ძლიერი, მტკიცე ოჯახის შექმნა ორმხრივ ძალისხმევას მოითხოვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვაწესრიგოთ ოჯახური ურთიერთობა

ოჯახური კამათი ცოლქმრული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ არ იცით, როგორ მოაგვაროთ ურთიერთობა კინკლაობის შემდეგ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ქორწინება წარუმატებლობისთვის არის განწირული.

გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც ცოლის, ასევე ქმრის ინტერესებიც, ამიტომ ბევრი რამ არის დამოკიდებული პარტნიორების კონფლიქტურობაზე, პირად თვისებებსა და ურთიერთობაზე.

ფსიქოლოგების აზრით, ცოლ-ქმრის ურთიერთობა უმთავრესად ერთობლივი ცხოვრების ერთი, სამი და შვიდი წლის შემდეგ იძაბება. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში უთანხმოების მიზეზი უნდა გავარკვიოთ. ამის შემდეგ ნათელი გახდება, როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობა. ყველა წყვილმა კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ ნებისმიერი კამათი სწრაფი და ერთმნიშვნელოვანი შერიგებით უნდა დასრულდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რამე უთქმელი და გაურკვეველი დარჩეს.

ისწავლეთ პრობლემის სიღრმისეულად შეფასება, დაუკვირდით კამათის მიზეზს და თუ ის უმნიშვნელო მოგეჩვენათ, ენერგიასა და ნერვებს ფუჭად ნუ დახარჯავთ. თუ მიზეზი სერიოზულია, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, შეკრიბეთ არგუმენტები და მკაფიოდ განსაზღვრეთ, რას ელით ამ კონფლიქტისგან, რის დათმობა მოგიწევთ შერიგებისთვის ან რა უნდა ასწავლოს თქვენს პარტნიორს ამ კამათმა. მრისხანება ცუდი მოკავშირეა.

თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარება გსურთ, არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ მას რამე ცხელ გულზე. ნუ გაიხსენებთ მის მშობლებს, უიღბლო მეგობრებსა თუ ნათესავებს. ერიდეთ მკვეთრ და რადიკალურ გამოთქმებს, ნუ იქნებით კატეგორიული, ნუ დაემუქრებით ურთიერთობის გაწყვეტით, ნუ წამოაყენებთ ულტიმატუმს. ასეთი ტაქტიკა არამცთუ ვერ დაგეხმარებათ ურთიერთობის მოწესრიგებაში, არამედ საპირისპირო შედეგსაც კი გამოიღებს. რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ, პასუხად იგივე მოისმინოთ.

არასოდეს გაიმეოროთ მეუღლის მიერ ნათქვამი საწყენი სიტყვები. უბრალოდ უთხარით, რომ ამ სიტყვებმა გული გატკინათ. ურთიერთობის გამოსწორებაში დაგეხმარებათ შემდეგი ფრაზები: "მე მესმის შენი, მაგრამ...", "მე ვაფასებ შენს აზრს, მაგრამ...", "ორივესთვის უმჯობესი იქნება, თუ..." - რომლებსაც თქვენს არგუმენტებს მოაყოლებთ. ეს ფრაზები მიუთითებს, რომ თქვენ დიალოგისთვის მზად ხართ.

თუ მეუღლე შერიგებისთვის თქვენთვის მიუღებელ პირობებს წამოგიყენებთ, თავი ისე დაიჭირეთ, თითქოს თანახმა ხართ, მაგრამ წამოაყენეთ შემხვედრი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა.

ქალები და მამაკაცები ჩხუბის დროს სხვადასხვანაირად იქცევიან, ამიტომ თუ ქალს ეკამათებით, გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ გაქვთ, თუმც ფიზიკური უპირატესობა თქვენს მხარესაა. მეტიც - თუ ძალას გამოიყენებთ, დესპოტი და ტირანი გამოჩნდებით, ქალი კი წყენას გულში ჩაიდებს და ხელსაყრელ სიტუაციაში აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს. მაშინაც კი, როდესაც ჩხუბის გარდა პრობლემის მოგვარების გზას ვერ ხედავთ, ეცადეთ, იგი თავიდან აიცილოთ. ყვირილი, ლანძღვა-გინება და ხელჩართული ომი ვერაფერს მოაგვარებს. ამით ქალში მხოლოდ სიძულვილს გააღვიძებთ და შესაძლოა, ყველაფერი ცუდად დასრულდეს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემის განხილვას თავი აარიდოთ, მაგრამ ეცადეთ, ზღვარი გაავლოთ მსჯელობასა და ჩხუბს შორის. ჩხუბია, როდესაც ქალი ტირის, თქვენ კი ყვირით ან ორივე პირგამეხებული დარბიხართ მთელ ბინაში და რაც ხელში მოგხვდებათ, აქეთ-იქით ისვრით. კამათი შეიძლება იყოს მოზომილი და დახვეწილი, ხოლო ჩხუბი ადრე თუ გვიან ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზრდება.

ზოგი ქალი განზრახ აღიზიანებს მამაკაცს. წესისამებრ, მაშინ, როდესაც სიყვარული და ყურადღება აკლია. ასე რომ, ეცადეთ, მეუღლეს უფრო თბილად მოეპყროთ, ხოლო თუ ისეთ ქალთან გაქვთ საქმე, რომელსაც სიყვარულის საბუთად ფიზიკური ძალადობა სჭირდება, სასწრაფოდ გაგზავნეთ ფსიქოთერაპევტთან. თუ ჩხუბი არ გიყვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს მუდამ უნდა დაუთმოთ. როცა ხშირად თმობთ, თანდათან კარგავთ საკუთარი თავის პატივისცემას, თავი გძულთ, ბრაზობთ მეუღლეზე და ზოგჯერ უაზროდ ეძალებით სასმელს. უთანხმოების თავიდან ასაცილებლად ჯობს პრობლემის განეიტრალება სცადოთ. მეუღლე დაარწმუნეთ, რომ ჩხუბი თქვენს ურთიერთობას არ ემუქრება და თუ ორივე თქვენგანი სადავო საკითხზე საკუთარ აზრს შეინარჩუნებს, არაფერი შეიცვლება.

კამათს ჯანსაღი იუმორით მოეკიდეთ. ჭუჭყიანი თეთრეულისა და დაულაგებელი სახლის გამო ცოლს თმით ნუ დაითრევთ. თუ ამ ყველაფერს ხუმრობაში გაატარებთ, თქვენი შანსი გაიზრდება. თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო, რადგან ზოგიერთ ქალს ხუმრობა არ ესმის.

თუ ჩხუბი თავიდან მაინც ვერ აიცილეთ, ცოლს ეუბნებით, რომ მას შეუძლია ჰქონდეს განსხვავებული აზრი და ამავე დროს საკუთარ პოზიციას ინარჩუნებთ. დაბოლოს, შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა არასოდეს მოგერიდოთ.