უფრო მეტი მიზეზი იმისათვის, რომ იცინოთ - სიცილის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უფრო მეტი მიზეზი იმისათვის, რომ იცინოთ - სიცილის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

  • სიცილი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ის აუმჯობესებს თვითშეგრძნებას, ხასიათს, განწყობას. ზოგჯერ დროული ხუმრობის პოზიტიური მუხტი მთელი დღე გაგყვებათ. ეს ორგანიზმის მიერ ნეირომედიატორების - დოფამინის, სეროტონინისა და "ბედნიერების ჰორმონის" - ენდორფინის ინტენსიურ გამომუშავებას უკავშირდება.

  • სიცილი სასარგებლო ფიზიკური ვარჯიშია, რომელიც კუნთების 80 ჯგუფს ერთდროულად მოქმედებას აიძულებს! სიცილის დროს ადამიანს მხრები უმოძრავებს, მისი დიაფრაგმა ვიბრირებს, უდუნდება კისრის, ზურგისა და სახის კუნთები. ზოგიერთი მეცნიერი ერთი წუთის განმავლობაში სიცილს ფიტნესის 25-წუთიან ვარჯიშს ადარებს. და მართლაც, სიცილის დროს პულსი ხშირდება. მსგავსი ეფექტი ხომ ვარჯიშის დროსაც შეინიშნება.

  • სიცილი თითქმის ყველა დაავადების პანაცეაა. თქვენ წარმოიდგინეთ, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებებისაც კი (ყოველ შემთხვევაში, ცდების შედეგები საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ასეა). სიცილი ხელს უშლის სტრესის ჰორმონების გამომუშავებას და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და აძლიერებს იმუნიტეტს. ზოგჯერ ერთი გაცინებაც საკმარისია, რომ თავის ტკივილმა წამში გაგიაროთ. ერთი თვის ბავშვი უკვე იღიმება. ამბობენ, რომ ღიმილს ის დედისგან სწავლობს. თუ დედა მხიარულია, ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებს, ხშირად იცინის, მას პატარაც ბაძავს. პატარები კი ყველაზე უკეთ ტკბებიან ცხოვრებით. აღსანიშნავია, რომ ერთიდან ხუთ წლამდე ადამიანი ყველაზე ხშირად იცინის.

  • ბავშვები ხშირად იცინიან, იცინიან გულღიად და თითქმის ყოველთვის არაჩვეულებრივი განწყობა აქვთ. ისინი მუდამ მზად არიან აღმოჩენებისა და გმირობისთვის. მათ წინაშე მთელი სამყაროა გადაშლილი. იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ისინი... იცინიან!

 

  • ხუთწუთიანი სიცილი ორმოცწუთიანი დასვენების ტოლფასია. უცხოელი ექიმები უკვე დიდი ხანია სიცილთერაპიას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ - ოპტიმისტურად განწყობილი, მხნე ადამიანი ხომ ავადმყოფობის შემდეგ გაცილებით სწრაფად აღიდგენს ძალებს. სამწუხაროა, რომ საქართველოში სიცილთერაპია ჯერჯერობით არ დანერგილა. აშშ-ში კი, სადაც ამგვარი თერაპიის 600 სპეციალისტია, უკვე სიცილის ცენტრებიც კი ამოქმედდა. ხალხი იქ ისევე დადის, როგორც ფიტნესკლუბში, რადგან ჯგუფური სეანსების დროს გუნებაზე მოსვლა გაცილებით ადვილია და შედეგიც უფრო ხანგრძლივი - სიცილი ხომ გადამდებია!

  • სიცილი აუმჯობესებს სუნთქვას და ორსულებისთვისაც სასარგებლოა. გაგიკვირდებათ და სიცილით თერაპიას მშობიარობის, უფრო სწორად, სამშობიარო შეტევების პირველ ეტაპზე იყენებენ. ეს ტკივილის შეგრძნებას საგრძნობლად ამსუბუქებს. მიუხედავად ამისა, სიცილს, ისევე როგორც სხვა წამლებს, უკუჩვენებებიც აქვს. კერძოდ, დიდხანს სიცილს არ ურჩევენ ადამიანს, რომელსაც თიაქარი, თვალის ან ფილტვის დაავადება - ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია ან ტუბერკულოზი აქვს; სიცილი საშიშია, როცა არსებობს ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება ან ოპერაციის შემდგომი გართულება. ასეთ დროს ადამიანს სიმშვიდე სჭირდება. მან არ უნდა დაძაბოს სახისა თუ ორგანიზმის სხვა ნაწილების კუნთები. ყველა დანარჩენისთვის კი სიცილი წამალია. იუმორის სეანსები დამოუკიდებლადაც შეიძლება მოაწყოთ. მაგალითად, უნდა იცხოვროთ ამ წესის თანახმად: "უნდა ვიცინო ყოველ დილით თუნდაც 10 წუთის განმავლობაში, 10 წუთი შუადღისას და ამდენივე - საღამოს". ხშირად უნდა უყუროთ კომედიებს, იუმორისტულ გადაცემებს, იკითხოთ ანეკდოტები, შეადგინოთ კარიკატურების ან სასაცილო ფოტოსურათების არქივი. უფრო მეტად უნდა გქონდეთ ურთიერთობა სიცოცხლით სავსე ადამიანებთან, ექსტრავერტებთან. სასურველია, თავადაც ეძებოთ კომიკური მომენტები და გააცინოთ საკუთარი თავი. ვარიანტი უამრავია. შეგიძლიათ, თუნდაც სარკესთან დადგეთ და საკუთარ თავს ათასნაირად დაემანჭოთ.

 

  • საავადმყოფოებში მუშაობენ... ჯამბაზები. თუ საზღვარგარეთ სიცილი ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდა, ისევე როგორც, ვთქვათ, ფიზიკური ვარჯიში ან მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ჩვენ აქედან ჯერ კიდევ შორს ვართ. ჩვენში რატომღაც მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანი ხშირად იცინის, ესე იგი, "ვერ არის". არადა, სიცილი აუცილებელია. მეტიც - აუცილებელია, ვიცინოთ ხშირად და დიდხანს. ეს აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობას. ბევრს ასეთი მკურნალობა არასერიოზულად მიაჩნია. ხალხს სასწაულმოქმედი აბებისა უფრო მეტად სწამს, რომელიც მყისვე დაუბრუნებთ დაკარგულ ჯანმრთელობას, მაგრამ ასე არ ხდება! არსებობს უბრალო მეთოდები, რომლებითაც უნდა დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, და ერთ-ერთი მათგანი სიცილთერაპიაა. რა თქმა უნდა, სიცილთერაპია მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი არ გახლავთ. ის მხოლოდ დამხმარე საშუალებად გამოიყენება.

დაბოლოს, უცხოურ კლინიკებში ექიმების გვერდით ხშირად შეხვდებით ჯამბაზსაც. ის შტატიანი თანამშრომელია და სიცილით არჩენს ბავშვებსაც და დიდებსაც. კარგი იქნებოდა, ასეთი პრაქტიკა ჩვენთანაც დანერგილიყო - პატარა პაციენტებს ხომ ისედაც არ ჰყოფნით პოზიტიური ემოციები, მით უმეტეს, საავადმყოფოში.