საზაფხულო პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

საზაფხულო პრობლემები

საზაფხულო პრობლემები

დადგა ზაფხული და გრიპის სეზონიც დასრულდა. აღარც სურდო უნდა იყოს ხშირი, თითქოს ბრონქიტი და ხველაც აღარ გვახსენებს თავს... სამაგიეროდ, დადგა ზაფხულის სეზონური დაავადებების დრო. რა საშიშროება გვემუქრება წლის ამ პერიოდში? ამაზე გვესაუბრება ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს
ზოგადთერაპიული კლინიკის ექიმი ირმა ცინდელიანი.

- რომელი დაავადებები გვახსენებს თავს ზაფხულობით ყველაზე ხშირად?

- ზაფხულთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის ინფექციები გვახსენდება, თუმცა არც გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ანგინა, ბანალური გაციება და პარაზიტული ინვაზიის შემთხვევებია იშვიათი.

- თითქოს უცნაურია, რომ წლის ცხელი, სტაბილური

ამინდის პერიოდი შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივი ჩივილების მიზეზად იქცეს...

- უცნაური არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სიცხეში ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყალს კარგავს. ამის გამო სისხლის წებოვნება იზრდება და გულსაც მისი გადატყორცნისთვის უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. როცა ადამიანს გულის დაავადება აქვს, ასეთი დატვირთვა, ბუნებრივია, უკვალოდ არ ჩაივლის. შესაბამისად, გულის

დაავადების სიმპტომები წლის ცხელ პერიოდში უფრო ხშირად გვახსენებს თავს. განსაკუთრებით ცხელ დღეებში ხშირია არტერიული წნევის მომატების, გულის უკმარისობის აღმოცენების შემთხვევები. შესაძლოა, დაიბადოს კითხვა: დაგვეხმარება თუ არა დანაკარგის შესავსებად მეტი სითხის მიღება? ერთი შეხედვით, ეს ლოგიკურია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ზედმეტი სითხის მიღება არ არის სასურველი მათთვის, ვისაც გულის უკმარისობა ან მაღალი არტერიული წნევა აქვს.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც გულის დაავადებები აწუხებს?

- ყველამ, ვინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უჩივის, ზაფხულის ცხელ დღეებში ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ჯანმრთელობას. ჰიპერტონიული დაავადების შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს არტერიული წნევის კონტროლი. გულის უკმარისობისას არ არის სასურველი 1,5 ლ-ზე მეტი სითხის მიღება. უარი უნდა ვთქვათ ფიზიკურ დატვირთვაზე. როცა ჰაერის ტემპერატურა 250ჩ-ს აღემატება, კარდიოლოგიურ პაციენტებს კატეგორიულად ეკრძალებათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მეტისმეტად ცხელ დღეებში კი, ვურჩევთ, საერთოდ არ გავიდნენ შინიდან. ურიგო არ იქნება, თუ შინ კონდიციონერს დაამონტაჟებენ ან ვენტილატორს დაიდგამენ. ეს რჩევები ყველა ასაკოვან პაციენტს გამოადგება. საქმე ის არის, რომ ასაკთან ერთად გულ-სისხლძარღვთა სნეულებების განვითარების რისკი იმატებს და დიდია ალბათობა, ხანში შესულ ადამიანს ჰქონდეს გულის დაავადება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მანიფესტირებული (გამოვლენილი). კიდევ ერთი რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ მხედველობაში: ცხელ დღეებში საკმაოდ ხშირია ქვედა კიდურების შეშუპება. ამ არასასიამოვნო ფაქტს ხშირად ცხელი ამინდის თანმხლებ თითქმის აუცილებელ მოვლენად მიიჩნევენ. რასაკვირველია, შეიძლება, სიცხეში ქვემო კიდურების შეშუპება სისხლისა და ლიმფის დინების დარღვევით, მაღალი ტემპერატურის გამო სისხლძარღვების განვლადობის მომატებითაც იყოს განპირობებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის გულის უკმარისობის სიმპტომიც არის. ამ უკანასკნელის ალბათობა უფრო მაღალია, თუ პაციენტი ასაკოვანია ან გულის პათოლოგია აქვს. ამ შემთხვევაში შეშუპებასთან ერთად ყურადღებას იქცევს გულის ფრიალი, პულსის აჩქარება, ქოშინი. ჩამოთვლილი სიმპტომები ხშირად მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც აღმოცენდება.

- უცნაურია, რომ საზაფხულო პრობლემებს შორის ანგინაც დაასახელეთ...

- არც ეს არის გასაკვირი. ბავშვებს ანგინა გამაგრილებელი სასმელებისა და ნაყინის წყალობით ემართებათ, ხოლო მოზრდილები ჰაერის აქტიური კონდიცირების მიზეზით ხდებიან ავად. ამას ერთვის მანქანის ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ქარიც. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ სასურველ ფონს ქმნის ანგინისათვის, დაავადების მთავარი ფაქტორი კი ინფექციური აგენტი - მიკროორგანიზმი სტრეპტოკოკია.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
თამბაქოს მოწევა ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს. განსაკუთრებით კი ფილტვებს.
გავრცელებული აზრით, კარაქი ან ზეთი თავიდან აგვიცილებს სწრაფად დათრობის საშიშროებას.
ნიუკასლის უნივერსიტეტის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ 85 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანები,
გამოსავალი ნაპოვნია! უსაფრთხო ალტერნატივა მათთვის, ვინც მოწევას თავს ვერ/არ ანებებს.
დასვენება, ძილი, კვება, ფიზიკური აქტივობა, ზრუნვა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – ეს ის საკითხებია, რომელიც განსაზღვრავს იმას,
აშშ-ს როჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მყარი და ბედნიერი ოჯახის
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად