დაბინძურებული გარემო და ქიმიკატები, რომლებიც წონის მატებას იწვევენ. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაბინძურებული გარემო და ქიმიკატები, რომლებიც წონის მატებას იწვევენ.

წონის მატების უმთავრესი მიზეზი არაჯანსაღი კვება და არასაკმარისი ფიზიკური აქტიობაა, თუმცა თუ იცოდით, რომ არსებობს გარკვეული ქიმიკატები, რომლებიც ჭარბწონიანობის განვითარებას უწობენ ხელს?

ისინი იმ საყოფაცხოვრებო ნივთების შემადგენლობაში შედიან, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ.

ასეთი ქიმიკატები კონტეინერებში, მიკროტალღურ ღუმელებსა და სხვადასხვა პლასტმასის ნაწარმში გვხვდება.

კვლევები აჩვენებს, რომ ისინი ორგანიზმში ენდოკრინულ ცვლილებებს იწვევენ.

ხელს უშლიან სხვადასხვა ჰორმონის მოქმედებას. შესაძლებელია ზეგავლენა იქონიონ ნაყოფიერებაზეც.

დაახლოებით, 20 ქიმიკატია იდენტიფიცირებული, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე.

2006 წელს აღმოაჩინეს, რომ ისინი ნორმალურ მეტაბოლურ პროცესებს აფერხებენ და წონის მატებას უწყობენ ხელს.

აღნიშნული ქიმიკატები პირდაპირ კი არ „გვასუქებენ“, არამედ ორგანიზმის მგრძნობელობას წონის მატებასთან მიმართებაში ზრდიან, ორგანიზმში ჰორმონალურ დონეზე არსებულ ცვლილებებს იწვევენ, რაც ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების მატებას.

ყველაზე გავრცელებული ქიმიკატები და საფრთხე, რომელსაც მათგან უნდა ველოდოთ

ფტალატები

ფტალატები ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფია, რომელსაც პლასტმასს უმატებენ. ის მას უფრო პლასტიკურს და გამძლეს ხდის.

სამწუხაროდ, ფტალატებს ბევრგან შევხდებით, მათ შორის: კოსმეტიკაში, ბავშვის სათამაშოებში, მზისგან დამცავ საშუალებებში, სარეცხ საშუალებებში, საკვების კონტეინერებში და სხვ.

2019 წლის მეტა-ანალიზის თანახმად, რომელიც 29 პუბლიკაციას მოიცავდა, მკვლევარებმა სიმსუქნეს და ფტალატებს შორის კავშირი გამოავლინეს, განსაკუთრებით მოზრდილებში.

ფტალატები გავლენას ახდენენ როგორც წონის მატებაზე, ასევე რეპროდუქციულ სისტემაზე. კერძოდ, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სპერმატოზოიდებში დნმ-ის დაზიანება, სათესლე ჯირკვლის ტოქსიკურობა, ასევე პუბერტატული, ანუ სექსუალური მომწიფების/განვითარების ეტაპების შეყოვნება.

ბისფენოლი A (BPA)

მისი ტოქსიკურობის შესახებ მრავლი რამ არის ცნობილი. ბისფენოლი A უნაყოფობასთან, ანთებით დაავადებებთან და D ვიტამინის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული.

ამას გარდა, ის შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს.

2019 წელს გამოქვეყნებულ მეტა-ანალიზში ნათქვამია, რომ ბისფეონლი A ბავშვებში სიმსუქნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია.

ქიმიკატს შეიცავს: წყლის ბოთლები, პლასტმასის ჭურჭელი, სათამაშოები, სამედიცინო მოწყობილობები, სტომატოლოგიურ პლომბები, ზეთის ბოთლები, ალუმინის ქილები და სხვა.

პოლიქლორირებული ბიფენილები (PCB)

მას მრავალი სამრეწველო და კომერციული გამოყენება აქვს.

ბიფენილები გამოიყენება: ქაღალდის პიგმენტად, საღებავების,პლასტმასის, ელექტრო მოწყობილობების და რეზინის წარმოებაში.

1979 წელს აშშ-ში მისი გამოყენება აიკრძალა, მიუხედავად ამის, ის ნიადაგში, შენობებში და სასმელ წყალში კვლავ არის. რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათი დაშლა/განადგურება არ არის მარტივი.

გარემოში არსებული ქიმიკატი მცენარის ფოთლებში შეიძლება დაგროვდეს, ასევე მისი გადამტანები შეიძლება თევზები და სხვა მცირე ორგანიზმები აღმოჩნდნენ.

ბიფენილები ინსულინ რეზისტენტობას, შარქიან დიაბეტს, სიმსუქნეს და მეტაბოლურ სინდრომს იწვევენ.

Atrazine (ATZ)

ATZ - ჰერბიციდია, რომელიც სარეველა ბალახის გასანადგურებლად გამოიყენება.

სწორედ მსგავსი ნივთიერება შეიძლება მოხვდეს სასმელ წყალში, რაც მას ტოქსიკურს ხდის.

ის ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს. მისი ზეგავლენით ირღვევა ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული და იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირება.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად კი ის ინსულინრეზისტენტობას და სიმსუქნეს იწვევს.

ტრიბუტილტინი ( TBT)

TBT, ძირითადად, საზღვაო სექტორში გამოიყენება. მას გემები, ნავები და სათევზაო ბადეები შეიცავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული, ზოგიერთ გემებზე ვხვდებით.

ის ჩაედინება ზღვაში და ოკეანის დამაბინძურებელი ერთ-ერთი გავრცელებული ქიმიკატია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმში ცხიმის მეტაბოლიზმის დარღვევა შეუძლია გამოიწვიოს.