როგორ დავიცვათ თავი მოგზაურობისას ინფექციებისაგან - A ჰეპატიტი, მენინგოკოკური ინფექცია, ცოფი, ტკიპისმიერი და იაპონური ენცეფალიტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი მოგზაურობისას ინფექციებისაგან - A ჰეპატიტი, მენინგოკოკური ინფექცია, ცოფი, ტკიპისმიერი და იაპონური ენცეფალიტები

1. A ჰეპატიტი

ვირუსი გადაეცემა ჭუჭყიანი ხელების, ინფიცირებული წყლის, ამ წყალში გარეცხილი პროდუქტებისა და ჭურჭლის საშუალებით. კუჭიდან ინფექცია ხვდება სისხლში

და აღწევს ღვიძლს. თავდაპირველად ადამიანი გრძნობს სისუსტეს, გულისრევას, ჰგონია, რომ უბრალოდ მოიწამლა და ექიმთან მისვლას არ ჩქარობს. იმ დროისთვის, როდესაც ჩნდება ჰეპატიტის ძირითადი სიმპტომი - სიყვითლე, ავადმყოფი გარშემო მყოფთა ინფიცირებასაც ასწრებს. აცრა სასურველია, თუ აფრიკაში ან აზიაში მიემგზავრებით, თანაც არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენებას, არამედ მთელ ქვეყანაში მოგზაურობას აპირებთ. პირველი დოზა უნდა შეიყვანოთ გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე. მისი მოქმედება ნახევარი წლიდან წელიწად-ნახევრამდე გრძელდება. მეორე დოზა უნდა შეიყვანოთ ნახევარი წლის შემდეგ. ის ა ჰეპატიტისგან 15-20 წლით დაგიცავთ.

2. მენინგოკოკური ინფექცია

ამ აცრის გარეშე არ შეგიშვებენ საუდის არაბეთსა და დიდ ბრიტანეთში. დაავადება გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. იგი იწყება სურდოთი, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას მოგვაგონებს. შემდეგ სურდოს ერთვის ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების შებოჭილობა, იმატებს სხეულის ტემპერატურა. ავადმყოფმა შესაძლოა გონიც კი დაკარგოს. გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე გაკეთებული სულ რაღაც ერთი დოზა და მენინგიტისგან 3-5 წლით დაზღვეული იქნებით.

3. ტკიპისმიერი ენცეფალიტი

ენცეფალიტის გადამტან ტკიპებს შუაგულ ევროპაშიც შეიძლება შეხვდეთ. ტკიპების სამშობლოდ ავსტრია ითვლება, თუმცა შესაძლოა, ჩეხეთიდან და გერმანიიდანაც ჩამოიყოლოთ. ტკიპისმიერი ენცეფალიტის აცრა სასურველია, თუ შვებულების დროს ცენტრალური ევროპის ტყეებში ხეტიალს აპირებთ და აუცილებელია, თუ ვიეტნამში ან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მიბრძანდებით. ორი დოზა ერთთვიანი ინტერვალით შეჰყავთ. თუ ვერ ესწრება, შეიძლება ინტერვალის ორ კვირამდე შემცირებაც. იმისთვის, რომ სრულფასოვანი და ხანგრძლივი - 3-5-წლიანი - იმუნიტეტი მიიღოთ, 9-12 თვის შემდეგ გაიკეთეთ მესამე აცრაც!

4. იაპონური ენცეფალიტი

ამ დაავადებას შეხვდებით იმ რეგიონებში, სადაც ბრინჯი მოჰყავთ, რადგან ვირუსის გადამტანი მოსკიტები ბრინჯის ყანებში მრავლდებიან. უმეტესად ავადდებიან კამპუჩიაში, ვიეტნამში, ლაოსში, ნეპალსა და ჩინეთში. ისე რომ, თუ ამ ქვეყნებში აპირებთ გამგზავრებას, აცრა სასურველია. ვაქცინაციის სტანდარტული გრაფიკი ასეთია: სამი დოზა პირველ, მე-7 და 30-ე დღეს (დაჩქარებული ვაქცინაციის შემთხვევაში - პირველ, მე-7 და მე-14 დღეს). ორი დოზა, შეყვანილი ერთკვირიანი ინტერვალით, დაავადებისგან 80%-ით დაგიცავთ. ვაქცინაცია უნდა დასრულდეს გამგზავრებამდე არა უგვიანეს 10 დღით ადრე.

5. ცოფი

სტატისტიკის თანახმად, ტაილანდში 100-დან 3-4 ძაღლი ცოფით არის დაავადებული. ინფიცირების საფრთხე მაღალია ინდოეთში, ჩინეთში, ვიეტნამსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც. ვაქცინა შედგება სამი დოზისგან, რომელთა შეყვანა ხდება შემდეგი გრაფიკით: პირველ, მე-7 და 21-ე (ან 28-ე) დღეს. აცრა უნდა დასრულდეს გამგზავრებამდე არა უგვიანეს ერთი თვით ადრე. იმუნიტეტი 3 წელი ძლებს.