ამოვარდნილობისას ტკივილი მომენტალურად აღმოცენდება, მოტეხილობისას კი შეიძლება დაიგვიანოს - როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან მოვარდნილობა და მოტეხილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამოვარდნილობისას ტკივილი მომენტალურად აღმოცენდება, მოტეხილობისას კი შეიძლება დაიგვიანოს - როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან მოვარდნილობა და მოტეხილობა

ყველამ უნდა იცოდეს პირველი დახმარების აღმოჩენის საფუძველი, მათ შორის - ამოვარდნილობისა და მოტეხილობის განსაზღვრა და ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ერთ და მეორე შემთხვევაში.

ამოვარდნილობა - სახსრის ბუნებრივი ფორმის დარღვევა და ძვლების შეერთების მიდამოში მათი ბოლოების შეცილებაა.

სრული ამოვარდნილობა ხასიათდება სასახსრე კაფსულის დეფორმაციით და მყესების გაგლეჯით. ნაწილობრივი ამოვარდნილობისას მხოლოდ სასახსრე კაფსულის ფორმა იცვლება და შესაძლებელია მყესების დაჭიმვა. ამოვარდნილობისას ტრავმის ადგილზე ნებისმიერი მოძრაობა ბლოკირებულია.

ამოვარდნილობის ადგილზე აღინიშნება სახსრის ტკივილი, ვითარდება შეშუპება. უფრო მეტიც, შეიძლება შეინიშნებოდეს ერთმანეთის სიახლოვეს ორი ამობურცულობა - შეცილებული სასახსრე ძვლები.

მოტეხილობა - ძვლის მთლიანობის დარღვევაა, თუმცა, ამოვარდნილობისგან განსხვავებით, ტრავმირებული ადგილი მოძრავია. ღია მოტეხილობისას დაზიანებული კანის საფარველიდან მარტივადაა შესაძლებელი ძვლის ნატეხების გარჩევა. მოტეხილობის მიდამოში ძალიან სწრაფად ვითარდება შეშუპება, შემდგომ კი ჰემატომა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მთლიანად ფარავს ტრავმირებულ კიდურს.

განსხვავება მოტეხილობასა და ამოვარდნილობას შორის ის არის, რომ მოტეხილი ძვლის გამო იცვლება ტრავმირებული კიდურის ფორმა და სიგრძე.

ამოვარდნილობისას ტკივილი მომენტალურად აღმოცენდება, მოტეხილობისას კი შეიძლება დაიგვიანოს. ეს იმიტომ ხდება, რომ მოტეხილობისას ორგანიზმი ღებულობს კოლოსალურ შოკს და ერთგვარად მობილიზაციას უკეთებს საკუთარ ძალებს. ტკივილი შეიგრძნობა შოკური მდგომარეობის გავლასთან ერთად.

ამოვარდნილობისა და მოტეხილობის დროს პირველი რიგის ამოცანაა, ტრავმატოლოგიურ განყოფილებამდე უსწრაფესად ისე მიღწევა, რომ არ დაიძაბოს ტრავმირებული ადგილი. ექიმის გასინჯვამდე არაა რეკომენდებული ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება.

ამოვარდნილობისას - რაც შეიძლება უნდა შეიზღუდოს დაზიანებული კიდურის მოძრაობა. ტრავმირებული ადგილი შეახვიეთ ქსოვილით ან დაადეთ არტაშანი (მყარი სწორი საგანი, რომელიც შეიძლება ბინტით გადავახვიოთ კიდურზე, რომ არ მოიხაროს დაზიანებულ სახსარში), თვითნებურად არ ეცადოთ სახსრის ჩასწორებას. თუ დაზიანებულია ხელი, მისი დაფიქსირება შესაძლებელია სხეულზე.

ამოვარდნილ სახსარზე მოათავსეთ ყინული ან ცივ წყალში დასველებული ნაჭერი.

მოტეხილობისას საჭიროა შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

დაზარებული დააწვინეთ სწორ ზედაპირზე, დაზიანებული კიდური მოათავსეთ უმოძრაოდ.

გააჩერეთ სისხლდენა ლახტის დადებით. ლახტად შეიძლება ნებისმიერი ნაჭრის, მაგალითად, ქამრის ან ჰალსტუხის გამოყენება. ლახტი უნდა დაედოს კიდურზე სისხლდენის ადგილიდან ზემოთ. ლახტის ფიქსაციის დრო აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რადგანაც მისი გაჩერება 1,5-2 საათზე მეტხანს არ შეიძლება (ქსოვილების კვდომა რომ არ განვითარდეს, ამ დროის გასვლის შემდეგ აუცილებელია რამდენიმე წუთით ლახტის მოშვება).

გამოიყენეთ მაგარი საგანი ფიქსაციისა და ტრავმირებული ადგილის უძრაობის უზრუნველსაყოფად, ანუ დაადეთ არტაშანი. ფიქსატორი ისე შეახვიეთ, რომ მან მოიცვას ორი სახსარი - მოტეხილი კიდურის ორივე ბოლო. ტრავმირებული კიდური უნდა დაფიქსირდეს ბუნებრივ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში.