L-გლუტამინი თავის ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ამინომჟავაა - რა ფუნქცია აკისრია და რაში გვეხმარება იგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

L-გლუტამინი თავის ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ამინომჟავაა - რა ფუნქცია აკისრია და რაში გვეხმარება იგი

გლუტამინი იმ ამინომჟავათაგან ერთ-ერთია, რომელიც ცილის სამშენებლო მასალას წარმოადგენს, ცილები კი ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ორგანული ნაერთია.

L-გლუტამინს შეიცავს: კვერცხი, ხაჭო, რძე, ბრინჯი, ბროკოლი და სხვ.

ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ და იმუნურ სისტემებს. ეფექტურია ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა:

• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

• კრონის მსგავსი ნაწლავის ანთებითი დაავადება;

• წყლულოვანი კოლიტი;

• დივერტიკულოზი;

• დივერტიკულიტი;

ვინაიდან, გლუტამინი ამცირებს ნაწლავის ანთებას. კვლევები აჩვენებს, რომ L-გლუტამინი TH2 ანტისხეულების იმუნური პასუხის ეფექტს აბალანსებს, რომელიც ანთებით ციტოკინებს ასტიმულირებს.

ამინომჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანსაღი ნაწლავური ფლორის შენარჩუნებაში, ის ცუდი ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. პათოგენებისგან დაცული კუჭ-ნაწლავი კი გვიცავს, ყაბზობიდან დაწყებული წონის მატებით დასრულებული, პრობლემებისაგან.

გლუტამინი ძალიან მნიშვნელოვანია თავის ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვისაც. ნეიროტრანსმიეტერი გლუტამატისა და გლუტამინის ციკლის დარღვევა არაერთ პრობლემას იწვევს, რომელიც თავის ტვინთან არის დაკავშირებული, ესენია:

რიეს სინდრომი;

ეპილეფსია;

ბიპოლარული აშლილობა;

შიზოფრენია;

შფოთვა;

დეპრესია;

ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

მიტოქონდრიული დისფუნქცია ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის არანორმალურ მატებას იწვევს, რაც აღნიშნული პრობლემებით ვლინდება. რაც შეეხება გლუტამინს, მას ასევე შეუძლია ტვინის დაბერების პროცესის შეჩერება/შეფერხება.

ნიუ-იორკის უნივერისტეტის მედიცინის სკოლის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანებაც კი იწვევს ტვინის ატროფიას, დაზიანება უმეტესად სწორედ გლუტამინ-გლუტამატის ციკვლის დარღვევით და გლუტამატის დონის მატებითაა გამოწვეული.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ზრდის ჰორმონის დონე იზრდება,დაახლოებით, 400%-ით გლუტამინის მიღების შემდეგ. ეს კი მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და წონის კლებისთვის შესაძლებელია იყოს ხელსაყრელი.

არსებობს მტკიცებულება, რომ გლუტამინი ცხიმების წვას და კუნთოვანი მასის წარმოქმნას უწყობს ხელს, რასაც ინსულინის დონის შემცირებით და სისხლში გლუკოზის დაბალანსებით ახერხებს.

ახალი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზეც, რომ L გლუტამინი ფუნდამენტურ როლს თამაშობს გულ-სისხლძაღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ვინაიდან ის დნმ-ის, ატფ-ის, ცილების და ლიპიდების სინთეზის სუბსტარტს წარმოადგენს.

მას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რის გამოც შეუძლია შეამციროს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:

ჰიერტენზია;

ჰიპერლიპიდემია;

სიმსუქნე;

დიაბეტი.