რამ შეიძლება შეგვიქმნას დისკომფორტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამ შეიძლება შეგვიქმნას დისკომფორტი

კოჟრებს ტერფებზე მჭიდრო, მოუხერხებელი ფეხსაცმელი აჩენს, ხელისგულებზე კი – არასწორი ფიზიკური დატვირთვა ან უჩვეულო, მძიმე სამუშაო, მით უმეტეს – როცა ადამიანი ხელთათმანის გარეშე საქმიანობს, ასევე – სიმებიან ინსტრუმენტზე დაკვრა. ამ უსიამოვნების პროვოცირება შეიძლება ბრტყელტერფიანობამაც გამოიწვიოს: ამ დროს ტერფზე დაწოლა განაწილებულია არაზომიერად, არათანაბრად და პრობლემური ადგილები კანის გაუხეშებით „პასუხობენ“.

გაითვალისწინეთ: თუ ტერფებზე კოჟრები გიჩნდებათ რეგულარულად, მუდმივი და მძიმე სამუშაოს გარეშეც, კანზე მუდმივი ზრუნვისა და ყურადღების გარდა, აუცილებლად დაგჭირდებათ დერმატოლოგის კონსულტაცია. ექიმი სათანადო გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და პროფილაქტიკის საშუალებებსაც მიგითითებთ.

დროა ვიმოქმედოთ!

კანის დაზარალებულ ადგილებს დაეხმარება ჭინჭრის ცხელი აბაზანა: 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი, ეს ნაყენი შესანიშნავი აბაზანაა! პროცედურის შემდეგ (ეს შეიძლება 10-15 წუთი გაგრძელდეს) ფეხებსა და ხელებზე გადაივლეთ ცივი წყალი. გადაისვით ცხიმიანი საცხი და გაიკეთეთ მასაჟი, ჩაიცვით ბამბის რბილი ქსოვილისგან დამზადებული წინდები ან ხელთათმანები და ყველაზე თავისუფალი კომფორტული ფეხსაცმელი. თბილი აბაზანის შემდეგ კანში შეიძლება შეიზილოთ შემდეგი ნარევი: სახამებელი, გლიცერინი და სუფთა კუპრი (ის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა). ნარევი მზადდება შემდეგი თანაფარდობით 3:3:1; თუ კოჟრი ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, მაშინ დაგეხმარებათ თბილი აბაზანა, რომელიც დამზადებული იქნება კალიუმპერმანგანატის ოდნავ ვარდისფერი ხსნარით, რომელსაც უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. ამ აბაზანაში ფეხები 15-20 წუთი გააჩერეთ, არ შეიმშრალოთ, ისე შეიშრეთ. ტკივილი სწრაფად გაგივლით. თუ უსიამოვნო შეგრძნებები გზაში გაგიჩნდებათ, სახლში დაბრუნებისთანავე ტრავმირებულ ადგილებზე გადაივლეთ ცივი საპნიანი წყალი, შემდეგ შეიზილეთ საცხი, რომელიც შეიცავს თუთიას, გლიცერინს, ტალკს, შემდეგ დაიწებეთ ბაქტერიციდული პლასტირი.

ბუშტივით გასკდა

თუ კოჟრს ყურადღებას არ მიაქცევთ და არანაირ ზომას არ მიმართავთ, შემდგომში კანზე გაჩნდება სეროზული სითხე და ბუშტი. „ტენიანი“ კოჟრი აუცილებლად უნდა გაიხსნას სპირტით წინასწარი დამუშავების შემდეგ (სპირტით უნდა დამუშავდეს ნემსიც), ასეთი „ოპერაციის“ შემდეგ ჩაიტარეთ კანის დეზინფიცირება კალიუმპერმანგანატის ხსნარით, ბრილიანტის მწვანის ხსნარით ან ფურაცილინით, შემდეგ აუცილებლად დაიკარით ბაქტერიციდული პლასტირი. არ დაგავიწყდეთ: კოჟრი – ეს ღია კარია ინფექციებისთვის, რომელთაც შეუძლიათ კანის დაავადებების გამოწვევა. სახლში გახსენით 2 ლიტრ წყალში 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 სუფრის კოვზი საპონი და 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი. თუ კოჟრის გარშემო კანზე ანთებითი პროცესი განვითარდა, დაუმატეთ წყალს გვირილის მუქი ნაყენი ან მრავალძარღვას ნაყენი. ასეთი აბაზანების გაკეთება აუცილებელია ყოველდღიურად. დაიორთქლეთ ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ გაიხეხეთ კოჟრი პემზით და წაისვით ცხიმიანი საცხი. როგორც წესი, კოჟრის მოსაშუშებლად საკმარისია 6-8 პროცედურა.

დაგეხმარებათ ვიტამინები

ყველაზე ხშირად კოჟრები ტერფებზე ჩნდება. თუ ეს მუდმივად ერთსა და იმავე ადგილზე ხდება, აუცილებლად აჩვენეთ თქვენი ფეხები ექიმ-ორთოპედს. ექიმი გამოიკვლევს და ახსნის კანის დეფორმაციის ზუსტ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ეს სწორედ აღნიშნულ ადგილებში და შეარჩევს სპეციალურ ორთოპედიულ ფეხსაცმელს ან ორთოპედიულ ჩასაფენებს ან ჩასადგმელს. თუ კოჟრები ტერფებზე ხშირად ჩნდება, შეგიძლიათ ჩაიტაროთ A ვიტამინით მკურნალობის კურსი (ის კარგად არბილებს კანს). ძალიან სასარგებლოა დაიზილოთ კანი პომიდვრის პატარა ნაჭრით ან პომიდვრის საწებლით. გაუფრთხილდით საკუთარ ფეხებს: საგანგებოდ შეარჩიეთ ფეხსაცმელი. შეიძლება ის იყოს მოდური, ლამაზი, ექსტრავაგანტური, მაგრამ უპირველესად უნდა იყოს ფეხს მორგებული, მოხერხებული და არ უნდა შეგიქმნათ დისკომფორტი, არ უნდა იყოს მჭიდრო და მოჭერილი. ის ხელს უშლის კიდურებში სისხლის მიმოქცევას, ირღვევა კვება და სწორედ ეს ხდება მიზეზი კანზე გაჩენილი სხვადასხვა დეფორმაციისა და სხვა სერიოზული დაავადებებისა.

დაიმახსოვრეთ: არ ატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მუდმივად, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური ტყავისგან დამზადებულ თავისუფალ ფეხსაცმელს, ზომა უნდა იყოს ზუსტი, არავითარ შემთხვევაში – ოდნავ დიდი ან ოდნავ პატარა! ამას სავალალო შედეგი მოჰყვება.

კოჟრის მოცილებაში ლაზერი დაგეხმარებათ

  • კოჟრებს ეფექტურად აცილებენ კოსმეტიკურ სალონებში პედიკიურის აპარატის საშუალებით;
  • მშრალი, დაბერებული კოჟრების მოცილება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ამიტომ, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს;
  • ტერფებზე არსებული კოჟრების ლაზერით მოცილებისას კეთდება ადგილობრივი ანესთეზია, კოჟრები ქრება კანის ზედაპირიდან.