ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებთან კომუნიკაციის ეფექტური გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებთან კომუნიკაციის ეფექტური გზები

ის დემენციის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც აზროვნების, მეხსიერების და მსჯელობის უნარ-ჩვევების დაქვეითება ახასიათებს.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომები მწვავდება, პაციენტებს თავიანთი სურვილების, აზრების და გრძნობების გამოხატვა უძნელდებათ.

როდესაც ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, აუცილებელია სხეულის ენის გამოყენება.

ჟესტები, სახის გამომეტყველება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რომელსაც თქვენი სხეული გადმოსცემს არის მნიშვნელოვანი.

მაგალითად, თუ თქვენ გნებავთ, რომ ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანს შესთავაზოთ ყავის მირთმევა მაგიდასთან, სხვადასხვა წინადადებით ამის გადმოცემას, სჯობს მიუთითოთ ხელით მაგიდისკენ და უთხრათ: ყავა?

შემდეგ წაბრძანდით მაგიდისკენ და თქვენს ყავის ფინჯანთან მოკალადით.

ფსიქოლოგების თქმით, ასეთ დროს ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანი მოგბაძავთ და გააკეთებას იმას,რასაც თქვენ.

მათივე თქმით, აუცლებელია თვალის კონტაქტის შენარჩუნება. ალცჰაიმერით დაავადებულთან ურთიერთობისას უყურეთ მათ თვალებში და ჩაეხუტეთ.

ხშირად გაუწოდეთ ხელი, ასეთ დროს მათთგან იმავე ჟესტს მიიღებთ, ეს ხომ ბუნებრივი რეფლექსია.

ჟესტები, მიმიკები და სხეულის ენით კომუნიკაცია ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანთან დამაკავშირებელი ყველაზე ეფექტური გზაა.

გამოიყენეთ გრძნობათა ორგანოები. როდესაც სიტყვებით ვეღარ გამოხატავთ სიყვარულს შეხებით გამოხატეთ.

გამოიყენეთ სუნიც, ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანის საყვარელი სუნამოს თუ ლოსიონს სუნს შესაძლებელია დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდეს.

მათთვის აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა, მზე და სხვადასხვა სასიამოვნო ბგერები.

როდესაც ხედავთ, რომ ადამიანს უჭირს რაიმე ობიექტის დასახელება, ან გახსენება, ან ერთსა და იმავე შეკითხვას სვამს, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მისი თავის ტვინი დაზიანებულია. იმის ნაცვლად, რომ შფოთვას და იმედგაცრუებას მიეცეთ,აუცილებელია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მისცეთ მას დრო სიტყვის გასახსენებლად. უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ მას უკეთ გაუგოთ.

დაგისვათ იგივე შეკითხვა?- ეცადეთ თქვენი პასუხი უფრო გაამარტივოთ, გამოიყენეთ მარტივი სიტყვები და წინადადებები.

ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანთან საუბრისას წყნარი და მშვიდი ადგილი შეარჩიეთ. გარემო, რომელშიაც მრავალი ყურადღების გამფანტველი საგანია რთულია საკომუნიკაციოდ. ტელევიზორი, სხვა ადამიანები და ხმაური დემენციის შუა სტადიაში მყოფ ადამიანთან ურთიერთობის ხელშემშლელი ფაქტორია.

ალჰაიმერის პროგრესირებასთან ერთად კოგნიტური შესაძლებლობები მცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემენციის მქონე ადამიანებს ინფორმაცია მათ გარშემო არსებულ სამყაროს შესახებ არ აქვთ.

ადრეულ ეტაპზე მათ ჯერ კიდევ აქვთ ეს შესაძლებლობა, უბრალოდ ცოტაოდენი დახმარება ესაჭიროებათ.

თქვენ კი არ უნდა ისაუბროთ მათზე სხვებთან, არამედ თავად მათ უნდა ესაუბროთ.

არ ეკამათოთ! მაშინაც კი თუ ისინი არ არიან მართლები.

ნუ ეცდებით მათ რეალობა თავს მოახვიოთ. როდესაც არ სურთ რაიმეს გაკეთება, მაგალითად ექიმთან წასვლა, შეცვალეთ სტრატეგია.

და ბოლოს, კონუნიკაციის უმთავრესი ნაწილი არის პატივისცემა.

პატივი ეცით ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანს და გახსოვდეთ, რომ დაავადება შლის მათ მეხსიერებას და არა მათ ადამიანურ ღირსებას.