდეგ, რაც ჩვენს რაციონში მომრავლდა მზა პროდუქტები და კერძები,  კონსერვები,  ჩიპსები, პიცა, თეთრი პური, მაკარონი, შაქარი, ტკბილეული და ტკბილი სასმელები, - ნივთიერებათა ცვლის სტრუქტურა საკმაოდ შეიცვალა. ჩამოთვლილ პროდუქტებში თითქმის განახევრებულია პანთოტენის მჟავას შემცველობა (შემცირებულია ის ხორბლის ფქვილის ყოველგვარ ნაწარმში). გარდა ამისა, სულ უფრო მეტად შეიგრძნობა დეფიციტი იმ ნივთიერებებისა, რომლებიც ურთიერთქმედებენ პანთოტენის მჟავასთან. ამიტომაც ამ ფასეული ვიტამინის დეფიციტი მუდმივად შეინიშნება.

რაზე მოქმედებს პანთოტენის მჟავას დეფიციტი

ვიტამინ B5-ის ნაკლებობა უპირველეს ყოვლისა ხანდაზმულ და ასაკოვან ადამიანთა მდგომარეობაზე აისახება. მათ თითქმის მესამედს სისხლში პანთოტენის მჟავას შემცველობა დაბალი აქვს. თუ დილით, ახალგაღვიძებულს, ანკილოზისა თუ ართრიტის გამო კიდურების მოხრა გიჭირთ, ეს შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ თქვენს ორგანიზმს B5 აკლია - კლინიკური გამოკვლევები ართრიტით დაავადებულთა სისხლში პანთოტენის მჟავას დაბალ შემცველობას ავლენს. ვიტამინის დიდი დოზები ხშირად 5-6 დღეში ხსნის ტკივილს, მაგრამ თუ ამის შემდეგ პაციენტი კვების ძველებურ რეჟიმს დაუბრუნდა, დაავადება ტკივილის სიმპტომთან ერთად განახლდება.

B5 -ის ნაკლებობის ნიშნებია:

  • სახსრების ტკივილი;
  • თმის ცვენა;
  • ნაადრევი ჭაღარა;
  • წვრილი ნახეთქები პირის კუთხეებთან;
  • ხელ-ფეხის დაბუჟება და კრუნჩხვები;
  • მხედველობისა და მეხსიერების დაქვეითება;
  • გაღიზიანებადობა;
  • ყაბზობა.

პანთოტენის მჟავას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება იმით აიხსნება, რომ ეს ნივთიერება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვან შრეში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს. ამასთან ერთად, B5-ს წვლილი შეაქვს კორტიკოსტეროიდების სინთეზში. კორტიკოსტეროიდები ადამიანის ორგანიზმს სტრესის შედეგებისა და ანთებითი პროცესებისგან იცავს. აქედან გამომდინარე, იოლი მისახვედრია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პანთოტენის მჟავას. გარდა ამისა, ვიტამინ B5-ს უკავშირდება ცხიმოვანი უჯრედებიდან - ადიპოციტებიდან - ცხიმების გათავისუფლების ანუ ლიპოლიზის პროცესის ჩართვა, ამიტომ მას ტანადობის ვიტამინსაც უწოდებენ. ცხიმების წვის შედეგად ორგანიზმში დამატებითი ენერგია წარმოიქმნება, რაც მეტად მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზმის სტრესისგან დასაცავად, ასევე ნივთიერებათა ცვლის პროცესთა წარმართვის თვალსაზრისით.

B5 დიდ როლს ასრულებს კანისა და ლორწოვანი გარსის ქსოვილოვან განახლებაში. თმის ზრდისა და პიგმენტაციის პროცესიც ნაწილობრივ პანთოტენის მჟავას მონაწილეობით ხორციელდება. ვიტამინი B5, გარდა იმისა, რომ კანსა და ლორწოვან გარსებს ინფექციისგან იცავს, ასევე ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას და ნაადრევ დაბერებას, ასტიმულირებს გულის მუშაობას და ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, ამიტომ მხნეობის ვიტამინ B5-ის კიდევ ერთი სინონიმია.

B ვიტამინით მდიდარია

ღვიძლი, ნიგოზი, მზესუმზირას თესლი, კვერცხის გული, ქატო, კონცენტრირებული სახითაა ის ლუდის საფუარსა და ფუტკრის რძეში.

რა უნდა გაითვალისწინოთ

გარჩეული და გადამუშავებული საკვები - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, თეთრი პური და სხვა - პანთოტენის მჟავას ძალიან ცოტას შეიცავს. კერძის მომზადებისას მაღალი ტემპერატურა შლის პროდუქტებში შემავალ B5-ს. მაგალითად, ხორცის შეწვისას პანთოტენის მჟავას 35% იკარგება. გარდა ამისა, ეს ვიტამინი მგრძნობიარეა მჟავათა მოქმედების მიმართ. ძმრით უხვად შეზავებული კერძები (კონსერვები, ძმრით შეზავებული სალათები), მით უმეტეს - დიდხანს შენახვისას, მთლიანად კარგავს B5-ს.

საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილი B5 ნაწლავებში გამოიყოფა. ნაწლავთა ბინადარ მიკროორგანიზმებს თავადაც შეუძლიათ პანთოტენის მჟავას წარმოქმნა, თუ, რა თქმა უნდა, აღნიშნული მიკროფლორა ჯანსაღი და დაბალანსებულია. B5 ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმი, ჩვეულებრივ, თავისივე წარმოქმნილი მოლეკულებით ივსებს. სწორი კვების შემთხვევაში ეს წონასწორობა შენარჩუნებულია. თუ ორივე ფაქტორი დაირღვა ანუ ორივე წყარო ამოიწურა, ვითარდება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები. B ვიტამინის დეფიციტი, უპირველეს ყოვლისა, ნერვული სისტემის მდგომარებაზე აისახება, ვინაიდან პანთოტენის მჟავა დიდ როლს ასრულებს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რომლებზეც არის დამოკიდებული იმპულსთა გატარება და ტვინის სხვადასხვა ფუნქცია.

გახსოვდეთ: B5  ვიტამინი

. ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს;

. ანთებით პროცესთა პროფილაქტიკური საშუალებაა;

. გვიცავს სტრესებისაგან;

. ამცირებს ცხიმოვან მარაგს ორგანიზმში;

. ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას;

. კანსა და თმას უნარჩუნებს სიჯანსაღეს;

. უზრუნველყოფს ნორმალურ სისხლის მიმოქცევას.