თაფლი-დარიჩინის კომბინაცია - ძლიერი ანტიმიკრობული ბუნებრივი საშუალება, რომელიც იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თაფლი-დარიჩინის კომბინაცია - ძლიერი ანტიმიკრობული ბუნებრივი საშუალება, რომელიც იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს

ჯანრმთელობის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად და მათი სამკუნალო თვისებების შესახებ უამრავი რამ არის ცნობილი.

რაც შეეხება მათ ერთად გამოყენებას, მათი კომბინაცია ეფექტურია რიგი დაავადებების სამკურნალოდ თუ საპროფილაქტიკოდ.

ნარევი განსაკუთრებული ენერგიით აღავსებს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეფექტურია მიკროორგანიზმების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ალერგია

ორივე მათგანი ეფექტურად ებრძვის ალერგიას და ალერგიის სიმპტომებს.

სახლის მტვრის ტკიპათი გამოწვეულ ალერგიას შეგიძლიათ თაფლით და დარიჩინით უმკურნალოთ.

ასთმით დაავადებულ ახალგაზრდათა 45%-ს ალერგია სწორედ აღნიშნულ ტკიპაზე აქვს.

ეგვიპტელმა მკვლევარებმა არერთი ეთერზეთი გამოსცადეს ტკიპას გასანადგურებლად,როგორც აღმოჩნდა დარიჩინი ყველაზე დიდი ეფექტურობით გამოირჩევა.

(დარიჩინის ზეთი ტოქსიკურია კატებისთვის.)

რაც შეეხება თაფლს, ის ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა ალერგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სულ რაღაც 2 ჩ/კ თაფლს შეუძლია ალერგიული სიმპტომებისგან გაგვათავისუფლოს. მისი დამხარებით იმუნური სისტემაც უფრო გაძლიერდება ალერგენის მიმართ. ( რა თქმა უნდა, თავად თაფლის მიმართ თუ არ ხართ ალერგიულები).

ასე რომ, თაფლი და დარიჩინი ანტიჰისტამინებზე არანაკლებ ეფექტური საშუალებაა.

შაქრიანი დიაბეტი

დარიჩინი და თაფლი ერთად შესაძლებელია მშვენივრად გაუმკლავდნენ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას.

ერთ-ერთი კვლევის შედეგების თანახმად, 1500 მილიგრამამდე დარიჩინის შეტანა კვების რაციონში, დადებითად აისახება ლიპიდურ პროფილზე, ღვიძლის ფერენტებზე, ინსულინ რეზისტენტობასა და მაღალმგრძნობიარე C რეაქტიული ცილების რაოდენობაზე.

დარიჩინი ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, ვისაც დიაბეტი, ან არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება აქვთ.

თაფლი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში პლაზმური გლუკოზის დონის ამაღლებას იწვევს.

დარიჩინს შეუძლია თაფლის მიერ გლუკოზის მატების შეჩერება. ასე რომ, თაფლი და დარიჩინი ერთად დაბალი გლიკემიური ინდექსის საკვებია.

აკნე და კანის ინფექციები

მთელ მსოფლიოში დარიჩინის ზეთის და თაფლის ნარევი კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

თაფლს და დარიჩინს კომბინირებულად ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია. ირანელმა მკვლევარებმა ისიც კი აღმოაჩინეს, რომ თაფლის ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები რეალურად უფრო ძლიერია ჭრილობების და დამწვრობების სამკურნალოდ, ვიდრე ტრადიციული/სტანდარტული სამედიცინო საშუალებები.

გაციება და რესპირატორული პრობლემები

დარიჩინი-თაფლის კომბინაცია ეფექტურია ინფექციებთან საბრძოლველად, ამცირებს გაციების და რესპირატორული დაავადებების სიმპტომებს, მაგალითად ყელის ტკივილს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმამდ, დარიჩინის ეთერზეთი ძალიან ეფექტურია რიგი ბაქტერიების და სოკოების ზრდის შენელებისთვის.

E. coli, candida და staph aureus - დარიჩინის ზეთი აღნიშნულ მიკროოროგანიზმების გამრავლებას აფერხებს.

საშარდე გზების ინფექციები

E. coli - ეს არის პათოგენი, რომელიც საშარდე გზების ინფექციებს იწვევს. სწორედ მისი შეფერხება შეუძლია დარიჩინს.

რაც შეეხება თაფლს, ალჟირში ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის დროსაც ის შემოწმდა, თუ რამდენად ეფექტური იყო 11 მრავალი წამლის მიმართ მდგრადი ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ორსულ ქალებში საშარდგე გზების ინფექციებს.

როგორც აღმოჩნდა, თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიბაქტერიული ეფქტის მქონე ბუნებრივი საშუალებაა.

დარიჩინის და თაფლის კომბინაცია არა თუ მხოლოდ აჩერებს მიკოორგანიზმების გამრავლებას, არამედ მათი გამოყენება საპროფილაქტიკოდაც შესანიშანვია.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ყაბზობა, წყლული, გულისრევა - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ თაფლს და დარიჩინს უძველესი დროიდან იყენებდნენ.

თაფლს და დარიჩინს ძლიერი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია.

ისინი თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან და იმუნურ სისტემას აძლიერებენ.

დარიჩინის ფხვნილის და თაფლის ნარევი აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

ასევე, ხელს უწყობს წონის კლებას და ებრძვის გულის დაავადებებს.