იცოდით, რომ აშშ-ს მოსახლეობის 10% ზაფხულის დეპრესიით იტანჯება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცოდით, რომ აშშ-ს მოსახლეობის 10% ზაფხულის დეპრესიით იტანჯება?

სპეციალისტები გვირჩევენ, ყველა პრობლემას დადებითი რაკურსით შევხედოთ. ზაფხულის და, საზოგადოდ, სეზონურ დეპრესიას დიდი უპირატესობა აქვს - ვიცით, როდის ველოდოთო, ხუმრობით ამბობენ ისინი. ამიტომ, მაისის ბოლო მოახლოვდება თუ არა, საზაფხულო გეგმის შედგენა დავიწყოთ, საჭიროებისას სპეციალისტსაც მივმართოთ.

  • აუცილებელია მოვიწესრიგოთ ძილი. სიცხე, ეზოში გვიანობამდე ჯდომა, მოკლე ღამეები ძილის ხანგრძლივობას ამცირებს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ძილის დეფიციტი გუნებას აფუჭებს.

  • შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა, განვაგრძოთ მსუბუქი ვარჯიში. ეს დეპრესიისგან დაგვიცავს. თუ ძალიან ცხელა, ჯობს ივარჯიშოთ დილით ადრე ან გვიან საღამოს. კარგად კონდიცირებულ ფიტნესკლუბში სიარული ფინანსებს მოითხოვს, ადრე დილით ეზოში ვარჯიში კი ყველასათვის ხელმისაწვდომია. თუ ამის გამო ადრე ადგომა მოგიხდათ და ძილი დაგაკლდათ, შეიძლება შუადღისას აინაზღაუროთ. გაითვალისწინეთ, საუბარია მსუბუქ, გამამხნევებელ დილის ვარჯიშზე და არა დიდ დატვირთვაზე.

  • დაიცავით ზომიერება კვებაშიც და დატვირთვაშიც. ცხელი ზაფხული მკაცრი დიეტისა და ინტენსიური ვარჯიშისთვის შეუფერებელი დროა. დიეტა გაზრდის შფოთვასა და დისკომფორტს. შეგიძლიათ, ოდნავ შეამციროთ კალორიები პურისა და ტკბილეულის ხარჯზე და ცოცხალი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ.

  • კარგად დაფიქრდით, მართლაც გაქვთ თუ არა ზაფხულში დეპრესიის მიზეზი. იქნებ გასულ ზაფხულს რაიმე ცუდი მოხდა, იქნებ ამიტომ ასოცირდება თქვენთვის ზაფხული მძიმე ემოციებთან, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა საიმისო საფუძველს, რომ ცხოვრების ტრაგიკული მოვლენების გამეორებაზე ყოველ წელს იფიქროთ.

  • კარგად დაფიქრდით, ნუთუ მართლა აუცილებელია სადმე გაემგზავროთ? იქნებ საუკეთესო დასვენება სწორედ შინ დარჩენაა. სხვათა შორის, ისეთ საოცარ ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა, 2011 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 31,4% ზაფხულში შვებულების აღებას სულაც არ აპირებდა. ისინი უბრალოდ სამუშაოდ იყვნენ განწყობილნი. მათ, ვინც შვებულების აღებას გეგმავდა, გადაწყვეტილი ჰქონდათ, სულ 5-6 დღით დაესვენათ, მათი 29,4% კი შვებულების მშობლიურ ქალაქში გატარებას გეგმავდა. გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა აღნიშნა, რომ შვებულება შინ მშვიდად ყოფნისა და დასვენების დროა.

  • თუ მრავალი წელია, ზაფხულში თავს ცუდად გრძნობთ და ამის გამო წამლებსაც სვამთ, წინასწარ ეწვიეთ ექიმს, რათა მკურნალობა დაგეგმოთ. ჯობს დროულად იზრუნოთ პრობლემების თავიდან აცილებაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იცით, რომ დეპრესია სექტემბერში გაგივლით, მის უგულებელყოფას არ გირჩევთ. სამი თვე საკმაოდ დიდი დროა საიმისოდ, რომ თავი ცუდად იგრძნოთ. ეს არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც შეაწუხებს.

  • ეცადეთ ზაფხულის მოახლოებისას პრობლემებსა და თქვენს მწირ ფინანსურ შესაძლებლობებზე კი არ იფიქროთ, არამედ ეცადოთ, იპოვოთ გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.