შეცდომები, რომლებსაც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებიც ხშირად უშვებენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

შეცდომები, რომლებსაც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებიც ხშირად უშვებენ

შეცდომები, რომლებსაც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებიც ხშირად უშვებენ
ის, რაც უნდა იცოდეთ:
ჯერ წყალი სცადეთ...


mkurnali.ge



როდესაც, გვშია, ან გვწურია ჩვენი ორგანიზმი თავის ტვინს სიგნალებს უგზავნის. თუმცა, ამ ორი „შეტყობინების“ ერთმანეთისგან გარჩევა ხშირად გვიჭირს.

როგორც წყურვილი, ასევე შიმშილიც იწვევს თავბრუსხვევის, თავის ტკივილისა და დაღლილობის შეგრძნებას.ასეთ დროს ჯერ წყლის დალევა სჯობს, თუ შვება ვერ იგრძენით, შემდეგ მიირთვით საკვები.

წყლის ნაკლებობაზე მიუთითებს კანის და თვალების სიმშრალე, პირის სიმშრალე, მუქი შარდი და იშვიათი შარდვა.


მჯდომარე პოზიციაში დიდი ხნით ყოფნა


mkurnali.ge


დღეში 6 საათზე მეტ ხანს ჯდომა, წოლა და არააქტიურად ყოფნა გულის დაავადებებით გამოწვეულ
სიკვდილიანობასთან, კიბოსთან და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან ასოცირდება.

აუცილებელია, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ წამოდგეთ და გაიარ-გამოიაროთ 1-2 წუთით მაინც.

ყოველდღიურად 1 საათით ვარჯიში უამრავი
დაავადებისგან და, რაც მთავარია, „ხანგრძლივი ჯდომის“ ნეგატიური ზემოქმედებისაგან გვიცავს.


ჭამის შემდეგ მალევე იხეხავთ კბილებს

mkurnali.ge



მიირთვით საკვები, ან რაიმე სასმელი? დაელოდეთ 1 საათის გასვლას და შემდგომ გაიხეხეთ კბილები (განსაკუთრებით, მჟავე საკვების მიღების შემდეგ).

მანამდე პირის ღრუში გამოივლეთ წყალი, ან დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინა.


იყენებთ ყურის საწმენდ ჩხირებს

mkurnali.ge


საწმენდი ჩხირებით შესაძლებელია გოგირდი ყურის არხში „გაიჭედოთ“ და გოგირდოვანი საცობის წარმოქმნას შეუწყოთ ხელი.


ჭრილობას წყალბადის ზეჟანგით ან ალკოჰოლით ამუშავებთ

mkurnali.ge



ჭრილობის დამუშავება ძლიერი ანტისპეტიკური საშუალებით შესაძლებელია კარგი აზრი იყოს, თუმცა მან ზოგჯერ შესაძლოა ასე კანი უფრო დაიზიანოთ.

უმნიშვნელო ნაკაწრები შეგიძლიათ საპნით და წყლით ჩამოიბანოთ, შემდეგ კი თხლად ვაზელინი წაისვათ.


არ იყენებთ წელიწადის ყველა დროს მზისგან დამცავ საშუალებებს

mkurnali.ge


კანის კიბოს გამომწვევი უმთავრესი მიზეზი მზის ულტრაიისფერი სხივებია.

მზის სხივები მთელი წლის განმავლობაში ანათებენ, ღია ფერის კანს ულტრაიისფერი სხივები 10-15 წუთში აზიანებენ.

მზისგან დამცავი საშუალებები საჭიროა ღრუბლიან ამინდშიც. ფრთხილად იყავით, თოვლთან, წყალთან და ქვიშათან - ისინი მზის სხივებს ირეკლავენ.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი მინიმუმ spf 30, დაიფარეთ კანის ყველა უბანი, მათ შორის: ტუჩები და ყურები.


ვაქცინის მიმართ უნდობლობა გაქვთ

mkurnali.ge




გრიპის საწინააღმდეგო და მრავალი სხვა ვაქცინა გვიცავს არაერთი ინფექციისგან.

სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონენი, ჩვილები, ხანდაზმულები და მცირეწლოვანი ბავშვები - მათთვის განსაკუთრებით საჭიროა აცრა.

დღევანდელი კოვიდ ვითარებაც იმაზე მეტყველებს, რომ ვაქცინაცია ინფექციებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზაა.


ძილის წინ სმარტფონს „სქროლავთ“

mkurnali.ge



სამუშაოდ, გასართობად და მრავალი მიზეზით გვიწევს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, რასაც თავისი დადებითი და ნეგატიური მხარე აქვს.

ძილის წინ მობილურის „სქროლვა“ ნამდვილად ცუდი იდეაა, ვინაიდან ასე ტვინს და სხეულს მოდუნება უჭირს. გაჯეტები ცისფერ შუქს ანათებენ, რაც მელატონინის, ანუ ძილის ჰორმონის გამომუშავებას ამცირებს.


არ ამოწმებთ მედიკამენტთა ინსტრუქციას

mkurnali.ge


კერძოდ, წამალთა ურთიერთქმედებას. ზოგიერთმა საკვებმა, კვებითმა დანამატებმა, ან სხვა მედიკამენტებმა შეიძლება კონკრეტული პრეპარატის ეფექტურობა შეზღუდოს, ან არასასურველი გვერდითი მოვლენა გამოიწვიოს.

ყოველთვის გაეცანით გამაფრთხილებელ ეტიკეტებს.


არ ასუფთავებთ წყლის ბოთლს

mkurnali.ge


წყლის ბოთლი, რომელსაც ვარჯიშისას, ან სამსახურში იყენებთ, რეგულარულად უნდა გაასუფთავოთ.

მიკრობების განადგურებაში დაგეხმარებათ თეთრი ძმარი და წყალი.

ჩაასხით წყალი და 3-4 ს/კ თეთრი ძმარი ბოთლში, დატოვებთ ღამით და დილით კარგად გარეცხეთ, ასე ჭურჭელს ბაქტერიები მოსცდილდებიან.


დიეტური სასმელები

mkurnali.ge



სოდიანი სასმელები, რომლებიც შაქარს არ შეიცავს ნაკლებად კალორიულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ ისინი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს ხელოვნური დამატკბობლები.


ყურადღებას არ აქცევთ მენტალურ ჯანმთელობას

mkurnali.ge



ფსიქიკურმა სტრესმა შესაძლებელია ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა შეგიქმნათ.

სტრესი იმუნურ სისტემას ასუსტებს და ხელს უყწობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა: გულის დაავადება, დიაბეტი, დეპრესია და შფოთვა.

აუცილებელია, სტრესთან გასამკლავებლად ივარჯიშოთ, იმედიტიროთ, იურთიერთოთ მეგობრებთან და საჭიროების შემთხვევაში გაესაუბროთ ფსიქოლოგს.


ელექტრონულ სიგარეტს მოიხმართ

mkurnali.ge



ელოქტრონული სიგარეტი მავნეა!

შესაძლებელია ჩვეულებრივ სიგარეტზე ნაკლებად მავნე ელექტრონული სიგარეტია, თუმცა არც ის არის ბოლომდე უსაფრთხო.

მან შეიძლება ფილტვის ქრონიკული დაავადებების და ასთმის განვითარებას შეუწყოს ხელი.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
თუ ხანშიშესული ადამიანი რეგულარულად ივარჯიშებს (ზომიერ რეჟიმში) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
07-05-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
სამკურნალო საშუალება ხველის თავისებურებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ.
ფეხების ყოველდღიური მოვლა, განსაკუთრებით ტერფებისა და ქუსლების, გულისხმობს დღეში არანაკლებ ორჯერ დაბანას,
ჩაი პოლიფენოლებით არის მდიდარი, ანტიოქსიდანტების შემცველობა მის სამკურნალო და სასარგებლო თვისებებს განაპირობებს.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად