როგორი უნდა იყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვის სათამაშო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვის სათამაშო

პრიორიტეტული მოთხოვნილებების ნუსხაში. თუმცა, თუ ადრე ბავშვის მთავარი მიზანი საკუთარი თავის შეცნობა და ადგილის პოვნა იყო ახლობლებს შორის, ახლა ის ემზადება მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის სათამაშო მოღვაწეობა საკმაოდ რთულია:

  • როლური სოციალური თამაშები;
  • მომავალი პროფესიის არჩევის მცდელობა;
  • სქესობრივი კუთვნილების გაცნობიერების პირველი მცდელობა.

სწორედ სკოლამდელ ასაკში იწყებენ ბავშვები მარტივი მელოდიებისა და სიმღერების დასწავლასა და აღქმას. ეუფლებიან საკუთარ სხეულს იმდენად, რომ შეუძლიათ მარტივი ცეკვის შესრულება, ვარჯიში. ყველა ეს მოძრაობითი ჩვევები მათთვის ხელმისაწვდომია ადრეულ ასაკში ნაყოფიერი სათამაშო მოღვაწეობის შედეგად.

მნიშვნელოვნად ვითარდება ბავშვების ინტელექტუალური შესაძლებლობები:

  • ისინი ეუფლებიან კრებითი და აბსტრაქტული ცნებების გამოყენებას;
  • ბგერების გრაფიკულ გამოსახულებებთან შეხამებას ასოებით;
  • ხსნიან მარტივ ლოგიკურ ამოცანებს;
  • ეუფლებიან კითხვისა და დათვლის საფუძვლებს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის აღსაზრდელად მშობლებს ფასდაუდებელ დახმარებას უწევს ბავშვის ასაკის შესაბამისი სათამაშოები.

სკოლამდელ ასაკში სათამაშოები ისევ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ის ეხმარება მას საკუთარი გრძნობებისა და აზრების გამოხატვაში, სკოლისთვის მომზადებაში, არა მომაბეზრებლად, თამაშის ფორმით სკოლის პროგრამის საბაზისო ცოდნის ათვისებაში.

წიგნთან უეცარი, პირველი შეხება ბავშვისთვის ემოციურად რთულად გადასატანი იქნება, თუ მანამდე დედასთან ერთად არ კითხულობდა წიგნებს და სწავლობდა დათვლას. სკოლისათვის მომზადება სწორედ იმას გულისხმობს, რომ ვიდრე ბავშვი მერხს მიუჯდება, დაახლოებითი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რა მოეთხოვება, რათა დადებითად აღიქვას თავისი ახალი როლი.

სკოლამდელი ასაკის ბავშვების სათამაშოები უნდა გამოირჩეოდეს გამოხატული თემატური მიმართულებით:

  1. სათამაშოები მოწოდებული უნდა იყოს კითხვის სწავლისათვის: რბილი წიგნები, ანბანი კუბებზე, ასოების კოლექციები.
  2. სწავლის საშუალებები დათვლისთვის.
  3. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის აქტუალურია ისეთი სათამაშოები, რომლებიც ფერების, გეომეტრიული ფიგურების სწავლაში დაეხმარება მას.
  4. უცხო ენების საწყისები ბავშვმა შეიძლება აითვისოს ინტერაქციული სათამაშოებით, მაგალითად, საბავშვო სმარტფონით.
  5. სათამაშოები, რომლებიც ბავშვს ცხოველთა სამყაროს გააცნობს, დაეხმარება ფრინველების, ცხოველების, თევზების სახელების დამახსოვრებაში, შეიცნობს მათ ეკოლოგიას: ფაზლები, ვიქტორინები, ინტერაქტიური ცხოველები.
  6. ტექნიკასთან პირველი შეხების შესაძლებლობა თანამედროვე ბავშვებს რობოტების მართვით აქვთ.
  7. გავრცელებული პროფესიების გაცნობა იწყება სათამაშო მანქანებით, პროფესიული ნაკრებებით (ექიმი, სტილისტი, პოლიციელი, მზარეული).

6 წლამდე ასაკის ბავშვები საკუთარ ყურადღებას ვერ მართავენ. ისინი საჭიროებენ გართობას, დაინტერესებას. როგორც კი ბავშვი კარგავს ინტერესს, ის მაშინვე გადაერთვება სხვა რამეზე. სწორედ ამიტომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის სათამაშოს არჩევა მშობლისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.