რომ არ გვარყიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომ არ გვარყიოს

ზღვის ავადმყოფობას ბევრი უჩივის. კოსმონავტებიც კი აღიარებენ, რომ ზოგჯერ ისინიც ვერ იმორჩილებენ ვესტიბულურ აპარატს. ბედმა მხოლოდ ადამიანთა 6-8%-ს გაუღიმა - მათ კინეტოზი არ აწუხებთ.

რყევის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები, უფრო - გოგონები. ბიჭუნები 2 წლამდე რყევას საერთოდ ვერ გრძნობენ. ამიტომაც არის, რომ მათ ასე უყვართ საქანელები და კარუსელები, ზოგიერთი მოზრდილისთვის კი ბზრიალა ატრაქციონის შეხედვაც საკმარისია, რომ გულ-მუცელი ამოუბრუნდეთ. მგზავრობა შესაძლოა სერიოზულ პრობლემად ექცეთ მათაც, ვინც სანაღვლე გზების დისკინეზიით არის ავად.

როგორ მოვიქცეთ?

მგზავრობამდე რამდენიმე დღით ადრე გაავარჯიშეთ ვესტიბულური აპარატი:

  • შეასრულეთ გადახრა წინ და გვერდზე, თანაბრად და მსუბუქად ატრიალეთ თავი.
  • დივანზე პირქვე დაწექით, თავი ჩამოკიდეთ, შემდეგ კი სწრაფად ასწიეთ.
  • აუზში ცურვისას საკუთარ თავს შეუქმენით ”ხელოვნური რწევის” პირობები: მკლავის ყოველი მოსმისას სხეული მიაბრუნეთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
  • იცეკვეთ ვალსი.
  • მგზავრობამდე 1-2 კვირით ადრე დაიწყეთ ელეუტეროკოკის ექსტრაქტის მიღება: 30 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.

მგზავრობის წინ

  • კარგად გამოიძინეთ.
  • მგზავრობამდე 1-2 საათით ადრე მსუბუქად წაიხემსეთ.
  • არ მოსწიოთ და არ მიიღოთ ალკოჰოლი.
  • არ იხმაროთ მკვეთრსუნიანი პარფიუმერია - მკვეთრმა სურნელმა შესაძლოა გულისრევის, პირღებინებისა და თავის ტკივილის შეტევის პროვოცირება გამოიწვიოს.

მგზავრობისას

  • არ იფიქროთ უსიამოვნო შეგრძნებებზე.
  • ჩართეთ კონდიციონერი, გააღეთ ფანჯარა. გაიხადეთ ზედმეტი ტანსაცმელი.
  • სთხოვეთ თანამგზავრებს, სალონში ჭამას მოერიდონ - საჭმლის სუნმა შესაძლოა გულისრევა გამოიწვიოს.
  • თან წაიღეთ დაჭრილი ლიმონი და როგორც კი დისკომფორტს იგრძნობთ, მოწუწნეთ. ზოგიერთს შველის პიტნის კანფეტი, საღეჭი რეზინი, კოჭას ჩაი, ორცხობილა.
  • სვით ცივი წყალი. თუ ხელი მიგიწვდებათ, შესანიშნავია პირში ყინულის ნაჭრის ჩადება. მისი მაგივრობა შესაძლოა ნაყინმაც გაგიწიოთ.
  • თუ ზღვის ავადმყოფობის მოახლოება იგრძენით, კანის მგრძნობიარე წერტილებს თითით დააწექით. ეს წერტილები მდებარეობს ყურის ბიბილოს ქვეშ და მაჯაზე, ხელისგულიდან სამი თითის დაშორებით.

გემზე

მეტი დრო გაატარეთ გემბანზე, ცენტრალურ ადგილას - გემის კიჩოსთან და ცხვირთან რწევა უფრო მეტად იგრძნობა. მზერა ჰორიზონტის ხაზზე შეაჩერეთ.

ავტობუსში და ავტომობილში

დაბრძანდით ისე, რომ მგზავრობის მიმართულებით იყურებოდეთ. სავარძელი რაც შეიძლება მეტად გადასწიეთ უკან - ნახევრად მწოლიარე მგზავრობას უკეთ გადაიტანთ. იყურეთ პირდაპირ. წარმოიდგინეთ, რომ საჭეს თქვენ უზიხართ - მას, ვისაც საჭე უჭირავს, არასდროს ერევა გული. არ იკითხოთ. უმჯობესია, მუსიკას უსმინოთ.

თვითმფრინავში

აფრენისას და დაფრენისას ისუნთქეთ ღრმად. მოიმარაგეთ კარამელები.

თუ არც ერთი მეთოდი არ გშველით, მგზავრობისთვის შეიძინეთ პრეპარატები, რომლებიც ვესტიბულური აპარატის მგრძნობელობას აქვეითებს.

  • დრამინა, ბონინი და კინედრილი (ეს ანტიჰისტამინური პრეპარატები აფთიაქებში იყიდება, როგორც რწევის საწინააღმდეგო საშუალებები. ისინი მგზავრობამდე მინიმუმ 1 საათით ადრე უნდა მიიღოთ);
  • აერონი, ბელატამინალი და ბელასპონი ბელადონას" target="_blank" href="/index.php?option=com_encyclopedia&task=search&term=ბელადონას&Itemid=351" >ბელადონას ალკალოიდებით;
  • პრეპარატები - ავია-მორე, კოკულინი და ვერტიგოხელი;
  • ბიოდანამატი `თანამგზავრი~ კოჭას გასუფთავებული ფესვურით და გვირილის ფოთლებით (მიიღება 1-2 ტაბლეტი მგზავრობამდე 30 წუთით ადრე).

უკიდურეს შემთხვევაში გამოგადგებათ ვალიდოლი ან ვალოკორდინი. შეგიძლიათ მიიღოთ ასევე დიმედროლი ან სუპრასტინი. ეს მედიკამენტები ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებია, მაგრამ რწევის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვთ. გიშველით ცერუკალიც, რომელიც, ჩვეულებრივ, გულძმარვის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

ძლიერი პირღებინება შესაძლოა დაცხრეს, თუ დაყნოსავთ ნიშადურის სპირტში დასველებულ ბამბას. ასე რომ, შეგიძლიათ, ის წინასწარ მოიმარაგოთ.