ყავა არ იწვევს გულის რითმის დარღვევას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყავა არ იწვევს გულის რითმის დარღვევას

მეცნიერებს აინტერესებდათ ყავის მოხმარების დონე, ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. აღნიშნულ მონაცემებს მკვლევარები აგროვებდნენ 4 წლის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში 17 ათას მონაწილეს აღენიშნა არითმიის შეტევები.

ყავის მიღებასა და გულის რითმის დარღვევის რისკს შორის კავშირი მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს. მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე იმ გენეტიკურ ფაქტორებზე, რომლებსაც შეუძლიათ ცალკეული ადამიანების ორგანიზმის მიერ კოფეინის გადამუშავებაზე ზეგავლენის მოხდენა. თითოეული დამატებითი ყავის ფინჯანი, რომელსაც ადამიანი დღის განმავლობაში მიირთმევს, საშუალოდ 3%-ით აქვეითებს არითმიის რისკს.

როგორც კვლევის ერთერთი ავტორი, კარდიოლოგი გრეგორი მარკუსი (Gregory Marcus) აღნიშნავს: "ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი საფუძველი პოპულარული რეკომენდაციისა, რომ გულით ავადმყოფებისათვის არ შეიძლება ყავა ან კოფეინი. ცხადია შესაძლებელია ინდივიდუალური რეაქციების განვითარება, როდესაც კოფეინი გამოდის ტრიგერის როლში და პროვოცირებს არითმიის შეტევას, თუმცა სულ უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება იმის შესახებ, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. ადამიანების უმრავლესობას, მათაც, ვისაც არითმია აღენიშნება, შეუძლიათ დატკბნენ ფინჯანი ყავით".