როგორ მოვუაროთ ფეხებს ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ფეხებს ზაფხულში

რომლის დროსაც რეკომენდებულია არა მარტო დასაბანი საშუალებების, არამედ სპეციალური ჯაგრისების ან სქრაბების გამოყენება. აღნიშნული საშუალებები მოაშორებენ კანის მკვდარ უჯრედებს. ზაფხულის პერიოდში სასურველი იქნება, თუ ჩვეულებრივ საპონს ანტიბაქტერიულით შევცვლით. ფეხების შემშრალება აუცილებელია, განსაკუთრებით თითებს შორის მიდამოში. ამის შემდეგ ტერფებზე და, სურვილის შემთხვევაში, მთელ ფეხზე (ქვევიდან ზემოთა მიმართულებით) გავიკეთოთ მსუბუქი მასაჟი. საჭიროა ფეხზე წავისვათ სპეციალურად ფეხისთვის განკუთვნილი მკვებავი კრემი.

კვირაში 2-3-ჯერ ფეხებს სჭირდება ღრმა გასუფთავება, რაც უნდა გაკეთდეს ფეხების კარგი ჩალბობის შემდეგ და დამუშავდეს ფეხების სპეციალური სახეხით. კარგად შევამშრალოთ, დავიმასაჟოთ, წავისვათ დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი და ჩავიცვათ ბამბის წინდები.

ზაფხულში ფეხებზე უარყოფითად მოქმედებს სიცხე, მტვერი და მწერების ნაკბენები, ფეხსაცმლის ზონრები. ქუსლის მიდამოში კანი შრება და სკდება. სწორედ ამ მიკრონახეთქებიდან შესაძლებელია შეიჭრას ინფექცია, რაც მეტი დისკომფორტის მომტანია. ზაფხულის სასარგებლო პროცედურაა ფეხებისთვის სამკურნალო მცენარეების ნახარშის აბაზანები ეთერზეთებითა და მარილით.

რომელი სამკურნალო მცენარეები შეიძლება გამოვიყენოთ ფეხის აბაზანისთვის?

  • ოფლიანობის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ მუხის ქერქი, ბეგქონდარა, წიწვოვანი ეთერზეთები და ექსტრაქტები.
  • გვირილას და გულყვითელას აქვს მადეზინფიცირებელი მოქმედება, ხოლო შავბალახა, ჭინჭარი და პიტნა აგრილებს და აჯანსაღებს კანს.
  • შეშუპებისას კარგია გვირილის, ასევე თაფლისა და ცაცხვის ყვავილის აბაზანა.
  • კანს სწრაფად არბილებს კარტოფილის ნახარში.
  • გრიპისა და გაციების დაწყებისას კარგი საშუალებაა 2 სუფრის კოვზი მდოგვის დამატება ფეხების აბაზანაზე.
  • ასევე კარგია ზღვის მარილის აბაზანები, რომლის უპირატესობა ისაა, რომ ის არა მარტო ფეხებისთვის, მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მარილი და წყალი ძალიან სწრაფად ხსნის დაღლილობას, ასუფთავებს კანს და ფეხებს ანიჭებს ტონუსს.

როგორ მივიღოთ ფეხის აბაზანა

წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, ხოლო შეშუპების, ანთების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების ან მომატებული ოფლიანობის დროს ჯობს გავიკეთოთ გრილი წყლის აბაზანა, რომელიც შეამცირებს შეშუპებას, ანთებას, მოხსნის ტკივილს და შეავიწროებს სისხლძარღვებს. ჩვეულებრივ, ფეხის აბაზანის ხანგრძლივობა არის 5 წუთი, მაგრამ მომატებული ოფლიანობისას – არა უმეტეს 3 წუთისა, ნახეთქებისას – არა უმეტეს 10 წუთისა.

ფეხების დაღლილობას კი შესანიშნავად უმკლავდება კონტრასტული აბაზანები. უნდა ავიღოთ ორი ვარცლი. ერთში ჩავასხათ ასატანად ცხელი წყალი და მეორეში – ცივი. ფეხები უნდა მოვათავსოთ ხან ერთ, ხან მეორე ვარცლში.

