როცა ორგანიზმი ცილების ნაკლებობაზე მიგვანიშნებს... - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

როცა ორგანიზმი ცილების ნაკლებობაზე მიგვანიშნებს...

როცა ორგანიზმი ცილების ნაკლებობაზე მიგვანიშნებს...
ორგანიზმმა დღიური კალორაჟის 10% ცილებისგან უნდა მიიღოს.

რა სიმპტომები ახასიათებს ცილების ნაკლეობაბას?



შეშუპება


mkurnali.ge



ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმს პროტეინები აკლია, არის შეშუპება. ცილების ნაკლებობის შედეგად ვითარდება ედემა, ანუ ორგანიზმში სითხის შეკავება, რაც შეშუპებას იწვევს.

შესიება განსაკუთრებით გამოკვეთილია მუცლის, ფეხების, ტერფებისა და ხელების არეში.

სისხლის შემადგენელი ერთ-ერთი ცილაა - ალბუმინი, რომელიც ქსოვილებში სითხის დაგროვებას უწყობს ხელს.ის ქრონიკულ ანთების პროცესებს, ამასთანავე სხვადასხვა ინფექციასაც ებრძვის.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეშუპება მრავალი სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და აუცილებელია ექიმთან დროული
კონსულტაცია.


განწყობის ცვლილება

mkurnali.ge


ჩვენი ტვინი ნეიროტრანსმიტერებს იყენებს უჯრედებს შორის ინფორმაციის გადასაცემად.

მრავალი ნეიროტრანსმიტერი კი ამინომჟავებისგან შედეგება, თავის მხრივ, ამინომჟავა ცილის საშენი მასალაა.

კვების რაციონში ცილების ნაკლებობა ნეიროტრანსმიტერების რაოდენობაზეც აისახება. როდესაც ისინი საკმარისად ვერ გამომუშავდება, ეს ცვლის ტვინის მუშაობასაც. მაგალითად, დოფამინის და სეროტონინის დაბალი შემცველობის გამო,
თქვენ შეიძლება დეპრესიას განიცდიდეთ, ან ზედმეტად აგრესიულები იყოთ.


თმის, ფრჩხილებისა და კანის პრობლემები

mkurnali.ge


ისინი შედგებიან ცილებისგან, როგორებიცაა: ელასტინი, კოლაგენი და კერატინი.

როდესაც ორგანიზმში აღნიშნული პროტეინების ნაკლებობა აღინიშნება, თმა და ფრჩხილები მტვრევადია, კანი მშრალია და აქერცვლისკენ მიდრეკილი.


სისუსტე და დაღლილობა

mkurnali.ge


კვლევები აჩვენებს, რომ არასაკამარისი ცილების რაოდენობა კუნთებზე მოქმედებს, რომლებიც მოძრაობაზე არიან პასუხისმგებელნი.

დროთა განმავლობაში, პროტეინების ნაკლებობა კუნთის მასის შემცირებას იწვევს, რაც ამცირებს ძალას, ართულებს წონასწორობის შენარჩუნებას და ანელებს მეტაბოლიზმს.

მას ასევე შეუძლია ანემია გამოიწვიოს, ასეთ დროს უჯრედები საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ ღებულობენ, რაც სიმპტომურად დაღლილობით ვლინდება.


შიმშილის გრნობა

mkurnali.ge



ცილები გვანაყრებენ!

შიმშილისა და დაუკმაყოფილობის განცდა შესაძლებელია ცილების ნაკლებობაზე მიგვანიშნებდეს.

გადახედეთ კვების რაციონს. კვლევები ცხადჰყოფს, რომ ცილებით მდიდარი კვების რაციონი ყველაზე უკეთ გვანაყრებს, ამასთანავე ცილოვანი დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა წონის კლებისთვის.


ნელა გიხორცდებათ ჭრილობები

mkurnali.ge


ადამიანებს, რომლებსაც ცილის ნაკლებობა აქვთ, ჭრილობების და ნაკაწრების შესახორცებლად დიდი დრო სჭირდებათ.

ისინი ასევე მიდრეკილები არიან კუნთების დაჭიმულობისკენ, ვარჯიშის შედეგად უფრო მეტად უვითარდებათ ტრავმები, რაც კოლაგენის დეფიციტისგანაა გამოწვეული.


ხშირად ავადმყოფობთ

mkurnali.ge



სისხლში არსებული ამინომჟავები იმუნურ სისტემას ანტისხეულების წარმოქმნაში ეხმარება, რომლებიც სისხლის თეთრ უჯრედებს ააქტიურებენ.

სისხლის თეთრი უჯრედები - ლიმფოციტები კი ვირუსების, ბაქტერიების და ტოქსინების წინააღდეგ ბრძოლაში გვეხმარებიან.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
რა სარგებელი მოაქვს ნიორს ჩვენი ორგანიზმისთვის.
13-09-2021
გვესაუბრება რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი.
06-08-2021
ზაფხულში ბევრს აშინებს შეშუპების განვითარება და ამ მიზეზით ერიდება სითხის, კერძოდ, წყლის სათანადო რაოდენობით
14-07-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
სამკურნალო საშუალება ხველის თავისებურებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ.
ფეხების ყოველდღიური მოვლა, განსაკუთრებით ტერფებისა და ქუსლების, გულისხმობს დღეში არანაკლებ ორჯერ დაბანას,
ჩაი პოლიფენოლებით არის მდიდარი, ანტიოქსიდანტების შემცველობა მის სამკურნალო და სასარგებლო თვისებებს განაპირობებს.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად