ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა და კუნთების სისუსტე - სიმპტომათა კომპლექსი, რომელიც B12 ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეულ ანემიას ახასიათებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა და კუნთების სისუსტე - სიმპტომათა კომპლექსი, რომელიც B12 ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეულ ანემიას ახასიათებს

თანდათან ვითარდება და სხვა სახის ანემიებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მსგავსია. გარდა ამისა, B12 ვიტამინის ნაკლებობას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ნერვების დაზიანება, რაც ვლინდება ჩხვლეტის შეგრძნებით, მგრძნობელობის დაკარგვითა და კუნთების სისუსტით.

ანემიის დიაგნოზის დადგენის შემდეგ ტარდება ანალიზები, რათა გაირკვეს, ანემიის მიზეზი B12 ვიტამინის ნაკლებობაა თუ ფოლიუმის მჟავასი. მოხსენიებულთა ნაკლებობით გამოწვეულ ანემიაზე ექიმს მაშინ მიაქვს ეჭვი, როცა სისხლის ნიმუშში მიკროსკოპით გამოკვლევისას მეგალობლასტები აღმოჩნდება. შესაძლებელია სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებებიც, განსაკუთრებით მეგალობლასტური ანემიის დიდი ხნის განმავლობაში არსებობისას.

უნდა განისაზღვროს B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას დონე სისხლში, მათი ნაკლებობის მიზეზის დასადგენად კი სხვა კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ძვლის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა იწვევს სისხლში წითელი უჯრედების (ანემია), თეთრი უჯრედების (ლეიკოპენია) და თრომბოციტების (თრომბოციტოპენია) რაოდენობის შემცირებას. ანემია სისუსტით, დაღლილობითა და სიფერმკრთალით ვლინდება.

ლეიკოპენიის გამო ინფექციები უფრო ადვილად ვითარდება, თრომბოციტოპენიის შედეგი კი სისხლჩაქცევებისადმი და სისხლდენისადმი მიდრეკილებაა.

B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას ნაკლებობით გამოწვეული ანემიის მკურნალობა სხეულში ამ ნივთიერებების რაოდენობის შევსებას გულისხმობს.

B12 ვიტამინი ხშირად ინექციის სახით ენიშნება პაციენტს. დასაწყისში ეს ყოველდღიურად ან კვირაში ერთხელ კეთდება რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ სისხლში ამ ნივთიერების დონე ნორმას არ დაუბრუნდება.

შემდეგ ინექციები თვეში ერთხელ ინიშნება. B12 ვიტამინის მიღება ასევე შესაძლებელია ცხვირში შესხურებით, ენისქვეშა ან დასალევი აბის სახით. პერნიციოზული ანემიის სამკურნალოდ, ჩვეულებრივ, ვიტამინის კუნთშიგა ინექციები ინიშნება.

B12 ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის დროს პაციენტებს ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ ვიტამინის მიღება.

ფოლიუმის მჟავა დღეში ერთხელ დასალევად ინიშნება აბის სახით. თუ მისი შეწოვა დარღვეულია, შესაძლოა მისი მიღებაც მთელი ცხოვრების მანძილზე გახდეს საჭირო.