ჰიუ ლორი: ინფექციური მონონუკლეოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიუ ლორი: ინფექციური მონონუკლეოზიდან დოქტორ ჰაუსამდე

სისხლის შემადგენლობის ცვლილებებს იწვევს. მართალია, სიკვდილიანობა იშვიათია, მაგრამ ავადმყოფობა 6-8 კვირა გრძელდება. ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილები, ლიმფური კვანძების შესამჩნევი გადიდება, ანგინა. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იწევს, ღვიძლი და ელენთა დიდდება, მოსალოდნელია სიყვითლე, მუცლის ტკივილები და სხვა. ძილიანობა, საერთო სისუსტე და ძლიერი დაღლილობის შეგრძნება ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება.

სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, ანტიბიოტიკები გამომწვევზე არ მოქმედებს. სწორედ ამ დაავადებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის ქართველმა ტელემაყურებლებმა გაიცნეს და შეიყვარეს ამერიკული ტელესერიალის მთავარი გმირი დოქტორი ჰაუსი, უფრო სწორად, ამ როლის შემსრულებელი ინგლისელი მსახიობი, მწერალი, ანთროპოლოგი, არქეოლოგი და მუსიკოსი ჰიუ ლორი. ჯეიმს ჰიუ კელამ ლორი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში დაიბადა 1959 წლის 11 ივნისს. მამა - ექიმი, ხოლო დედა დიასახლისი გახლდათ.

ჰიუ ოთხ დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო. პატარაობისას ის შოტლანდიის პრესვიტერიანულ ეკლესიაში დადიოდა. სწავლობდა პრესტიჟულ კერძო სკოლებში: ოქსფორდის დაწყებით სკოლასა და იტონში.

1981 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა. სწორედ ამ უნივერსიტეტის სამოყვარულო თეატრში გადადგა პირველი ნაბიჯები როგორც მსახიობმა და სცენარისტმა. მაგრამ რომ არა ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ინფექციური მონონუკლეოზი, რომელმაც სპორტულ კარიერაში შეუშალა ხელი, სამაგიეროდ, გზა გაუხსნა თეატრისაკენ, დოქტორი ჰაუსი მსოფლიოს ვერ მოევლინებოდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე მეგობართან ერთად დაწერა და დადგა კომედია "The Cellar Tapes", რომელმაც მას 1982 წელს პირველი თეატრალური ჯილდო და "ვესტ-ენდის" თეატრიდან ტელეტრანსლაციის კონტრაქტი მოუტანა, საქვეყნოდ კი სახელი კომედიურმა სერიალმა "შავმა გველგესლამ" გაუთქვა, სადაც რამდენიმე როლს თამაშობდა და სტივენ ფრაისა და როუენ ატკინსონს უწევდა პარტნიორობას. ამავე პერიოდში დიდი პოპულარობა მოუტანა ქარაფშუტა არისტოკრატის ბერტ ვუსტერის როლმა ტელესერიალში "ჯივისი და ვუსტერი". ამ სერიალში მუსიკა თავად ლორის ეკუთვნოდა.

ჰიუ დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ფორტეპიანოზე, გიტარასა და ტუჩის გარმონიკაზე უკრავს და პერიოდულად როკჯგუფთან ერთად სცენაზეც გამოდის. ლორი წერს კიდეც: 1996 წელს მისი რომანი "ზარბაზნებით მოვაჭრე" ბესტსელერი გახდა. ახლა მსახიობი მეორე წიგნზე მუშაობს.

მამა, რომელმაც 1948 წელს ნიჩბოსნობაში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, ჰიუსთვის სპორტული კერპი გახლდათ. თავადაც აკადემიურ ნიჩბოსნობაში მოსინჯა ძალები და აქაც მიაღწია წარმატებას. ამჟამად ის "ლენდერ-ქლაბის" - აკადემიური ნიჩბოსნობის ერთ-ერთი უძველესი კლუბის - წევრია. ამ კლუბს ოდესღაც მამამისი ხელმძღვანელობდა.

2004 წელს, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ჰიუ ლორიმ ამპლუა შეიცვალა და ამერიკულ ტელესერიალ "დოქტორ ჰაუსში" მთავარი როლის თამაშზე დათანხმდა, სადაც მან პირქუში, მაგრამ გონებამახვილი ექიმი-მიზანთროპი განასახიერა. "ყოველთვის მიზიდავდა ექიმის როლი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავშვობაში, ავადმყოფობისას, მამაჩემთან ერთად თავს უამრავი ექიმი დამტრიალებდა. არა, არც ერთი მათგანი ჰაუსის მსგავსი არ ყოფილა, მაგრამ აღიარეთ, ჰაუსი მართლა მაგარი გამომივიდა. ამ ბოლო ფრაზას მე კი არა, თავად დოქტორი ჰაუსი ამბობს", - ღიმილით დაამთავრა მან პრესკონფერენცია, რომელიც მისთვის პირველი "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა. ამ როლისთვის მან სულ ორი "ოქროს გლობუსი" და ისეთი პოპულარობა მოიპოვა, როგორიც თითქმის არავის ღირსებია.

2007 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მსახიობს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა, შარშან კი ჰიუ ლორიმ "ტელევიზიის საყვარელი დრამატული მსახიობის" ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

ჰიუ ლორი 1989 წელს დაქორწინდა ჯო გრინზე, რომელიც თეატრის ადმინისტრატორია. ცოლ-ქმარს სამი შვილი - ორი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავს.

მსახიობს ავტომობილს მოტოციკლი ურჩევნია. და კიდევ: მის მთავარ გატაცებად მაინც მუსიკა რჩება. იგი კლავიშებიან ინსტრუმენტზე უკრავს როკჯგუფ "The Band From TV"-ში, რომლის წევრებიც ამერიკული ტელესერიალების მსახიობები არიან და რომელიც ხშირად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს მთელ ამერიკაში.