ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა "ოქროს წესები" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა "ოქროს წესები"

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია, ორგანიზმში ყოველდღიურად 50-მდე შეუცვლელი კომპონენტი მოხვდეს, მათ შორის - ამინმჟავები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ცილები, ნახშირწყლები.

ორგანიზმი მხოლოდ ასეთი კვებისას ახერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალურ წარმართვას და, მთლიანობაში, სრულფასოვან მუშაობას.

პროფილაქტიკური მიზნით სამკურნალო კვება ქრონიკულად მოავადეებმა სასურველია თებერვლის ბოლოდანვე დაიწყონ და დაახლოებით მარტის ბოლომდე ასე იკვებონ. არც ხანგრძლივი დიეტაა სასურველი, რადგან ერთფეროვანი საკვები და გარკვეული შეზღუდვები არასასურველ გავლენას ახდენს თავად ქრონიკულად მიმდინარე პროცესზე და, შესაბამისად, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ისე ფსიქოემოციურ სფეროზეც. იკვებეთ სრულფასოვნად, ნუ დაიცავთ ამ პერიოდში დიეტას, თუმცა არც უზომოდ ჭამას გირჩევთ; ნუ მიეძალებით ხორცს, ცხიმიან და შემწვარ საკვებს, დროებით უარი თქვით ცხარე სანელებლებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, უპირატესობა რძის პროდუქტებსა და მცენარეულ საკვებს მიანიჭეთ.

აუცილებლად ჩართეთ რაციონში ჭარხალი, ქიშმიში, გარგარისა და შავი ქლიავის ჩირი, ფორთოხალი, მწვანილი, თხილი, ხახვი, ნიორი, თაფლი. თუ ფუტკრის პროდუქტების მიმართ ალერგიული არ ბრძანდებით, მოსამაგრებლად შეგიძლიათ მიირთვათ თაფლი ან გაღეჭოთ ფიჭა. მშვიდად შეხვდით მაგნიტურ ქარიშხლებს. მოიმაგრეთ ნერვული სისტემა, თუ ამინდის ცვლილებები გთრგუნავთ, სევდას ან უძილობას გგვრით, სჯობს, დამამშვიდებელი საშუალებები მიიღოთ. ნაკლები სვით ან საერთოდ უარი თქვით კოფეინიან სასმელებზე.

ეცადეთ, ნებისმიერ ამინდში რაც შეიძლება მეტი ხანი დაჰყოთ ჰაერზე. თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს, არახელსაყრელ გეომაგნიტურ დღეებში ეცადეთ შეზღუდოთ როგორ გონებრივი, ისე ფიზიკური დატვირთვა. თუ ჰიპერტონიკი ბრძანდებით, ცივ, ქარიან ამინდში შინიდან გასვლის წინ რამდენიმე წუთით სადარბაზოში შეჩერდით - მიეცით ორგანიზმს აკლიმატიზაციის საშუალება.

თუ ჰიპოტონიკი ხართ, დღე ვარჯიშით დაიწყეთ, რათა გაიაქტიუროთ სისხლის მიმოქცევა. მეტად მნიშვნელოვანია გამოძინება - უძილობა მეტეომგრძნობელობას 3-ჯერ ზრდის. თუ საშუალება გაქვთ, ეცადეთ, ნასადილევს 30-40 წუთით მაინც მოატყუოთ თვალი. აუცილებლად გამონახეთ კვირაში თუნდაც ერთი საათი, რათა ქალაქის ხმაურს გაერიდოთ და ბუნების წიაღში ნერვები დაიწყნაროთ. მთავარი კი ის არის, რომ ამინდის ცვალებადობას შიშით არ უცქერდეთ. ნებისმიერ პრობლემასთან ბრძოლისას საუკეთესო მოკავშირე კარგი განწყობა და ოპტიმიზმია.