სუფრის მარილის შემცვლელი ინსულტისგან იცავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

სუფრის მარილის შემცვლელი ინსულტისგან იცავს

სუფრის მარილის შემცვლელი ინსულტისგან იცავს
კვლევაში მონაწილეობდა ჩინეთის სოფლების 21 ათასი მაცხოვრებელი, რომელთა საშუალო ასაკიც შეადგენდა 65 წელს. ყველა მათგანს ან გადატანილი ჰქონდა ინსულტი, ან აღენიშნებოდა მომატებული არტერიული წნევა.

კვლევის მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად დაჰყვეს. პირველ ჯგუფს ამარაგებდნენ მარილის შემცვლელით, რომელიც 75% ნატრიუმის ქლორიდს შეიცავდა, ხოლო 25% — კალიუმის ქლორიდს. კვლევის მონაწილეების ეს ნარევი უნდა გამოეყენებინათ საჭმლის მომზადების ან კონსერვირებისას სუფრის მარილის ნაცვლად.

თითოეულ მონაწილეს ეძლეოდა დღეში 20 გრამი მარილის შემცვლელი. მეორე, საკონტროლო ჯგუფის მონაწილეები აგრძელებდნენ ჩვეულ ცხოვრებას და სუფრის მარილის მიღებას.

ხუთი წლის განმავლობაში
კვლევის მონაწილეებს შორის დაფიქსირებული იქნა სამი ათასზე მეტი ინსულტის შემთხვევა და ხუთი ათასზე მეტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მწვავე შეტევა (ინსულტი და ინფარქტი), ოთხი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კვლევის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მარილის შემცვლელის გამოყენება აქვეითებს ინსულტის რისკს 14%-ით, ინსულტისა და ინფარქტის - 13%-ით, ხოლო
ნაადრევი სიკვდილის რისკს 12%. ამასთან არანაირი უარყოფითი შედეგები ჯანმრთელობისთვის კალიუმის მომატებული მოხმარების შედეგად არ იქნა გამოვლენილი. (საქმე იმაშია, რომ საკვებში კალიუმის სიჭარბე შეიძლება პოტენციურად საშიში იყოს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ადამიანებისათვის).

მთელ მსოფლიოში ადამიანები საჭიროზე მეტ სუფრის მარილს მოიხმარენ. თუ კი ყველგან მოხდება მარილის შემცვლელზე გადასვლა, შესაძლებელია მილიონობით ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილება. სპეციალისტები გვირჩევენ საერთოდ უარი ვთქვათ სუფრის მარილზე იმ ნარევის სასარგებლოდ, რომელშიც ნატრიუმის ქლორიდის ნაწილი ჩანაცვლებულია კალიუმის ქლორიდით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
სამკურნალო საშუალება ხველის თავისებურებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ.
ფეხების ყოველდღიური მოვლა, განსაკუთრებით ტერფებისა და ქუსლების, გულისხმობს დღეში არანაკლებ ორჯერ დაბანას,
ჩაი პოლიფენოლებით არის მდიდარი, ანტიოქსიდანტების შემცველობა მის სამკურნალო და სასარგებლო თვისებებს განაპირობებს.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად