როგორ მოვუაროთ კანს 60 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს 60 წლის შემდეგ

მოვლის კორექციისათვის უნდა ვიცოდეთ კანის ცვლილების ეტაპები, მოვლის პროცედურები ამა თუ იმ ასაკში და გამოსაყენებელი საშუალებები.

60 წლის ზემოთ გარეგნობის ცვლილება მხოლოდ კანით არ შემოიფარგლება და მასში მონაწილეობს ყველა ქსოვილი. კუნთები და მყესები კარგავენ ელასტიკურობას. ისინი გრძელდებიან, თუმცა მჭიდროდ ეკვრიან ძვლებსა და კანს. იმ ზონებში, სადაც მყესები მჭიდროდ იკავებენ კანსა და კუნთებს, ფორმირდება ღარები და ნაკეცები, სადაც ეს კავშირი სუსტია, წარმოიქმნება უბნები, რომლებიც თანდათანობით ივსება ცხიმოვანი ქსოვილით. ამის გამო იცვლება სახის რელიეფი.

სახის რბილი ქსოვილების ცვლილება ყველასთან სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, თუმცა არსებობს კანის დაბერების ოთხი ძირითადი ტიპი:

  • გრავიტაციული – უპირატესად აღინიშნება სახის რბილი ქსოვილების ფტოზი;
  • წვრილნაოჭიანი – ძირითადად იცვლება მხოლოდ კანის სტრუქტურა;
  • კომბინირებული – აღინიშნება გარკვეულწილად ორი ზემოთქმული ტიპის ცვლილება;
  • კუნთოვანი – მკაფიოდაა გამოხატული კუნთოვანი შრე, ნელა ვითარდება სახის დეფორმაცია და სჭარბობს წვრილი მიმიკური ნაოჭები. დაბერების ამგვარი ტიპი ხშირად გვხვდება აზიური რასის წარმომადგენლებთან.

ასაკთან ერთად ეშვება წარბებიც, რაც იწვევს ზედა ქუთუთოს არეში კანის სიჭარბეს. ქვედა ქუთუთოს მიდამოში მცირდება თვალის ირგვლივი კუნთის ტონუსი: წარმოიქმნება ცხიმოვანი ქსოვილი, ეშვება ქვედა ქუთუთო.

სახის შუა მესამედის ზონაში ღაწვებიდან ცხიმოვანი უჯრედისი ქვევით ეშვება და აღინიშნება ცხვირ-ტუჩის ღრმა ნაკეცები და ლოყების დაშვება.

სახის ქვედა მესამედსა და კისერზე ჩნდება ნაოჭები, ჭარბი ცხიმი, ხოლო კისრის თხელ და მოდუნებულ კანში შეიძლება გაჩნდეს პლატიზმის – კისრის კუნთების ჩამოშვებული კიდეები.

60 წლის შემდეგ კანი მშრალი, მგრძნობიარეა და მიდრეკილია კუპეროზისა (სისხლძარღვოვანი ბადეს გაჩენა) და პიგმენტაციისაკენ. ამას გარდა, ამ ასაკში აუცილებელია კისრისა და დეკოლტეს ზონის მოვლა.

კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველდღიური მოვლა და შეძლებისდაგვარად, კოსმეტოლოგის პროფესიული დახმარება. ასაკისა და კანის ტიპის მიხედვით შერჩეული სალონური პროცედურები იძლევა შესამჩნევ და სწრაფ ეფექტს.

გამოყენებული კოსმეტიკური საშუალებები უნდა შეიცავდეს ჰიალურონის მჟავას, კოლაგენს, ელასტინს, ანტიოქსიდანტებს (А და Е ვიტამინები), ულტრაიისფერ ფილტრებს. უნდა შევზღუდოთ არომატიზატორების, ემულგატორებისა და კონსერვანტების შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

რეკომენდებულია პროფესიონალური კოსმეტიკის გამოყენება, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ აქტიურ კომპონენტს საჭირო კონცენტრაციით. Mასს-მარკეტ კლასის კოსმეტიკა უფრო ესადაგება კანს ასაკობრივი ცვლილებების გარეშე, ხოლო სააფთიაქო საშუალებები მოწოდებულია დერმატოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.

ასაკობრივი კანის ყოველდღიური მოვლის აუცილებელი ეტაპებია: გაწმენდა, ტონიზება, დატენიანება და კვება. ამ ასაკში აუცილებელია სქრაბებისა და პილინგის შეზღუდვა სახლის პირობებში – ეს საშუალებები ასაკოვანი კანისთვის აგრესიულია და უმჯობესია მისი კოსმეტოლოგთან გაკეთება.

მაკიაჟის მოსაშორებლად უმჯობესია ჰიდროფილური ზეთის გამოყენება, რომელიც არ აშრობს და ჭიმავს კანს, ამასთან, კარგად ხსნის მაკიაჟის საშუალებებს. დაბანა უმჯობესია გადადუღებული წყლით, ყველაზე ნაზი და დამზოგავი საშუალებებით. ჩვეულებრივმა გელებმა და ქაფებმა შეიძლება გამოაშროს კანი.

მნიშვნელოვანი ეტაპია – ტონიზება. ყოველდღიურად აუცილებელია ასაკის საწინააღმდეგო, ჰიალურონის მჟავას შემცველი ტონიკების გამოყენება.

ასაკის საწინააღმდეგო სახის კრემი ყოველდღიურად უნდა გამოვიყენოთ. წლების განმავლობაში კანი უფრო მიდრეკილია პიგმენტაციისაკენ, ამიტომ საჭიროა მათეთრებელი ეფექტის საშუალებების გამოყენება. დილას უნდა წაისვათ დამატენიანებელი, საღამოს კი – მკვებავი კრემი. თუ პიგმენტაციის პრობლემა სერიოზულია და მათეთრებელი კრემები – არასაკმარისი, შეიძლება დავიხმაროთ მათეთრებელი ასაკის საწინააღმდეგო ნიღბები.

გარდა დამატენიანებელი კრემებისა, ყოველ დილას, წელიწადის დროის მიუხედავად, უნდა წავისვათ სახის დამცავი კრემი შPF-ით. ზამთარში საკმარისია დაცვის ფაქტორი შPF 10-15, ხოლო ზაფხულში შPF 25-ზე დაბალი ქალაქისათვის და არანაკლებ 50 ზაფხულის ცხელ, მცხუნვარე დღეებში დასვენებისას.

60 წლის ზემოთ კანის მოვლის ძირითადი პრინციპები:

1. ასაკთან ერთად ქსოვილებში მრავალრიცხოვანი ცვლილება ხდება, რაც იწვევს კანის ხილულ ცვლილებებს.

2. დაბერების ტიპის მიხედვით გარეგნობა ყველას სხვადასხვაგვარად ეცვლება.

3. ხანდაზმულ ასაკში აუცილებელია ყოველდღიური მოვლა და პროფესიული კოსმეტოლოგიური პროცედურები.

4. ასაკთან ერთად კანი შრება და მგრძნობიარე ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოერიდოთ დემაკიაჟის ეტაპზე აგრესიული საშუალებების გამოყენებას.

5. მოვლის პროცედურებში აუცილებელად უნდა ჩართოთ მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბები, ყოვლედღიურად კი სახეზე დაიტანეთ კრემი შPF-ით.

6. პიგმენტაციის შესამცირებლად რეგულარულად გამოიყენეთ მათეთრებელი ეფექტის კოსმეტიკური საშუალებები.