ფეხების მასაჟი

მასაჟი სასარგებლოა იმით, რომ ხსნის სიმძიმის შეგრძნებასა და დაღლილობას, ასევე შეშუპებას და ხელს უწყობს სისხლის სწორ ცირკულაციას. ამას გარდა, ძალიან სასარგებლოა ფეხების სიმაღლეზე მოთავსება, სისხლის მიმოქცევის აღსადგენად.

მასაჟი უნდა დავიწყოთ ტერფებიდან, კარგად დავიმასაჟოთ ტერფები წრიული მოძრაობით და ნელ-ნელა ავიდეთ ზემოთ მუხლებისა და ბარძაყისაკენ. აღსანიშნავია, რომ კანი მასაჟის დროს უნდა იყოს სუფთა. სასარგებლოა სპეციალური მასაჟის ზეთების ან ჩვეულებრივი მკვებავი კრემის გამოყენება. მასაჟისას ხელის მოძრაობა უნდა იყოს აუცილებლად ტერფიდან ბარძაყის მიმართულებით.

აბაზანის და მასაჟის შემდეგ შეიძლება ფეხზე სპეციალური ნიღბის გაკეთება. ნიღბისთვის მინიმალური დრო 15 წუთია.

ფეხის ნიღბების რეცეპტები

ნახეთქებისაგან გაგვათავისუფლებს კომბოსტოს ფოთოლი, რომელიც უნდა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. წავისვათ კომბოსტოს ფაფა ქუსლებზე და გავაჩეროთ ნახევარი საათი.

კანს არბილებს ქრისტესისხლა, რომელიც უნდა დააქუცმაცოთ ან დანაყოთ და გაიჩეროთ ქუსლებზე ნახევარი საათი.

ეფექტურია ასევე მაიონეზი, რომელიც უნდა წავისვათ ტერფზე ერთი საათი. ასეთი ნიღბის შემდეგ გაუხეშებული კანი ადვილად მოშორდება ჩვეულებრივი ღრუბლის საშუალებით.

მათეთრებელი ეფექტით გამოირჩევა ლიმონი. ის უნდა გავჭრათ შუაზე და წავისვათ ქუსლებზე. 10-15 წუთის შემდეგ დავიბანოთ ფეხები. კანის მათეთრებლად შეიძლება გამოვიყენოთ ხაჭო და არაჟანიც, რომელთაც ასევე გააჩნიათ სასარგებლო და მკვებავი თვისებები. კოჟრების შემთხვევაში გაიკეთეთ თბილი კარტოფილის ნიღაბი, რომელიც შეიძლება პიურესგან გავაკეთოთ.

პედიკიურის ძირითადი წესები

წელიწადის დროის მიუხედავად, პედიკიური თვეში ერთხელ მაინც უნდა გაკეთდეს. ფეხები წინასწარ უნდა დაილბოთ 10-15 წუთით თბილ წყალში. კარგად გაიმშრალოთ და დაიმუშაოთ სქრაბით, მოაშოროთ კანის გარქოვანებული ნაწილები.

ფრჩხილების დამუშავებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფრჩხილი უნდა გავიქლიბოთ ან მოვიჭრათ სწორ ხაზზე. უნდა მოვაშოროთ ნუნები. ამის შემდეგ ტერფებზე წავისვათ კრემი და დავიმასაჟოთ. პედიკიური დავასრულოთ ლაქის წასმით.

როგორი უნდა იყოს ზაფხულის ფეხსაცმელი

ზაფხულში ყველაზე სახიფათო უქუსლო ან ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია. ქუსლის იდეალური სიმაღლეა 4-6 სმ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატურალური მასალა ფეხს სუნთქვის საშუალებას აძლევს, ამიტომ ამგვარ ფეხსაცმელში არ დაგროვდება ტენი და ინფექცია, არ დაირღვევა თბორეგულაცია და სისხლის ცირკულაცია.

ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო, თორემ წარმოიქმნება კოჟიჟი. თავისთავად, ის მოსახერხებელი უნდა იყოს.

დაუშვებელია სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმა, განსაკუთრებით ზაფხულის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აკვაპარკებში, აუზებში, საუნებსა და საშხაპეებში.