ულუნგის ჩაი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ხოლო ჯანჯაფილის ჩაი ქიმიოთერაპიის შემდგომ გულისრევას შველის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ულუნგის ჩაი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ხოლო ჯანჯაფილის ჩაი ქიმიოთერაპიის შემდგომ გულისრევას შველის

ფიტოქიმიკატები-მცენარეული პოლიფენოლები უჯრედებს დაზიანებისგან და კიბოს გამომწვევი ნივთიერებებისგან იცავს.

კვლევებით დასტურდება, რომ ხანდაზმულებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ჩაის, თავის ტვინის სხვადასხვა უბანი მეტად განვითარებული აქვთ.

ისინი გამოირჩევიან შემეცნებითი უნარ-ჩვევებითაც.

ულუნგის ჩაი ქოლესტერინის დონეს ამცირებს

mkurnali.ge

ულუნგის ჩაი მწვანე და შავი ჩაის „შუალედური ფორმაა“, ნაწილობრივ დაჟანგული, რომლის შემადგენლობაშიც შემავალი პოლიფენოლების კონცენტრაცია სასარგებლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ და საპროფილაქტკოდ.

ყოველდღიურად 2 ჭიქაზე მეტი ულუნგის ჩაის მირთმევა, „ცუდი“ LDL ქოლესტერინის დონეს ამცირებს, მცირდება დისლიპიდემიის რისკი, ანუ ქვეითდება ისეთი ლიპიდები, ლიპიდების რაოდენობა, როგორებიცაა ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები.

ულუნგის ჩაის ექსტრაქტი ცხიმების წვას და წონაში კლებასაც უწყობს ხელს.

გვირილის ჩაი იმუნიტეტს აძლიერებს და მშვიდ ძილში გვეხმარება

mkurnali.ge

გვირილის მცენარეული ჩაი კოფეინს არ შეიცავს, მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. თუ გაღიზიანებული ხართ, ვერ იძინებთ და ძილის პრობლემები გაწუხებთ, მიირთვით ძილის წინ ფინჯანი ჩაი.

გვირილა იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, შფოთვის და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ამასთანავე მისი ჩაი ძალიან ეფექტურია პრემენსტრუალური სინდრომის დროს.

ჯანჯაფილის ჩაი გულისრევას და ღებინებას შველის

mkurnali.ge

ჯანჯაფილის ჩაი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრესს ამცირებს. მუცლის ტკივილი, ღებინება და პრობლემები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებით არის გამოწვეული ჯანჯაფილის ჩაის დახმარებით დაგავიწყდებათ.

ის უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა გულისრევის და ღებინების დროს.

კვლევები აჩვენებს, რომ ჯანჯაფილი 40%-ით ამცირებს ქიმიოთერაპიის შემდგომ გულისრევას.

ჯინჯეროლი, რომელსაც ჯანჯაფილი შეიცავს, მის გემოსა და სუნს განაპირობებს, ასევე დიაბეტის და კიბოს განვითარებისგან გვიცავს.

პიტნის ჩაი ჯანსაღ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან ასოცირდება

mkurnali.ge

ჯანჯაფილის მსგავსად, პიტნაც ხელს უწყობს მონელების პროცესს.

პიტნა მეთანოლს შეიცავს, რომელიც ნაწლავის ტრაქტს ადუნებს და შეშუპებისგან ათავისუფლებს.

საყლაპავის პრობლემები, გულმკერდთან ტკივილი და წვა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი- პიტნის ჩაი შესაძლებელია აღნიშნული სიმპტომების სამკურნალოდ იყოს ეფექტური.

ის ცნობილია დამამშვიდებელი ეფექტითაც, არ შეიცავს კოფეინს და გვეხმარება მოდუნებაში.

მწვანე ჩაი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რისკს ამცირებს და გვეხამრება ჯანმრთელი გულის შენარჩუნებაში

mkurnali.ge

მწვანე ჩაი კატექინებს (ეპიგალოკატექინ-3 გალატი (EGCG)) შეიცავს, რაც განაპირობებს მის ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. ის ასევე ეფექტურია ქრონიკული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო და შაქრიანი დიაბეტი - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელთა განვითარებისგანაც გვიცავს ეს ჩაი.

კვირაში ექვსი, ან მეტი ფინჯანი მწვანე ჩაის მირთმევა 33%-ით ამცირებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს.

რაც შეეხება გულის დაავადებებს, 2018 წელს გამოქვეყნდა კვლევა ჟურნალში „ Biological Chemistry”, რომლის თანახმადაც მწვანე ჩაიში შემავალ კატექინებს შეუძლიათ ათეროსკლეროზისაგან დაგვიცვას.

ისინი, ვინც ყოველდღიურად ორ-სამ ფინჯან მწვანე ჩაის მიირთმევენ, ინსულტის განვითარების შანსი 14%-ით ნაკლები აქვთ.

შავი ჩაი ანთებას ამცირებს და შემეცნებას უწყობს ხელს

mkurnali.ge

შემეცნებითი უნარების დაქვეითება, ანთებითი პროცესები, გულის დაავადებები, დიაბეტი და კიბო - მათი პროფილაქტიკა შავი ჩაის დახმარებით არის შესაძლებელი.

2016 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ შავი ჩაის რეგულარული გამოყენება დაკავშირებულია ნეიროკოგნიტური აშლილობის განვითარების ნაკლებ რისკთან. ის დემენციისგან გვიცავს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებშია ეფექტიანი.