ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე საშუალებები - საკვები პროდუქტების მედიკამენტოზური ეფექტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე საშუალებები - საკვები პროდუქტების მედიკამენტოზური ეფექტი

ანტიობიოტიკები

ძლიერი ბაქტერიციდული აქტივობა ახასიათებს ნიორს. ინფექციებთან ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის საკმარისია დღეში ერთი-ორი კბილი ნივრის მირთმევა. მსგავსი თვისება გააჩნია ხახვს, ნიახურს, პირშუშხას, ჭარხალს, ვაშლს, ზეითუნის ზეთს, მდოგვის თესლს, ჩაის, განსაკუთრებით - მწვანეს.

ანტიკოაგულანტები

ყველაზე ცნობილი და ეფექტური ანტიკუაგულანტი - ასპირინი მცენარეული წარმოშობისაა. იგი ტირიფის ქერქისგან მიიღეს. ზოგიერთ პროდუქტსაც აქვს ამგვარი ეფექტი: შავ ყურძენს, ნესვს, წითელ ღვინოს, საზამთროს, თევზის ქონს, დარიჩინს, ქლიავს, ტყემალს, ალუჩას.

ანტიდეპრესანტები

ფინჯანი ყავა ან ცხელი შოკოლადი, შოკოლადის გემრიელი კანფეტი, თაფლი, კოჭა, მსხალი - განწყობის ამაღლებასა და სტრესის დათრგუნვას ეხმარება.

ანტიოქსიდანტები

ეს ნივთიერებები ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან ათავისუფლებს. ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს სტაფილო, კომბოსტო, წიწაკა, ნიორი, ხახვი, ისპანახი, თევზი.

სასარგებლო პროდუქტებიდან განსაკუთრებულია ბრინჯი. იაპონელების აზრით, მათი დღეგრძელობის ერთ-ერთი მიზეზი ბრინჯის მოხმარებაა.

150 გ ბრინჯი შეიცავს მინიმალური რაოდენობის ცხიმს, მაგრამ იმდენივე ცილას, რამდენსაც ნახევარი ჩაის ჭიქა რძე, იმავე რაოდენობის კალციუმს, მაგნიუმის, В ჯგუფისა და Е ვიტამინებს, რკინასა და მცენარეულ უჯრედისს, რამდენსაც პომიდორი.

წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები

კუჭისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტია კომბოსტო, რომელიც შეიცავს U ვიტამინს, ბანანი, ლეღვი, მწვანე ჩაი. კუჭზე დამამშვიდებლად მოქმედებს მოხარშული კარტოფილი, შვრიის ნახარში.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

ჩაი, ყავა, კოფეინის შემცველები ბუნებრივ ანალგეტიკებად ითვლება. მათ მიეკუთვნება პიტნაც. მწვანე ჩაი დარიჩინითა და პიტნით თავის ტკივილს ხსნის.

საძილე საშუალებები

ძილის მოსაწესრიგებლად სასარგებლოა თბილი რძის ან ჩაის დალევა 1 ჩაის კოვზი თაფლით. თაფლის დამამშვიდებელი ეფექტი საუკუნეებითაა გამყარებული.